Thursday, April 20, 2017

რუსი მესანგრეები პალმირაში ეგზოსკელეტებს იყენებენ

ოპერატორის განცხადების თანახმად, ეგსოზკელეტი ხუთ-ექვს კილოზე მეტს არ იწონის და 50 კილოგრამამდე დატვირთვას უძლებს. "წონის, დაღლისა და ტემპერატურის შეუმჩნევლად ის 30-35 კილოგრამის ტარების საშუალებას იძლევა. ადრე ყველაფერი თან დაგვქონდა და ამის კეთება გაცილებით ძნელი იყო" - განმარტა ოპერატორმა.
ეგზოსკელეტი ოპერატორს პრაქტიკულად ნებისმიერი მოძრაობის განხორციელების და რამდენიმე საათი დაუღლელად მუშაობის საშუალებას აძლევს. "ჩემს პრაქტიკაში მე ამდაგვარი არაფერი შემხვედრია" - დაამატა სპეციალისტმა.

No comments:

Post a Comment