აღნიშნული მანქანა, 2С38, 2015 წელს წარადგინეს პირველად (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ქსმ "Деривация"). როგორც მაშინ გახდა ცნობილი, მოცემული ნაკეთობა საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო "Деривация-ПВО"-ს ფარგლებში იქმნება დ ამისი დანიშნულებაა საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, თვალთვალი და საარტილერიო ცეცხლით განადგურება.
ამჯერად ეს მანქანა ამა წლის 21 აგვისტოს, კუბინკას ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო-პატრიოტულ პარკ "პატრიოტში", დაგეგმილი სამხედრო-ტექნიკური ფორუმის "Армия-2018"-ის გახსნისთვის არის გამზადებული. მანქანა БМП-3 ბაზაზეა შექმნილი და მისი საარტილერიო დანადგარის პოტენციურ სამიზნეებს უპილოტოები, ფრთოსანი რაკეტები, ჰაერი-ზედაპირის კლასის რაკეტები, ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, ვერტმფრენები და ზცრს-ს რაკეტები წარმოადგენენ. მან ასევე უნდა შესძლოს საზღვაო და სახმელეთო სამიზნეების განადგურება.
ოფიციალური მასალების მიხედვით, მისი ტტმ შემდეგნაირად გამოიყურება:
- განადგურების მაქსიმალური მანძილი - 6 კმ.
- განადგურების მაქსიმალური სიმაღლე - 4,5 კმ.
- სწრაფსროლა - 120 გასროლა წუთში
- სრული საბრძოლო მარაგი - 148 გასროლა
- ვერტიკალური დამიზნების კუთხე - -5/ +75 გრადუსი
- ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - 360 გრადუსი
- სამიზნის მაქსიმალური სიკჩქარე - 500მ/წმ
- გათვლა - 3 კაცი
საბრძოლო მანქანა 2С38 აღჭურვილია ОАО "Пеленг"-ის მიერ შექმნილი დამიზნებისა და აღმოჩენის ოტიკურ-ელექტრონული სისტემა ОЭС ОП-ით. სისტემას შეუძლია გარემოზე როგორც, ფართე, 360 გარდუსიანი, ასევე სექტორული დაკვირვების წარმოება. ტელეარხით, Bird Eye 400 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის აღმოჩენა ფართე რეჟიმში, 700 მეტრ მანძლზე შესაძლებელი, ხოლო სექტორული დაკვირვების შემთხვევაში ეს მანძილი 4900 მეტრამდე იზრდება. მოიერიშე A-10-ის აღმოჩენა პირველ რეჟიმში 6400 მეტრზე, ხოლო მეორე რეჟიმში 12 300 მეტრზეა შესაძლებელი. თბოხედვის არხი 2,3 х 2,3მ ზომის სამიზნეების 10 000 მეტრზე 80% ალბათობით აღმოჩენის შანსს იძლევა, ხოლო ამოცნობა 4000 მეტრზეა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment