როგორც ცნობილია, ამა წლის 8 აგვისტოს, რუსეთში, არხანკელსის მახლობლად მდებარე პოლიგონზე საცდელი ფრენის დროს დაუსახელებელი რაკეტის ძრავის აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის არიან როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო (მწარმოებლი კომპანიის წარმომადგენლები) პირები.
რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქების შედეგად ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები არ გაფრქვეულა, რადიაციული ფონი ნორმალურია.
9М730 Буревестник-ის ასაწყობი საამქრო
თუმცა როგორც ჩანს რადიაციული დაბინძურება მაინც მოხდა და ამისი მიზეზი ბირთვული ძალური დანაგარის მქონე ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ი გახდა. ამას ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე დეტალიც ადასტურებს:
- თეთრი ზღვაში მდებარე დვინის ყურეში 9 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ცურვა აიკრძალა (წყარო - ПРИП Архангельск).
- ამერიკული კომპანია Planet-ის მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, თეთრი ზღვის იმ რაიონში, სადაც სარაკეტო ძრავის გამოცდა მიმდინარეობდა და სადაც ხანძარი და აფეტქება მოხდა, შემჩნეული იქნა სატრანსპორტო ტანკერი «Серебрянка», რომელი რადიოაქტიური ნარჩენების შესაგროვებლად და ტრანსპორიტრებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ფაქტი იმაზ ემეტყვეელებს, რომ ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვი რაკეტის ძრავა აფეთქდა (წყარო - Jeffrey Lewis).
- რუსეთმა როგორც ჩანს "ახალ მიწაზე" მდებარე პანკოვოს საცდელი მოედნის დახურვის შემდეგ, მსგავსი მოედანი ნენოკსში ააშენა (არხენგელსკთან მდებარე დასახლებული პუნქტი, რომლის მახლობლადაც განთავსებულია საცდელი პოლიგონი). სავარაუდოდ ნენოკსში ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის (NATO-ს კლასიფიკაციით SSC-X-9 Skyfall) გამოცდები მიმდინარეობდა. ამის დამადასტურებლად ქვემოთ მოყვანილი ფოტოებიც გამოდგება - პირველ ფოტოზე ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის გაშვებაა აღბეჭდილი, მეორე ფოტოზე პანკოვოს, აწ უკვ ედახურული, სასტარტო მოედანია ასახული, რომელიც ერთი-ერთში ჰგავს პირველ ფოტოზე ასახულ სასტარდო მოედანს და ბოლოს, მესამე ფოტოზე პანკოვოსა და ნანოკსას სასტარტო მოედნების შედარებითი ზედხედია.
ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის მომენტი
პანკოვოს გაუქმებული სასტარტო მოედანი
პანკოვოსა და ნანოკსას სასტარტო მოედნების შედარებითი ზედხედი
ფრთოსანი რაკეტა 9М730 Буревестник-ის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
- რუსეთის პერსპექტიული სტრატეგიული შეიარაღება
- პუტინი, ზესაიდუმლო რუსული შეიარაღება და "ჯორჯისტანელები"
და ასევე დამატებით რამდენიმე ფოტო არხანგელსკიდან - პირველ ორ ფოტოზე დაზარალებულების ტრანპოსტირება სამოქალაქო რეანიმობილითა და ვერტმფრენით, მესამე ფოტოზე არხანგელსკში, აფითიაქზე გამოკრული წარწერა - "იოდი არ გვაქვს" (როგორც ცნობილია რადიაქტიული დაბინძურების დროს იოდი ყველაზე კაი საშუალებაა, მას ორგანიზმიდან რადიაცია გამოყავს).