Saturday, November 2, 2019

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის საცეცხლე გამოცდები (ვიდეო)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


Saab-ისა და Raytheon-ის მიერ ხელის ყუმბარმტყორცნ Carl-Gustaf-ის მართვადი გასროლის გამოცდების სერიის განხორციელების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, თემატური სტატიები იხილეთ მოყვანილ ბმულებზე:



ამჯერად წარმოგიდგენთ ვიდეოს გამოცდებიდან. ვიდეოს მიხედვით სულ რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება - გასროლა რეაქტიული ძრავითაა და საკმაოდ სერიოზული სიზუსტით გამოიურჩევა.



Friday, November 1, 2019

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის საცეცხლე გამოცდები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

Saab-მა და Raytheon-მა ხელის ყუმბარმტყორცნ Carl-Gustaf-ის მართვადი გასროლის გამოცდების სერია განახორციელეს. გამოცდები განხორციელდა როგოც აშშ-ში (ტეხასის შტატში მდებარე პოლიგონ სიერრა-ბლანკზე), ასევე შვედეთში (კარლსკოგში). 


გამოცდების მსვლელეობისას გასროლის მართვის ნახევრად აქტიური ლაზერული სისტემის დემონსტრირება განხორციელდა - სულ სამი გაშვება განხორციელდა, ორი სტატიკური და ერთი მოძრავი სამიზნის წინააღმდეგ.

კომპანიებმა ასევე წარადგინეს მართვის სხვა, უფრო პერსპექტიული ხერხებიც - კერძოდ კი ინფრაწითელი გამოსახულების ჩაჭერის საშუალებით (Imaging IR). შვედეთში განხორციელებული დემონსტრაცია ასევე მოიცავდა დინამიკურ გამოცდებს სხვადასხვა სამიზნის წინააღმდეგ.

Carl Gustaf-ის მართვადი გასროლის პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე დაიწერა, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოყვანილ ბმულზე  ყუმბარმტყორცნი Carl Gustaf მართვად რაკეტებს შეიძენს

დღის ფოტო - ფრანგული Rafale ამერიკული ციხესიმაგრის გვერდით

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

საფრანგეთის ავიაციის Rafale-ბი ამერიკული B-52H Stratofortres-ების გვერდით სწავლებაზე საფრანგეთის თავზე

Thursday, October 31, 2019

მაყუჩები ტანკისა და არტილერიისთვის - ფოტოკლაჟი

ყველასთვის ცნობილია მაყუჩიანი გერმანული თსდ-ს გამოსახულება (მეორე ფოტოზე). მსგავსი მოწყობილობების შექმნაზე გერმანელების გარდა ამერიკელებიც მუშაობდნენ და ისინი განკუთვნილი იყო როგორს არტილერიისთვის ასევე ტანკებისთვის - ძირითად მიზანს პოლიგონის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის შეწუხების თავიდან აცილება წარმოადგენდა

Wednesday, October 30, 2019

გერმანული Leopard-2-ის ისტორია დასაწყისიდან დღემდე (მცირე მიმოხილვა)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ინდონეზიის მოდერნიზირებული  Leopard 2 Revolution (Leopard-2A4)

თავდაპირველად ბუნდესვერის გეგმებში Leopard 2-ის შეძენა საერთოდ არ შედიოდა. გერმანიის არმიაში M47-ის Leopard-1-ით, ხოლო M48-ის KPz70-ით შეცვლას გეგმავდნენ.

1969 წელს პროექტ KPz70-ის (ამერიკულად MBT70) ჩავარდნის შემდეგ სასწრაფოდ საჭირო გახდა M48-ის შემცვლელი მოძებნა. ათვლის წერტილად KPz70-ის კონცეპცია და პროტოტიბები აიღეს. რამდენიმე კოცეპტუალური კვლევის ჩატარების შემდეგ, რომლებიც ორივე ტანკის თავისებურებებს მოიცავდა, 1970 წლის შუაში გადაწყვიტეს შეექმნათ ეროვნული ტანკი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა გლუვლულიანი ქვემეხით (105/120 მმ), ეყოლებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, საიდანაც მძღოლ მექანიკოსის კორპუსში უნდა ყოფილიყო განთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი კოშკურაში.

პირველი საცდელი ნიმუშების შემუშავებასა და შექმნაზე სულ ორი წელი იქნა დახარჯული. ასეთ მცირე დროში პროტოტიპის შექმნა KPz70-ში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გამოყენების წყალობით მოხდა (კორპუსის დიზაინი, მიზნობრივი და საკონტროლო აღჭურვილობა, ძრავა და სავალი ნაწილი). ამ საბაზისო კონფიგურაციით გამოშვებული იქნა 16 შასი და 17 კოშკურა.

20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხ МК 20-ით და ინფრაწითელი/ხილვადი შუქის ღამის ხედვისთვის განკუთვნილი აკეცვადი პროჟექტორით აღჭურვილი პირველი თაობის პროტოტიპი (1968 წელი). გამოცდებზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით საცდელი პროტოტიპები მსხვადასხვანაირად იყო აღჭურვილი

პირველი თაობის პროტოტიპები ძირითადად საბრძოლო მახასიათებლების სამი კრიტერიუმის (საცეცხლე ძალა/ამძრაობა/დაცვა) ზრდის დაბალანსირებულ ფილოსოფიას მიყვებოდნენ. კონცეპციის რადიკალური გადახევდა მაშნდელი თავდაცვის მინისტრის, გეორგ ლიბერის (Georg Leber), გადაწყვეტილებით მოხდა და მახასიათებლების მთელი ეს მკვეთრი ზრდა 1976/66 წლებში აშშ-ი, მაშინ ჯერ კიდევ შექმნის პროცესში მყოფ, XM-1-თან ერთობლივი კონკურსის მკაცრ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად განხორციელდა. გერმანელებმა აშშ-ს მაღალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტანკის დაცვის კონცეფცია  სრულიად შეცვალეს (ჰომოგენური ჯავშნის ნაცვლად ტანკზე სპეცპაკეტი იქნა დაყენებული), ასევე შეიცვლა ჭურვების განთავსების პრინციპიც (მათ შორის მანქანაზე დაყენდა ამოსაგდები ხუფით აღჭურვილი ჭურვების სპეციალური ბუნკერი), სრულიად შეიცვალა ცეცხლის მართვის კონცეფციაც. ამ ცვლილებების შედეგად გერმანელებმა მცირე დროში (1974/74 წლებში) ახალი Leopard 2AV მიიღეს.

მეორე თაობის პროტოტიპი, ასევე ცნობილია სახელით Leopard 2AV (Austere Version)). ეს მანქანები აშშ-ს არმიის საკონტროლო გამოცდებზე მოსარგებად სრულიად იქნა გადაკეთებული. აღნიშნულ გამოცდებზე გერმანული ტანკი ამერიკულ XM-1-ის კონკურენტად იქნა წარმოდგენილი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მანქანები (ორი შასი და სამი კოშკურა), დაცვის დონის ამაღლების მიზეზით წინამომრბედებთან შედარებით 4 ტონით დამძმდა, ამ ცვლილებებმა მათი საბრძოლო ფასეულობა მაინც მნიშვნელოვნად გაზარდა. აშშ-ს კონკურსის მოთხოვნების წნეხის გარეშე Leopard-2 ვერასოდეს ვერ გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი მეწინავე ტანკი. საინტერესოა, რომ KPZ Leopard-2, შემდგომ შეჯიბრებებში, ყოველთვის ჯობნიდა M 1 Abrams-ს. 1979 წლამდე, როდესაც გერმანელებმა მანქანა სერიაშ ჩაუშვეს, მოხდა Leopard-2AV-ეს დაცვის ოპტიმიზაცია - ძირითადად კორპოუსის წინა დაცვა იქნა გაძლიერებული, რამე თუ AV ვერსიის დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

KPz-ს (ძირითადი საბრძოლო ტანკის) კიდევ ერთი გერმანული პროექტი - სამკაციანი ეკიპაჟი სრულიად კორპუსშია განთავსებული, შეიარაღება კოდევ კოშკურაშია იზოლირებული. მსგავსი პროექტის რეალიზაცია სრულიად ახალი კორპუსის და კოშურის შექმნას მოითხოვდა, ამიტომაც ის ქაღალდის ნახაზებს ვერ გასცდა.

მწარმოებელმა KPZ Leopard 2-ის ბაზაზე რამდენიმე ათეული იდეის შეთავაზება განახორციელა, ერთ-ერთი მათგანი (რომლის ნახაზსაც ქვემოთ ხედავთ) აღჭურვილი იყო ავტომატურ დამტენიანი კოშკურით, რომელშიც ეკიპაჟის ორი წევრი თავსდებოდა


წარმოების ეტაპზე (განხორციელდა რვა ლოტად) ტანკის გაუმჯობესების პირველი ღონისძიებები იქნა გატარებული. ამგვარად, მეხუთე პარტიიდან მოყოლებული, მანქანაზე დაყენდა ბალისტიკური გამომთვლელი (კომპიუტერი), რომელშიც გასროლების ბალ.მონაცემები ციფრული სახით ინახებოდა და სწრაფმოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც საბრძოლო ნაკვეთურში იქნა დამონტაჟებული. მე-6 ლოტის მანქანებმა უკვე კორპუსისა და კოშურის დაცვის ახალი ტექნოლოგია მიიღეს (ეგრეთ წოდებული C-Technologie, ან C ტიპის ჯავშანპაკეტი), ხოლო მე-8 პარტიის ტანკებმა მიიღეს გაძლიერებული დაცვის მქონე სახურავი და ფსკერი და D-Technologie-ს ჯავშანპაკეტი.

ქვემოთ მოყვანილია Leopard 2-ის ყველა ძირითადი მოდელი, დაწყებული 1968 წლის პროტოტიპით (Keiler) და დამთავრებული 2019 წლის უახლესი Leopard 2 A7V-თი (სქემები გადიდებადია)

1983/84 წლებში, როდესაც ტანკი უკვე მასიურად იწარმოებოდა, დაიწყო მისი გაუმჯობესების კვლევები, რომლებმაც Leopard 2-ის შემდგომი განვითარების გზები უჩვენა (პროგრამა Kampfwertsteigerung (KWS) - საბრძოლო ფასეულობის ზრდა). კერძოდ საკმაოდ მარტივად მოხდა დაცვის დონის გაზრდა, რომლის დემონსტრირებაც, 1987 წელს ბრიტანეთში, Challenger 1-ის შემცვლელის გამოსავლენად განხორციელებულ კონკურსზე მოხდა. ეროვნული კვლევების შეფასების შემდეგ, Leopard 2-ის გაუმჯობესების ხანგრძლივვადიანი პროგრამა "KWS"-ის ტაქტიკური მოთხოვნა, არმიის შტაბმა, 1990 წლის მარტში გააკეთა.

1-ელ ეტაპზე უნდა გაზრდილიყო საცეცხლე ძალა (უფრო გრძელი ქვემეხის ლულისა და გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე LKE II ტიპის ჭურვების წყალობით).

KWS-Stufe 2-ის (KWS-ის პროგრამის მე-2 ეტაპი) შედეგად მიღებული იქნა Leopard 2 A5. მანქანაზე დაყენებული იქნა კოშურის დამატებითი ჯავშან მოდულები, მძღოლ მექანიკოსის ამოწევადი სარქველი და თბოხედვის კამერით აღჭურვილი მეთაურის პერისკოპული სამიზნე PERI R 17A2

მე-2 ეტაპზე D ტექნოლოგიის პაკეტების წყალობით კიდევ უფრო გაუმჯობესდა დაცვის ხარისხი და თბოხედვის კამერით აღჭრვილი მეთაურის პერისკოპის დახმარებით მოხდა ღამით ბრძოლის წარმოების შესაძლებლობების ზრდა (ამ ეტაპის რეალიზაციის შედეგად მიღებული იქნა Leopard-2A5)

მე-3 ეტაპზე საცეცხლე ძალა და დაცვა კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო (გაუმჯობესება მოიცავდა 140 მილიმეტრიან ქვემეხს, თუმცაღა ეს იდეა ახალი პლატფორმის სასარგებლოდ იქნა მიტოვებული). აღსანიშნავია, რომ ჯერ განხორციელდა KWS-ის მე-2 ეტაპი, რის შედეგადაც 1995 წელს მივიღეთ Leopard-2A5, ხოლო KWS-ის პირველი ეტაპის განხორციელების შედეგად 2001 წელს წარმოდგენილი იქნა Leopard-2A6.

KWS პროგრამის გაგრძელების ბაზა 120 მილიმეტრიანი L55 ტიპის ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2A6 გახდა. მაგალითად 2004 წელს 70 მანქანაზე ნაღმებისგან დაცვის საშუალებები იქნა დაყენებული (Leopard 2A6M), ხოლო 2014 წელს, კანადისთვის გადაცემული მანქანების დაბრუნების შემდეგ, მოხდა მათი Leopard 2A7-ად გადაკეთება. ამ ბოლო შემთხვევაში მანქანამ შემდეგი სახის აპგრეიდი განიცადა - დაყენდა 20 კილოვატის სიმძლავრის გენერატორი, კოშკურის კონდიცირების სისტემა და მეთაურის პანორამული სამიზნე აღიჭურვა თბოხედვის ახალი სისტემა Attica-თი, ასევე აღსანიოშნავია ბრძოლის ველის საინფორმაციო ველის მართვის უახლესი კომპლექსიც.

კორპუსისა და კოშკურის დაცვის უნიფიკაციისა და გაზრდის მიზნით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. საერთაშორისო სიტუაციის ცვლილების გამო (უკრაინის კონფლიქტი) ბუნდესვერის დაფინანსებამ კვლავ შეიძინა მნიშვნელობა, რის შედეგადაც გერმანიის არმიაში სატანკო ბატალიონების რიცხვის 4-იდან 6-მდე გაზრდა და ხმარებიდან მოხსნილი ტანკების კვლავ მწყობრში დაბრუნება გადაწყდა. ამ 104 მანქანის კონვერსიისა და მოდერნიზაციის შედეგად გერმანელებმა Leopard 2A7V უნდა მიიღონ. პროგრამის რეალიზაციის შედეგად გერმანიის არმიას მწყობრში 328 ტანკი ეყოლება. Leopard 2A7V (პირველი მანქანა გერმანიის არმიას 2019 წლის 29 ოქტომბერს მიეწდოა, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - გერმანიისა და დანიის არმიებს პირველი Leopard-2A7V გადაეცათ) მიიღებს გაზრდილ ფრონტალურ დაცვას, მძღოლ-მექანიკოსის ღამის ხედვის ახალ ხელსაწყოს და საბრძოლო ნაკვეთურის გაგრილების გაუმჯობესებულ სისტემას.

Leopard-2A7-ს წინამორბედებისგან  შემდეგი დეტალებით გამოირჩევა: გენერატორი კორპუსის მარჯვენა ბორტის უკანა ნაწილში, კორპოუსის ბორტებზე დაყენებული დამატებითი დაცვის მოდულები და კოშკურაზე დაყენებული გაგრილების ახალი სისტემა

KWS პროგრამის ყველა ღონისძიება ტანკის საბრძოლო წონის გაზრდას იწვევს. ამგვარად Leopard-2-მა წარმოების დაწყებიდან A7V. ვერსიამდე ათ ტონიანი ზრდა განიცადა (რაც + 16,5 პროცენტია). ამძრაობის გაუარესების კომპენსირება რამდენიმე პუნქტში ტექნიკური ცვლილებებით შეიძლება დაკომპენსირდეს (მაგალითად საბორტე გადაცემათა კოლოფების გაუმჯობესება, გაძლიერებული მგრიხავი ღერძების დაყენება, გადაცემათა კოლოფშ ცვლილებების შეტანა, უფრო მყარი მუხლუხების გამოყენება). გრუნტზე კუთრი წნევის ზრდა (8,6 N/cm2 -დან 10,0 N/cm2 -მდე) და სავალი ნაწილის ზოგიერთი კომპონენტის გაზრდილი ცვეთა (გარბენის შემცირება) მაინც გარდაუვალ ფაქტად უნდა იქნას მიღებული.

Leopard-2A7V-ის დემოსნტრატორი. მანქანის კორპუსის ბორტზე ცხაურები გაგრილების სისტემის ნაწილს წარმოადგენს

დღეს არსებული გეგმების თანახმად Leopard-2-ის მწყობრიდან გაყვანა 2035 წლისთვის უნდა დაიწყოს და მისი ჩანაცვლება MGCS-ით (Main Ground Combat Systems) უნდა მოხდეს. ანგვარად 2039 წლისთვის, 60 წლიანი სამსახურის შემდეგ, მწყობრში Leopard-2-ების მცირე რაოდენობა დარჩება. ამიტომ არსებობს, 2025 წელს Leopard-2-ის გასაუმჯობესებლად, KWS-ის ბოლო პროგრამის ჩაშვების შემოთავაზება. მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების ხარჯები პროპორციულად უნდა შეესაბამებოდეს დარჩენილი 15 წლის სამსახურის ვადას. აუცილებელი ცვლილებებისა და გაუმჯობესებების არჩევისა მნიშვნელობა მიექცევა როგორც ტაქტიკურ, ასევე ლოჯისტიკურ ასპექტებს. ტაქტიკურ-ოპერატიული კუთხით გამოვლენილი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. ხოლო მატერიალურ-ტექნიკური კუთხით დიდ როლს ტექნიკის დაბერება შეასრულებს. საბრძოლო ფასეულობის ამაღლების ზომები შეიძლება შეეხოს როგორც ცალკეული კომპონენტებს, ასევე სისტემების კონცეპტუალურ ცვლილებებს.

ავტორი: Rolf Hilmes

გერმანიისა და დანიის არმიებს პირველი Leopard-2A7V გადაეცათ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


გუშინ გერმანიაში ბუნდესვერისთვის და დანიის არმიისთვის პირველი მოდერნიზირებული ტანკების გადაცემის ცერემონიალი. გერმანულ არმიას გადაეცა პირველი Leopard-2A7V, ხოლო დანიის არმიას პირველი Leopard-2A7DK. ცერემონიალზე მხარეებს ტანკების სიმბოლური გასაღები გადაეცათ.

ორივე ქვეყნის ტანკები ანალოგიურია, სხვაობა მცირედ დეტალებშია. ტანკებს გაუმჯობესებული აქვთ დაცვა, მობილურობა და საცეცხლე შესაძლებლობები.

გეგმების თანახმად დანიის არმიამ 2022 წლისთვის 44 ცალი A7DK უნდა მიიღოოს, ხოლო გერმანულმა არმიას 2023 წლისთვის უნდა გადაეცეს პროგრამის ფარგლებში შეკვეთილი 104 ცალი A7V.

გერმანიის სატანკო პარკის მოდერნიზაციის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

Sunday, October 27, 2019

ISIS-ის ლიდერი მოკლეს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

როგორც ინტერნეტში ვრცელდება, წუხელ, რეიდის შედეგად, მოკლული იქნა ეგრეთ წოდებული "ისლამური ხალიფატის" ლიდერი - აბუ ბაქრ ალ-ბაგდადი (Abu Bakr al-Baghdadi). დეტალები უცნობია, თუმცა ვარაუდის დონეზე ამს აქმეში აშშ-ს სპეცდანია გარეული. ასევე საკითხავია ალ ბაგდადი მოკლეს თუ თავი აიფეთქა.


ამერიკულ ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ ალ ბაგდადის სიკვდილი, ელოდებიან ნეშთის ამოცნობას. ტრამპი საზოგადოებას განცხადებით ამ საათებში მიმართავს. 

ოპერაცია სირიაში, იდილბის რაიონში, ბარიშას დასავლეთით მდებარე დასახლებაში განხორციელდა


ფოტო ვიდეოს მიხედვითაა აწყობილი და წარმოდგენას იძლევა თუ რამხელა აფეთქება მოხდა ოპერაციის ადგილზე

ჩინური სტელს ბომბერი თუ ამერიკული B-2-ის ასლი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

ინტერნეტში აეროდინამიკურ მილში გამოცდებისთვის განკუთვნილი ჩინური დაბალი შემჩნევადობის ბომბდამშენი მოდელი გამოჩნდა და ის ძაან ნაცნობად გამოიყურება.


ფოტოები რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახავს აეროდინამიკურ მილში განთავსებულ სტელს ფორმების მქონე მფრინავ ფრთას. აშკარაა რომ ფოტოზე ამერიკული სტელს ბომბდამშენის, B-2 Spirit-ის ასლს ვხედავთ და შეგვიძლია ვივარაუდოდთ რომ ეს ინტერნეტში წლების მანძლზე მუსირებული ჩინური სტელს ბომბდამშენის, H-20-ის მაკეტია. მაგრამ შეიძლება რომ სულაც არ იყოს რაიმე მაკეტი და დაკოპირებული ასლი, უბრალოდ ჩინელები აეროდინამიკის შესწავლის მიზნით ახდენენ მის გაბერვას აეროდინამიკურ მილში, რათა მიღებული გამოცდილება შემდეგში საკუთარი ბომბდამშენის შექმნაში გამოიყენონ. 

ერთი სიტყვით დაველოდოთ და გავიგებთ რას ამზადებენ. თუმცა იმის იმედი, რომ ძაან განსხვავებულ რამეს გამოაგორებენ, მე პირადად არ მაქვს - იდეალურად დაკოპირებული თუ არ იქნება, ძირითად ფორმებში მაინც იქნება მიმსგავსება. 

P.S. არის კიდევ ერთი მომენტი - სტრატეგიული ბომბდამშენის შექმნით ჩინეთი შეუერთდება კლუბს, რომლის წევრებიც მხოლოდ ამერიკა და რუსეთი არიან,



სერბების "Панцирь-С" და სწავლება "Славянский щит - 2019"

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................


სერბეთში, სწავლება "სლავური ფარი 2019"-ის ("Славянский щит - 2019") ფარგლებში, რუსეთმა C-400-ების დივიზია და  "Панцирь-С"-ის ბატარეა ჩაიყვანა. სწავლების გახსნის ცერემონიალს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვულიჩი დაესწრო. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერბეთმა რუსეთისგან  "Панцирь-С" შეიძინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება მიწოდებული.  მისივე თქმით, სერბეთს სურს შეიძინოს С-400-ები, მაგრამ ამისი საშუალება არა აქვს.

თვითონ სწავლება ორ ეტაპად ხორციელდება, პირველი ეტაპი სექტემბრის თვეში, რუსეთში, ასტრახანის ოლქში მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მეორე ეტაპმა სტარტი გუშინ სერბეთში აიღო, რომლის ფარგლებშიც პოლიგონზე მასირებული საცეცხლე სწავლებებია დაგეგმილი.

P.S. როგორც ჩანს ხმელთაშუაზღვის რეგიონში რუსეთმა ფესვები უკვე ჩაუშვა.


სწავლებაში ჩართული სერბული ჰსთ სისტემები


სწავლების აქტიური ფაზა