Friday, May 18, 2012

ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალებს 15 ცალი ახალი МиГ-29К/КУБ გადაეცა

ინდოეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში მიიღეს 2004 წელს შეკვეთილი 15 საგემბანო, მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი МиГ-29К/КУБ. ამის შესახებ ინდოეთის თავაცვის მინისტრმა, არკაპარამბილ კურიან ენტონიმ განაცხადა. ეს თვითმფრინავები მიემაგრება ავიამზიდ კრეისერ "Vikramaditya"-ს (ყოფილი "Адмирал флота Советского Союза Горшков"), რომლის ინდოეთის საზღვაო ძალებში მიღებაც 2012 წელსაა დაგეგმილი.




"INS Vikramaditya"–ს წარსული და აწმყო
2004 წელს ინოეთმა რუსულ მხარეს 16 ცალი საგემბანო МиГ-29К/КУБ შეუკვეთა, ეს კონტრაქტი წარმოადგენდა უფრო მაშტაბური კონტრაქტის ნაწილს, რომლის მიხედვითაც გამანადგურებლების შეძენის გარდა გათვალისწინებული იყო  "Адмирал Горшков"–ს რემონტი–მოდერნიზაცია. კონტრაქტის ფასი 650 მილიონი დოლარი იყო. იმის მიზეზი თუ რატო გადაეცა ინდურ მხარეს მხოლოდ 15 გამანადგურებელი მინისტრს არ გაუხმაურებია. თუმცა როგორც ცნობილია ერთმა МиГ-29КУБ 2011 წლის 23 იანვარს საცდელი ფრენის დროს კატასტროფა განიცადა, რომლის დროსაც ორივე პილოტი დაიღუპა.

ინდოელი პილოტები რუს ინსტრუქტორებთან ერთად ახალი  МиГ-29КУБ–ის ფონზე  
2010 წელს ინდურმა მხარემ რუსეთს დამატებით 1,5 მილიარდი დოლარი ღირებულების  29 ცალი МиГ-29К შეუკვეთა. ინდური მხარისთვის МиГ-29К/КУБ მიწოდება 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ეს გამანადგურებლები, იმ მიზეზით რომ ავიამზიდი კრეისერი "Vikramaditya" ჯერ მზად არაა, დროებით გადაგზავნილი იქნება გოაზე მდებარე ერთერთ ავიაბაზაზე.

ინდურ მხარეზე გადაცემული ახალი МиГ-29К/КУБ–ები








IVECO SUPER AV 8x8

«Super AV» წარმოადგენს საბრძოლო მანქანა «Freccia»–ს გაგრძელებას, რომელიც თავის დროზე «Centaur»–ს ბაზაზე იქნა შექმნილი. (რომლის მიმართაც ინტერესი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა – რუსეთი იტალიური Centauro-ების ლიცენზირებულ წარმოებას აპირებს )  კორპუსის კონსტრუქცია მთლიანობაში წინამორბედის ანალოგიურია, ამასთანავე კორპუსი წინასწარ შემქნილია იმ გათვლით რომ შესაძლებელი იყოს მასზე IBD Deisenroth Engineering–ს მიერ შექმნილი მე–4 თაობის მოდულური ჯავშნის ადაპტირება.
ახალი ტექნოლოგიების წყალობით წინამორბედთან შედარებით ახალი მანქანა გაცილებით მსუბუქია და უზრუნველყოფს STANAG 4569 Level 4 დონის დაცვას.


მანქანა ცურვადობას ინარჩუნებს ზღვის 3 ბალიანი ღელვის დროს, ცურვას უზრუნველყოფს წყვილი ხრახნი, რომლებიც მანქანის უკანაა განლაგებული. 
მანქანა ასევე აღჭურვილია ჰიდროპნევმატური საკიდარით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს შეცვალოს მანქანის სიმაღლე, შეამციროს მანქანის სიმაღლე დასხდომა–გადმოსხდომის დროს და ასევე თვითმფრინავ С-130–თ ტრანსპორტირებისას


ტტმ:

  • ცარიელი მანქანის წონა ~ 15 ტონა
  • ცურვადობას ინარჩუნებს – 24 ტონამდე
  • მაქსიმალური წონა – 29 ტონა
  • ჯავშანტრანსპორტიორის ვარიანტში ეკიპაჟის რაოდენობა – 13 კაცი (მძღოლი და 12 მედესანტე)
  • მარგი შიდა მოცულობა – 13 კუბური მეტრი
  • საბრძოლო მოდული – HITFIST® OWS
  • მოდულის დაყენების შემთხვევაში პასაჟირების რაოდენობა – 10 კაცი (სამი ეკიპაჟი, 7 მედესანტე)
  • ძრავა –  Iveco Cursor 13 6L
  • ძრავის სიმძლავრე – 500–600ც/ძ
  • ტრანსმისია – ZF 7HP902
  • ტრანსმისიის ტიპი – ავტომატური






SUPER AV–ს ვარიანტები:









HeliRussia 2012

რუსეთში გამართულ გამოფენა HeliRussia 2012–ზე წარმოდგენილი იქნა 18 ქვეყნის 200 კომპანიის ნაწარმი. ამ გამოფენაზე დაგეგმილია ორი მსოფლიო პრემიერა, ერთერთი მათგანი ვერტმფრენი Ка-62, რომელიც რუსეთის ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი როგოზინმა წარადგინა:












Ка-62 წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტმფრენს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ტვირთის გადასაზიდად, მგზავრების გადასაყვანად და ასევე შესაძლებელია მისი ადაპტირება სხვა მარავალი სამოქალაქო მიზნისთვის. ვერტმფრენის კორპუსი და წამყვანი ხრახნი 50% კომპზიტური მასალებისგანაა აწყობილი, ძრავა სავარაუდოდ ფრანგულია.

ამას გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგი სახის ტექნიკა:

Ми-8АМТ

Ми-28НЭ

Ансат








Autogyro Cavalon



AgustaWestland AW139 VIP

AgustaWestland AW139


SKYe SH09

Ми-17 VIP

Ми-28НЭ 

 Ми-38

Ми-26T2