Friday, July 27, 2012

Red Flag - 2012

2012 წლის 11 ივნისს ალიასკაში, ელისსონის საჰაერო ბაზაზე დაიწყო საერთაშორისო საჰაერო სწავლება RED FLAG-2012. წინასწარი ცნობებით სწავლებაზე რუსული მხარეც იყო მიწვეული, მაგრამ როგორც ჩანს გაურკვეველი მიზეზების გამოს რუსული გამანადგურებლები სწავლებაზე არ გამოჩენილან.

ორი გერმანული Eurofighter Typhoons და KC-135R Stratotanker

A-10 Thunderbolts II

იაპონური F-15J Eagle

პოლონური F-16C Fighting Falcons

A-10 Thunderbolt II და F-16C Fighting Falcons

იაპონური F-15J Eagle


KC-135R Stratotanker

და ყველაზე საინტერესო - სწავლებაში თავი გერმანულმა EF-2000-ებმა გამოიჩინეს, როგორც ბოროტი ენები ამბობენ ახლო საჰაერო ბრძოლებში F-22-ები გააბახესო.




Thursday, July 26, 2012

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები ლონდონის თავზე და გარეუბნებში

ლონდონი ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება - უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ლონდონის სახლების სახურავებზე და მის შემოგარენში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსება გადაწყდა:

Starstreak-ები ლონდონის სახლებზე




Rapira ლონდონის პარკ Oxleas Meadow–ში





P-8I Programme Status Briefing Slides From Boeing


2009 წელს ინდოეთმა ამერიკულ კომპანია Boiong-თან გააფორმა ხელშეკრულება 8 ცალ საზღვაო პატრულირებისა და დაზვერვის თვითმფრინავ P-8I შესყიდვის შესახებ. კონტრაქტის ღირეებულება 2,1 მილიარდი დოლარია. პროგრამის თანახმად პირველი თვითმფრინავები ინდოეთის მხარეს 2013 წელს გადაეცემა, ხოლო სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2015 წელს მიაღწევს.

წარმოგიდგენთ Boing-ის მიერ ინდოეთის მხარისთვის წარდგენილი მოხსენების სლაიდებს:







პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ამერიკული ასევე ინდური კომპანიები (P-8I Industrial Partners):


წყარო: 


ეთიოპიამ Т-72УА1ბის მიღება დაიწო



როგორც იუწყება უკრაინული გაზეთი "Сегодня", 2012 წლის 25 ივლისს პორტ ოქტიაბრსკიდან საზღვაო ხომალდით ეთიოპიაში გაგზავნილი იქნა პირველი ორი ტანკი Т-72УА1, რომლებმაც მოდერნიზაცია გაიარეს ГП "Киевский ремонтно-механический завод"-ში.
კონტრაქტი 100 მილიონი დოლარის ღირებულების 200 ერთეული Т-72-ის შესყიდვის შესახებ ეთიოპიამ ГК "Укрспецэкспорт"-თან 2011 წლის ივნისში გააფორმა. ტანკების ნაწილი ეთიოპიას არამოდერნიზირებული, Т-72Б1 ვარიანტში მიეწოდება, რომლებიც მხოლოდ კაპიტალურ რემნტს გადიან, ხოლო ტანკების გარკვეული რაოდენობა სერიოზულ მოდერნიზაციას გადის Т-72УА1 დონემდე. მოცემული მოდერნიზაცია კიევის სარემონტო-მექანიკურ ქარხანაშია შემუშავებული და მოიცავს მოძველებული ძრავა B-84-ის შეცვლას თანამედროვე, ხარკოვული, 1050 ცხენისძალიანი ძრავა 5ТДФМА-1-ით, რომელშიც შენარჩუნებულია ვენტილიაციის ძველი სისტემა. ასევე მოდერნიზირებულია სამიზნე კომპლექსი - ძველ სამიზნე კომპლექს 1A40-1-ში შეყვანილია დამატებითი გამიზვნის სამიზნე-ხელსაწყო 1K13-49, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინული წარმოების მართვადი რაკეტა "Комбат"-ის გამოყენებას. ამავე დროს ტანკზე არ დაყენებულა სითბოვიზორული სამიზნეები. ტანკ Т-72УА1-ზე ასევე დაყენებულია ახალი მუხლუხები, კონდიციონერი და დამხმარე ძალური აგრეგატი. კოშკურა აღჭურვილია ახალი თაობის დინამიკური დაცვა "Нож"-ით (ამ დროს კორპუსი 80-იანი წლების დროინდელი "Контакт-1"-თაა აღჭურვილი). ტანკზე ასევე მონტაჟდება 12,7მმ-ნი ტყვიამფრქვევ ДШК-М-ის კოშკურა.


წყარო:



Wednesday, July 25, 2012

ჩინური საზენიტო–საარტილერიო სისტემები

PZG-07

ჩინეთში ადრეც არა-ერთხელ განხორციელდა თანამედროვე საარტილერიო-საზენიტო სისტემის შექმნის მცდელობა. პირველი მცდელობა 80-იანების დასაწყისში განხორციელდა. იმ დროს საბჭოთა კავშირმა ირანს ЗСУ-57-2 მიჰყიდა, რომელიც როგორც დასახელებიდან ჩანს 57მმ-ნი ორი ქვემეხით იყო აღჭურვილი. ჩინელებმა მოახერხეს ირანელების დარწმუნება, რომ მათთვის ეს საბრძოლო მანქანა მიეყიდათ. მანქანასთან გაცნობის შემდეგ ჩინელმა სპეციალისტებმა მისი კოპიო შექმნეს, რომელიც მისი საბჭოთა ორიგინალისგან გამოირჩეოდა ჰერმეტიული საბრძოლო ნაკვეთურით, რაც სახურავის დაყენებით მიიღწეოდა.მანქანას "Type-80" ეწოდა. საბრძოლო მოდული ტანკ "Type-69-II"-ის შასიზე იყო განთავსებული.
მანქანაზე რადარი ან მიზნის აღმომჩენი და გამიზვნის რაიმე თანამედროვე სისტემა არ ეყენა, რის გამოც 80-იანების დასაწყისში ეს მანქანა უკვე მოძველებულად ითველობდა. საუკეთესო შემთხვევაში ის 50-იანების დონეს შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა ჩინეთის არმიას ეს მანქანა ამ სახით არ სჭირდებოდა. ამ მანქანამ ჩინეთის იარაღის მყიდველების ინტერესიც ვერ გამოიწვია და ამიტომ პროტოტიპის დონეს ვერ გასცდა.
საერთაშორისო ბაზარზე ასევე წარუმატებელნი აღმოჩნდნენ საარტილერიო-საზენიტო სისტემები "W-88" და "Type-88". ეს მანქანები აღჭურვილიიყო 37მმ-ნი ორი ქვემეხით, რომლებიც წარმოადგენდნენ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კავშირში შექმნილი ქვემეხების ასლებს, რომლებიც ასევე ტანკ "Type-69-II"-ის შასიზე იყო განთავსებული. თუ "W-88"-ზე ოპტიკური სამიზნე ეყენა, "Type-88" კი უკვე რადარით და ლაზერული მანძილმზომით იყო აღჭურვილი, რაც ამ ბოლოს ეფექტურობას საგრძნობლად ამაღლებდა. 
შემდეგი მცდელობის შედეგად უკვე შედარებით წარმატებული "Type-95" შეიქმნა. ჩინელები თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით შეეცადნენ შეექმნათ საბჭოთა ЗСУ 2С6 "Тунгуска"-ს ანალოგი. თუმცა სინამდვილეში იმას რაც გააკეთეს "Тунгуска"-მდე ბევრი აკლდა.

Type-95

ახალი მანქანა აღჭურვილი იყო 25მმ-ნი ოთხი ავტომატური ქვემეხით, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ЗУ-23-2 ქვემეხების ბაზაზე იქნა შექმნილი. საცეცხლე ძალის გაზრდა შესაძლებელია საზენიტო რაკეტა "Qian Wei-2" (საბჭოთა "Игла-1"-ის ასლი) გამშვებების დაყენებით. ამ რაკეტaს შეუძლია დააზიანონ 6კმ მანძილზე მფრენი საჰაერო ობიექტები. მაგრამ ეს საზენიტო სისტემაც ჩინური მხარის მიერ არასაკმარისად თანამედროვედ ითველობდა. ამიტომ მუშაობა მიმდინარეობდა უფრო თანამედროვე სისტემის შექმნაზე. ამრიგად 90-იანების დასაწყისში, ჩინეთში შეიქმნა საცდელი თვითმავალი საზენიტო დანადგარი, რომელმაც მიიღო სახელწოდება "Type-90-II". თავისი გათანწყობით სისტემა საკმაოდ წააგავდა გერმანული არმიის შეიარაღებაში მყოფ "Gepard"-ს.
"Type-90-II"-ის ძირითად შეიარაღებას ორი ცალი 35 მმ-ნი ავტომატური ქვემეხი "Type-90" წარმოადგენდა. ეს ქვემეხები ჩინელებმა შვედური ფირმა "Oerlikon"-ისგან წარმოების ლიცენზიით შეისყიდეს. ქვემეხები წრიულად მბრუნავი კოშკურის გვერდებზეა განთავსებული და ვერტიკალურ სიბრტყეში სინქრონულად უმიზნდებიან. ქვემეხებს მჭიდური კვება გააჩნიათ. თითო ლულაზე სროლის ტემპი 550გასრ/წთ-ში უდრის, ჭურვის საწყისი სიჩქარე 1175მ/წმ-ია.

Type-90–II


ქვემეხები სასროლად გამოიყენებს - მსხვრევად-ცეცხლგამჩენ და ნახევრად ჯავშანგამტან-მსხვრევად-ცეცხლგამჩემ-მგეზავ ჭურვებს. ჭურვების მასა 550 გრამია. თითო მჭიდი 280 გასროლას იტევს.
დაფერდებული სროლის ეფექტრუი მანძილი საჰაერო მიზნებზე 4000 მეტრს უდრის, მაქსიმალური სროლის მანძილი სახმელეთო სამიზნეებზე კი 12 კილომეტრია. ცეცხლით მართვის სისტემაში შედის ბალისტიკური გამომთვლელი, ელექტრო-ოპტიკური ვიზირი ლაზერული მანძილმზომით, მიზნის მიმყოლი სადგური და სამკორდინატიან რადიოლოკაციურ სადგური, რომელიც მილიმეტრულ დიაპაზონში მუშაობს და საჰაერო მიზნების აღმოსაჩენად გამოიყენება (აღმოჩენის მანძილი 8000 მეტრი).
საკვამლე ფარდის შესაქმნელად კოშკურის ქიმებზე, ქვედა ნაწილში განთავსებული საკვამლე მორტირების ბლოკები. საზენიტო-საარტილერიო სისტემა "Type-90-II"-ის შასი ანალოგიურია 122მმ-ნი თვითმავალი საარტილერიო სისტემა "Type-89"-ის სავალი შასისა, რომელიც აწყობილია მცურავი ჯავშანტრანსპორტიორი "Type-77"-ის ბაზაზე. დიზელის 450 ცხენისძალიანი ძრავა 12V150L12 განთავსებულია კორპუსის წინა ნაწილში, მისგან მარცხნივ განთავსებულია მძღოლ-მექანიკოსის ადგილი სარქველით და დაკვირვების ხელსაწყოებით. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები - მეთაური, მემიზნე და ორი დამტენი განთავსებულები არიან კოშკურაში.

მიუხედავად იმისა, რომ საზენიტო სისტემა "Type-90-II" საცდელ ერთეულს ვერ გასცდა, მისი შექმნისას შეძენილი გამოცდილება გამოყენებული იქნა უახლესი საზენიტო-საარტილერიო სისტემის "PZG-07"-ის შექმნისას.


ამ ახალ სისტემაზეც სავარაუდოდ შვედური "Oerlikon"-ის ლიცენზირებული 35მმ-ნი ქვემეხები აყენია. ასევე მანქანა აღჭურვილია - გაუმჯობესებული რადიოლოკაციური სადგურით და სითბოვიზორული სამიზნით, რომელსაც მიზნის ავტომატურად მიყოლის სისტემა გააჩნია. შასიდ გამოყენებულია 155მმ-ნი საექსპორტო თვითმავალ საარტილერიო დადნადგარი, "PZL-45"-ის ბაზა. რადგანაც ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემის დანიშნულებაა უზრუნველყოს საბრძოლო მანქანების და "Type-99A2" ტანკების საჰაერო თავდაცვა, გაზრდილია მისი სამარშო და მაქსიმალური სიჩქარე.
ინტერნეტში უკვე გამოჩნდა თითქოსდა მოდერნიზირებული "PZG-07"-ის სურათები, რომლებზეც ავტომატური ქვემეხების გარდა ჩანს საზენიტო რაკეტების კონტეინერებიც, მაგრამ ჯერ-ჯერობით შეუძლებელია დარწმუნებით ითქვას სურათზე რალური მანქანაა გამოსახული თუ ფოტოშოპის შედეგად შექმნილი გამოსახულება.

P.S. "PGZ-07"-ის 18 მანქანიანი კოლონა, რომელიც მიემართება ქალაქ Nanning Guagnxi-ში, სამხედრო ბაზაზე. რადგანაც  Nanning Guagnxi იმყოფება ბაზირდება მხოლოდ ერთი, 41-ე საარმიო დაჯგუფების, მოტომსროლელთა 123-ე დივიზი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ეს დივიზია არის მეორე, პეკინში ბაზირებული 38-ე საარმიო დაჯგუფების, მოტომსროლელთა 112-ე მძიმე დივიზიის შემდეგ, რომელმაც მიიღო ეს ახალი საზენიტო სისტემები შეიარაღებაში.






Tuesday, July 24, 2012

ტაივანი 200 ერთეული M-1 Abrams-ის შეიძენს


ტაივანი მოლაპარაკებას აწარმოებს აშშ-ს არმიის შეიარაღებაში მყოფი M-1 Abrams-ების შესყიდვის თაობაზე. კონკრეტულად საბარია იმ ტანკებზე რომლებსაც აშშ-ს არმია ერაყში და ავღანეთში იყენებს. როგორც ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა იუწყება - აშშ-ს არმია ამ რეგიონებიდან დაბრუნებისას მათ შეიარაღებაში მყოფ ტექნიკას გაყიდის სხვადასხვა პარტნიორ ქვეყნებზე, რადგანაც ამ ტექნიკის უკან, ამერიკაში ტრანსპორტირება ეკონომიკურად არა მომგებიანია.
ჯავშანტექნიკის ნამატის გაყიდვა ძირითადად ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებში განხორციელდება. გასაყიდი ჯავშანმანქანების სია მოიცავს მანქანების სხვადასხვა ტიპებს და მოდიფიკაციებს. როგორც ცნობილია ამავე კატეგორიიდან მოხდება ერაყის არმიისთვის M-1 Abrams-ების გადაცემა, მას შემდეგ რაც მათი რემონტი და მოდერნიზაცია განხორციელდება. ტაივანის მიერ Abrams-ების შეძენის შესახებ ცნობა ცოტა ხნის წინ გავრცხელდა - ცნობილია რომ ქვეყანას შეიარაღებაში გააჩნია 600 ერთეულამდე მოძველებული ტანკი M-60 და M-48 და კასევე კიდევ უფრო მოძველებული M-41. როგორც ცნობილი ხდება ტაივანი 200 ცალამდე M-1 Abrams-ს შეიძენს.



P.S.  როგორც ამ რამდენიმე ხნის წინ ვწერდით აშშ-ს ხელისუფლება პრობლემის წინაშე დადგა - ტანკების საწარმოო ქარხნის შეჩერების შემდეგ შესაძლებელია მთელი ამ საწარმოო სიმძლავრეების დაკარგვა. ამ პრობლემიდან გამოსავალი რამდენიმე იყო - ან აშშ-ს არმია გააგრძლებეს შეკვეთას ან გამოჩნდება ვინე უცხოელი მყიდველი რომელიც თავისი Abrams-ების მოდერნიზაციით ქარხნის დატვირთვას მოახდენდა. როგორც ამ ბოლო ცნობიდან ჩანს აშშ-ს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ეს ბოლო ვარიანტი განახორციელოს.

Monday, July 23, 2012

Bradley BUSK III


BAE Systems-მა ცოტა ხნის წინ დაასრულა კორეაში განთავსებული აშშ-ს ბაზის 236 ცალი ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley A3 მოდერნიზაცია BUSK-III (Bradley Urban Survivability kit III - Bradley-ს ქალაქში გადარჩენადობის გაუმჯობესებული აღჭურვილობა) დონემდე. 

მოდერნიზაციის სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე დასრულდა, რამაც ხარჯების 20% ეკონომია გამოიწვია. BUSK მოდერნიზაცია ამაღლებს Bradley-ს გადარჩენადობას ფუნქციონალურობას ქალაქის პირობებში ბრძოლის დროს.
"ეს სიახლე საგრძნობლად ამაღლებს მანქანის გადარჩენადობას ბრძოლის ველზე. Bradley-ს ჩვენი, აშშ–ს მთავრობისა და BAE Systems -ის, ერთობლივი გუნდი აგრძელებს მუშაობას ჯარისკაცთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად., რაც კარგად აისახება ამერიკის საზოგადოების აზრზე, რაც თავის მხრივ BUSK-III პროგრამის ეკონომიურ ასპექტზე დადებითად მოქმედებს" - განაცხადა BAE Systems-ში Bradley-ს დირექტორმა ჯონ გ.ტაილმა (John G.Tile).
Bradley-ს პროგრამის პროდაქტ-მენეჯერმა, ვიცეპოლკოვნიკმა გლენ დინმა (Col. Glenn Dean) განაცხადა რომ აშშ-ს მთავრობამ და BAE Systems-მა BUSK-III პროგრამით მოდერნიზაცია ჩაუტარა 236 ცალ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს, ეს სამუშაოები ერთი თვით ადრე დასრულდა, რისი წყალობითაც მოხდა პროგრამის ღირებულების 20% ეკონომია, რაც მიახლოებით 700 000$ უდრის.
მოდერნიზაციის პროგრამა BUSK-III (რომელიც ხორციელდება კალიფორნიის შტატში, სანტა-კლერის ქარეხანაში და იორკში, პენსივლანიის შტატში) საშუალებას აძლევს მანქანას მოახდინოს უკეთესი ადაპტირება ქალაქის ბრძოლებში. BUSK-III მოიცავს  ოთხ მოდიფიკაციას. მოდერნიზაცია მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა - საწვავის ავსების ჯავშანდაცვის ქვეშ განთავსება, მძღოლ-მექანიკოსის აფეთქებადაცული სავარძელი,, კოშკურის გადარჩენადობის სისტემა და რამპის ავარიული დებლოირების სისტემა. BUSK-III დაყენების პროგრამა კორეაში 2012 წლის იანვარში დაიწყო.
მოდერნიზაციის შემდეგი ეტაპი ქვეითთა მე-4 დივიზიის Bradley-ბს შეეხება, რომლეიც კოლორადოს შტატშია განთავსებული.




წყარო:

Sunday, July 22, 2012

სწავლება RIMPAC


სწავლება RIMPAC (Rim of the Pacific Exercise-აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების სწავლება) — მსოფლიოში უმსხვილესეი საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო სწავლებები. სწავლების ორგანიზატორებად აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები, საზღვაო ქვეითების კორპუსი და ნაწილობრივ აშშ-ს სანაპირო დაცვა გამოდიან, ასევე ჰავაის შტატის ეროვნული გვარდია. სწავლებაზე იწვევენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს. ტარდება ყოველ მე-2 წელს ჰონოლულუში, აშშ-ს შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის მმართველობის შტაბში, რომლის შტაბიც განთავსებულია ნიმიც მაკ-ართურის ცენტრში (Nimitz-MacArthur Pacific Command Center).
პირველად სწავლება RIMPAC 1971 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტებმა. სხვა მუდმივი მონაწილეები არიან - იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩილი და პერუ. დამკვირვებლების როლში იწვევენ საფრანგეთის, სინგაპურის, მალაზიის, ფილიპინების, ტაილანდის, კოლუმბიის, მექსიკის, ინდოეთის, ეკვადორის, ინდონეზიის, ჩინეთის და რუსეთის წარმომადგენლებს. 2012 წელს სწავლებაში პირველად მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტმა.

წყალქვგეშანავების საწინააღმდეგო ხომალდი "Адмирал Пантелеев" შედის პერლ-ჰარბორში

პერლ-ჰარბორში განთავსებულ აშშ-ს საზღვაო ბაზას სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტი ხომალდი ეწვია

სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები რუს საზღვაო-ქვეითებს ეცნობიან

ურთიერთქმედების ბრიფინგი

ხომალდების მეთაურები იატაკის ჯოხებით ამუშავებენ ურთიერთქმედების ელემენტებს :D



ეს ყველაფერი რეალობაში ასე გამოიყურება

როგორც წესი სწავლების კულიმნაციურ ნაწილად რეალური სროლები ხდება, რომლის დროსაც ხდება ჩამოწერილი ხომალდების სამიზნეებად გამოყენება. ამჯერად სამიზნედ გამოყენებული იქნა ამერიკის სამხედრო ფლოტის ყოფილი მომარაგების ხომალდი USNS Concord (T-AFS-5), რომელიც კანადურმა წყალქვეშა ნავმა, HMCS Victoria-მ (SSK 876) ტორპედით ჩაძირა.




ასევე წარმოგიდგენთ სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ხომალდებს:

მექსიკური ARM Usumacinta (A-412)

ფრანგული ფრეგატი Prairial (F731)

სინგაპურის ფრეგატი RSS Formidable (68)


წყარო: