Thursday, October 4, 2012

ინფორმაცია Vikramaditya-ს გამოცდების შესახებ


ინტერნეტში გავრცელდა ინდოეთისთვის ავიამზიდ Vikramaditya-დ გადაკეთებული საბჭოთა კავშირის ყოფილი მძიმე ავიამზიდი კრეისერის "Адмирал флота Советского Союза Горшков"-ის გამოცდების საინტერესო დეტალები.
ინდური წყაროს თანახმად, გამოცდების დროს ავიამზიდი Vikramaditya ზღვაში 108 დღე-ღამე იმყოფებოდა (მათ შორის სევერომორსკის გარე რეიდზე ყოფნაც), 2012 წლის 8 ივნისიდან 23 სექტემბრამდე და ამ დროის განმავლობაში ავიამზიდმა საერთო ჯამში 12500 სავალი მილი დაფარა. ხომალდის გემბანზე გამოცდების დროს 2000 კაცი იმყოფებოდა, მათ შორის 287 ინდოელი. გამოცდების დროს ხომალდის გემბანიდან МиГ-29К-მ და МиГ-29КУБ-მა 41 გაფრენა განახორციელა (აფრენ-დაფრენის ციკლი). სულ გამოცდების ჩატარების მიზნით (მათ შორის ხომალდი შემოფრენაც) და მათ უზრუნველსაყოფად განხორციელდა სხვადასხვა ტიპის (მათ შორის МиГ-29К და МиГ-29КУБ ფრენები გემბანიდან) თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების 218 გაფრენა, მათ შორის რუსეთის ამხედრო ძალებიდან გამოცდებზე მიზიდული იქნა  გამანადგურებელი МиГ-31 და ДРЛО А-50 (ორივე ტიპი - ხომალდის რადიოელექტრონულ კომპლექსთან ურთიერთქმედების დასამუშავებლად). ავიატექნიკის გამოცდებისას ინცინდენტებს და მტყუვნებას ადგილი არ ჰქონია.


წყარომ აღნიშნა რუსული წარმოების ავიატექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობა, მათ შორის აღინიშნა აეროფინიშიორები. თვითმფრინავები МиГ-29К/КУБ-ის გემბანზე განხორციელებული 41 დაჯდომიდან 70 პროცენტი აეროფინიშიორის მეორე ტროსზე იქნა განხორციელებული (გემბანზე სულ სამი ტროსია). დაჯდომის დროს მეორე ტროსზე გამოდება ითვლება ყველაზე ოპტიმალურად, და ეს მოწმობს რუსი პილოტების მაღალ მომზადებაზე და ხომალდის სისტემების შესაძლებლობაზე განახორციელოს თვითმფრინავების ზუსტი გამიზვნა გემბანზე.
ხომალდზე განთავსებული სხვადასხვა რადიოელექტორნული მოწყობილობების გამოცდაც საერთო ჯამში წარმატებული აღმოჩნდა, გამომჟღავნდა მხოლოდ ცალკეული პრობლემები. რადიოელექტრონული მოწყობილობის მთელმა კომპლექსმა პრაქტიკულად დაადასტურა განცხადებული მახასიათებლები.
ხომალდის ქვაბებთან დაკავშირებით, ინდური წყაროს მიხედევით, თბოიზოლაციის აგურების გარსსაკრის საძირეს დეფორმაციის გამო მოხდა აგურების ჩამოცვენა, რამაცო გამოიწვია ქვაბების მწარმოებლობის მაქსიმალური სიმძლავრის ჯერ 70 პროცენტამდე დაწევა ხოლო შემდეგ ეს სიმძლავრე 50 პროცენტამდე დაეცა. მწარმოებლობის 50 პროცენტი უზრუნველყოფს ხომალდის სვლის მაქსიმალურ სიჩქარე 22 კვანძს - რაც არის მინიმალური დასაშვები თვითმფრინავების სრულყოფილი ასაფრენ-დასაფრენი ოპერაციების ჩასატარებლად. სრულ სვლაზე (29 კავნძი) გამოცდების ჩატარება საერთოდ ვერ მოხერხდა, მაქსიმალური სიჩქარე რაც გამოცდებისას იქნა მიღწეული 27,8 კავნძია. მთლიანობაში გარსსაკრის აგურების გადმოცვენის დონემ აგრუების მთლიანი რაოდენობიდან 5-10 პროცენტს მიაღწია. ამ მომენტისთვის ინდურმა მხარემ თანხმობა მისცა ქვაბების თბოიზოლაციის საძირის აღდგენა ასბომუყაოს გამოყენებით განხორციელდეს. ასბომუყაო ამ მიზნით წინა ქვაბებზე გამოიყენებოდა, მაგრამ ეკოლოგიურობის მოთხოვნის გამო ინდურმა მხარემ მათი შეცვლა მოისურვა.
წარმატებით იქნა ჩატარებული ასევე Vikramaditya-ს საშტატო კრეისერულ სიჩქარეზე, 18 კვანძზე გამოცდები. ამასთან ხომალდმა კარგი მანევრულობა და მართვადობა აჩვენა. ხომალდს სწორედ უჭირავს კურსი და ასევე რეალური შტორმის დროს სვლის კარგი მახასიათებელბი გამოამჟღავნა.





წყარო:
Информация об испытаниях Vikramaditya

No comments:

Post a Comment