Tuesday, February 25, 2014

Spike NLOS სამხრეთ კორეაში

მოკლედ საინტერესო კამათი მოხდა იმის თაობაზე, თუ რა იქნა გამოტანილი 2013 წლის 1 ოქტომბერს, სეულში განხორციელებულ სამხედრო აღლუმზე. ქვევით მოყვანილია აღლუმის ფოტოები:
როგორც ცნობილია სამხრეთ კორეამ ებრაული კომპანია Rafael–ისგან, 2010 წლის ნოემბერში 67 ცალი Spike NLOS რაკეტა და ორი გამშვები მანქანა 43 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა.
ორი მანქანა როგორც გამოცდებიდან ჩანს, რომელიც სამხრეთ კორეაში, ყვითლი ზღვის სანაპიროზე განხორციელდა, ეს Ford-550–ის ბაზაზე შექმნილი Plasan SandCat 4x4 შეჯავშნული ჯიპია.

წყარო:

ს. კორეის საზღვაო ქვეითების მიერ ყვითელი ზღვის სანაპიროზე განხორციელებული Spike NLOS–ის გამოცდები ვიდეო და ფოტო მასალა

 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი გვერდიდან)
 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი უკნიდან)

ფოტოების ანალიზის შედეგად აშკარა გახდა, რომ აღლუმზე რაკეტის მაკეტები იყო გამოყვანილი. ამაზე ფოტოზე აღმოჩენილი შემდეგი დეტალები მიუთითებს:
  • გასროლის შემდეგ რაკეტის შუა და უკანა ფრთასხმულობა იშლება, მანამდე გამშვებ კონტეინერში ფრთასხმულობა დაკეცილ მდგომარეობაშია

Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი გვერდიდან)
 Plasan SandCat 4x4  დამონტაჟებული Spike NLOS-ის გამოცდები ყვითელი ზღვის სანაპიროზე (გამოცდების ხედი უკნიდან)

როგორც ჩანს ფოტოებიდან შუა და უკანა ფრთასხმულობა გასროლამდე დაკეცილ მდგომარეობაშია. ასევე ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ როგორია ფრთასხმულობის დაკეცვის მექანიზმები:

ფაქტი №1

№1 - სტატიის დასაწყისში დადებული ფოტოდან ამოჭრილი რაკეტის ფრთასხმულობა
№2 და №3 ინტერნეტში არსებული Spike NLOS–ის ფოტოებიდან ამოჭრილი ფრთასხმულობა
ვხედავთ რომ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ აღლუმზე გამოტანილ რაკეტას უკანა ფრთასხმულობის დასაკეცი სახსარი არ გაჩნია. სახსარი ნაჩვენებია №2 და 3 ფოტოებზე, სადაც კარგად ჩანს სახსრის გადაბმის ადგილები.


ფაქტი №2

№1 - სტატიის დასაწყისში დადებული ფოტოდან ამოჭრილი რაკეტის ფრთასხმულობა
№2 და №3 ინტერნეტში არსებული Spike NLOS–ის ფოტოებიდან ამოჭრილი ფრთასხმულობა
ვხედავთ რომ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ აღლუმზე გამოტანილ რაკეტას შუა ფრთასხმულობის დასაკეცი სახსარი არ გაჩნია. სახსარი ნაჩვენებია №2 და 3 ფოტოებზე, სადაც კარგად ჩანს ის ფაქტი რომ ფრთის სახსრის ბუდეში არანაირი ჭანჭიკები არ არის გაყრილი. აღლუმის ფოტოზე ისრით ნაჩვენებია გაყრილი 3 ჭანჭიკი, რომლებიც რაკეტის მაკეტის ფრთას ამაგრებენ კორპუსზე, რეალურ რაკეტებზე  კიდევ ეს ჭანჭიკები არ არსებობს, იმიტომ რომ ფრთა წინ იკეცება და ის კორპუსზე მხოლოდ წინა ნაწილით სახსრულად არის გადამბული.
№2 ფოტოზე (არაა მაკეტი) ორი თეთრი ისრით ნაჩვენებია ჭანჭიკები, რომლებიც ფრთის სახსრის ბუდეს ამაგრებენ ზედ კორპუსზე და არანაირად არ არიან გაყრილები სახსრის ბუდეში ფრთის დასამაგრებლად. სახსრის ბუდიდან პირდაპირ რაკეტის კორპუსზე არიან ჩახრახნილები.

ფაქტი №3

აღლუმზე გამოყვანილი რაკეტების თვითდამიზნების თავაკები თავისი შეფერილობით ბუტაფორიის შთაბეჭდილებას სტოვებენ

აღლუმის რაკეტები

რეალური რაკეტები


ფაქტი №4

რაკეტის უკანა ნაწილი ამოგმანულია ხუფით – მანდ წესით ძრავის საქშენი უნდა იყოს

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან აშკარაა რომ აღლუმზე გამოყვანილ მანქანაზე რაკეტა Spike NLOS–ის მაკეტებია დამონტაჟებული.


2 comments: