Monday, December 1, 2014

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღლუმისთვის ახალი თაობის ტექნიკას ამზადებს


რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე განათავსა ინფორმაცია 2015 წლის 1 მარტიდან 12 მაისამდე, მოსკოვთან, ალაბინოში მდებარე სამხედრო ნაწილი 23636–ის ტერიოტრიაზე 25,4 მილიონი რუბლის ღირებულების ახალი ტექნიკის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების ტენდერის შესახებ.
სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალში შემდეგი სახეობები შედის:
  • ОАО "Курганмашзавод"–ის ნაწარმი:

  1. საჰაერო–სადენსატნო ჯარების მრავალმიზნობრივი ჯავშანტრანსპორტიორები БТР-МДМ (Объект 955М) – 12 ერთეული.
  1. მედესანტეთა საბრძოლო მანქანები БМД-4М (Объект 960М) – 12 ერთეული.
  1. მუხლუხა ჯავშანტრანსპორტიორები "Курганец-25" (Объект 693, მუხლუხებიანი მანქანა Б-11) – 12 ერთეული. 


  • ОАО "НПК Уралвагонзавод"–ის ნაწარმი:

  1. ტანკი Т-14 "Армата" (Объект 148) – 12 ერთეული.
  2. ქვეითთა საბრძოლო მანქანები "Армата" (Объект 149) – 12 ერთეული. 
  3. შეჯავშნული სარემონტო საევაკუაციო მანქანები БРЭМ-1 (Объект 608) – 10 ერთეული. 
  • ООО "Военно-промышленная компани"–ის ნაწარმი:
  1. ჯავშანტრანსპორტიორი "Бумеранг" (ВПК-7829?) – 12 ერთეული.


უნდა აღინიშნოს რომ, ყველა მანქანა შესაბამისი სამეცნიერო–კვლევითი საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად დამზადებული საცდელი პროტოტიპები იქნება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გეგმა–გრაფიკის მიხედვით დაგეგმილი იყო ანალოგიური ტენდერის განხორციელება შემდეგი მანქანების სარემონტო და ტექნიკური მომსახურების შესაძენად – 12 ცალი 152მმ–ნი საარტილერიო დანადგარი "Коалиция-СВ", 12 ცალი ოტსკ "Искандер"–ისა და ამდენივე თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Корнет"–ისთვის. თუმცაღა ამ მანქანების შესახებ ტენდერი ჯერ არ განთავსებულა.

ორიგინალი აღებულია www.alexeyvvo.livejournal.com-დან.

P.S. მაშ ასე, ჯავშანტექნიკის მოყვარულებო – მომავალ გაზაფხულზე ველით ბევრ საინტერესოს.

No comments:

Post a Comment