უკრაინული არმიის ГАЗ-66 "Танюша" – რადიატორის ცხაურზე დინამიკური დაცვის, "Контакт-1"–ის კონტეინერები აყენია, წარმოდგენაც არ მინდა რა მოუვა მანქანის კაბინას მათი ამოქმედების შემთხვევაში.
ცნობისთვის მანქანაზე 5,148კგ ტროტილი აყენია – თითოეული კონტეინერი აღჭურვილია დინამიკური დაცვის 4С20–ის ორი ელემენტით, თოთო ელემენტში 0,26 კგ ასაფეთქებელი მასალა ПВВ-5А არის მოთავსებული, რომელიც 0,286კგ ტროტილის ექვივალენტურია, ანუ მთლიანობაში თითო კონტეინერში 0,52კგ ასაფეთქებელი მასალა (0,572კგ ტრიტილი) გვაქვს. ერთი ასეთი კონტეინერის დეტონაცია, რომელისაც კუმულაციური ჭურვი მოახდენს და პლიუს თვითონ ამ კუმულაციური ჭურვის ფუგასური ეფექტი ამ მანქანის კაბინას ჯართის გროვად აქცევს, ამას ჯობია კუმულაციურმა ჭავლმა თავისუფლად გაიაროს კაბინაში, ეკიპაჟს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ასეთი ფუგასზე ჯდომის შემთხვევაში.
დინამიკური დაცვის, "Контакт-1"–ის კონტეინერის მაკეტი ჭრილში,კარგად ჩანს დინამიკური დაცვის ორი ელემენტი 4С20
No comments:
Post a Comment