Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი (წყარო - Т-95 вновь засветили в Сети)
ინტერნეტში გავრცელდა Объект-195-ის ახალი ფოტოსურათი. მანქანის ეს პროტოტიპი, ადს "Штандарт"-ითაა აღჭურვილი. აღნიშნული ადს ყველა ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებისგან, ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციური ჭურვებისგან, ტსმრ-ებისგან და ხელის ყუმბარმტყორცნებისგან უზრუნველყოფს დაცვას. მისი დაცვის დონე ტსმრ-ისგან 0,8, ხელის ყუმბარმტყორცნისგან 0,7 და კუმულაციური ჭურვებისგან 0,5 უტოლდებოდა. წინა მხრიდან ადს ორმაგ, ხოლო სხვა დანარჩენ სექტორებში, ერთმაგ გადაფარვას უზრუნველყოფს.
მსგავსი ადს ჯერ კიდევ უკრაინაში დაპროექტებული Объект 490А "Бунтарь"-ისთვის იქმნებოდა».
აღნიშნული მანქანა ასევე აღჭურვილია რადიოლოკაციური დაკვირვებისა და დამიზნების სრულფასოვანი კომპლექსით, რომელის ქვემეხის ნიღაბის თავზეა განთავსებული. მანამდე გავრცელებული Объект-195-ის სხვა პროტოტიპების ფოტოებზე, ეს კომპლექსი არ დაფიქსირებულა, მათზე მხოლოდ ფუგასური ჭურვების პროგრამატორ-ამფეთქებელი რადიოანტენაა განთავსებული.
2008 წელი, მანქანის ერთ-ერთი პროტოტიპი კუბინკას საცდელ ცენტრში (ЦИБ БТВТ)
რლს-ითა და ადს-ით აღჭურვილი Объект-195 (ჩამოწერილი რუსული მამონტი Т-95 (ГБТУ–ს ინდექსი Объект-195))
პროტოტიპი ადს-ის აქტიური დეტალებისა და რლს-ის გარეშე. ქვემეხის მარჯვნივ ფუგასის რადიოამფეთქის ანტენა (ზეიმის გაგრძელება – ამჯერად "Объект-195").
No comments:
Post a Comment