Thursday, March 7, 2019

M26 Pershing vs. Panther - კიოლნის ცნობილი დუელი (ვიდეო)


ზუსტად 74 წლის წინ, 1945 წლის 6 მარტს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მოხდა ცნობილი სატანკო დუელი, რომელიც მოიერიშე ამერიკულ ძალებზე მიმაგრებულმა რეპორტიორმა დეტალურად გადაიღო ვიდეოფირზე. შემდეგში ეს შერკინება შემონახული მდიდარი ვიდეო და ფოტომატერიალების გამო ცნობილი გახდა როგორც "კიოლნის სატანკო დუელი".


შეტაკებაში მონაწილეობა მიიღო იმ დროისთვის ყველაზე მძლავრმა ამერიკულმა ტანკმა M26 Pershig-მა - მასთან ერთად ბრძლაში ასევე მონაწილეობდა ორი M4 Sherman-ი.

კაპიტან კელნერის Sherman-ი გერმანული Panther-ის მიერ იქნა განადგურებული - ამერიკულმა ტანკმა ზეზდიზედ ორი მოხვედრა მიიღო. ტანკიდან სამმა ტანკისტმა მოახერხა ამოსვლა, აქედან ორი გადარჩა.

მეორე Sherman-ის ეკიპაჟმა, იმის მაგივრად რომ გერმანელების წინააღმდეგ, რომლებიც ცეცხლს აწარმოებდნენ მათი მიმართულებით, ბრძლაში ჩართულიყო, მიატოვა მანქანა და ცეცხლმოკიდებული მეწინავე Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად გაემართა.

ამერიკელი ტანკისტები განადგურებული Sherman-ის ეკიპაჟის დასახმარებლად მიემართებიან

ამასობაში გერმანული Panther-ა ანდრეასკოლსტერის კუთხესთან მივიდა და მათი ტანკიც გაანადგურა. მეორე Sherman-ის ეკიპაჟისა და ასევე გერმანული Panther-ას მოქმედებები დღესაც დისკუსიის თემაა.

ბრძოლის რუქა

შემდეგში მარსელენშტრასეს კუთხესათან მოსულმა Pershing-მა ცეცხლი გაუხსნა გერმანულ ტანკს. მოხვედრების შედეგად Panthera-ს კოშკურა დაუზიანდა, საბრძოლო მარაგი მესამე მოხვედრის შემდეგ აალდა. გერმანულმა ეკიპაჟმა მოახერხა ტანკის დატოვება, თუმცაღა საღამოს ყველანი ამერიკელების ტყვეობაში აღმოჩდნენ.

Pershing-ის ეკიპაჟი განადგურებული Panther-ას ფონზე

განადგურებული Sherman-ის მძღოლ მექანიკოსი 

აშშ-ს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მებრძოლი - კაპრალი ლუთერ ე. ბოგერი კიოლნის საკათედრო ტაძართან განადგურებული გერმანული Panthera-ს წინ განთავსებულ გამაფრთხილებელ წარწერას კითხულობს


No comments:

Post a Comment