Saturday, November 23, 2019

უკრაინამ თურქული 155მმ-ნი ჭურვები შეიძინა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

უკრაინის სახელმწიფო სპეცეკსპორტერმა «Спецтехноэкспорт»-მა, უკრაინული თსდ 2С22 "Богдана"-ს გამოცდებისთვის თურქული 155მმ-ნი ჭურვები შეიძინა. ორგანიზაციამ 2С3 "Акация"-სთვის ასევე შეიძინა 152მმ-ნი ბულგარული გასროლები.


2С22 "Богдана"-სთვის თურქულ კომპანია MKEK-თან (Makina ve Kimya Endüstrisi Kurumu) გაფორმებული იქნა 428 ათას დოლარიანი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უკრაინულმა მხარემ მიიღო:

  • 134 ცალი გასროლა Mod 272 (მუხტების, ამფეთქების და მაალებელების გარეშე)
  • 33 ცალი გასროლა M107HE (მუხტების, ამფეთქების და მაალებელების გარეშე)
  • 217 ცალი ამფეთქი М557
  • 234 ცალი ამფეთქი M82
  • 32 ცალი დენთის მუხტი МЗА1
  • 197 ცალი დენთის მუხტი М4А2


ასევე "Спецтехноэкспорт"-მა ოქტომბერში პოლონური Arm-Tech Spółka Z Ograniczoną Odpowiedzialnością-სგან, შეიძინა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბულგარული 152 მილიმეტრიანი ჭურვები ВОФ-546 (2000 ცალი) და ВОФ-546У (3000 ცალი). ჭურვებთან ერთად შეძენილი იქნა სრული და ცვალებადი შემცირებული მუხტები. აღნიშნული ამუნიცია ჰაუბიცა Д-20-ისთვის და თსდ 2С3 "Акация"-სთვისაა განკუთვნილი.



No comments:

Post a Comment