Tuesday, May 8, 2012

უცნობი ტანკი – M-91 "Вихор"

ხორვატული ტანკი M-91 "Вихор" წარმოადგენდა M-84-ის (T-72) მოდერნიზაციის მცდელობას, თუმცა კონკრეტული მანქანა სერიაში არ წასულა.


ეს ტანკი აღჭურვილი იყო შემდეგი სისტემებით:
  • ქარის გადამწოდით.
  • ახალი ცეცხლის მართვის სისტემით.
  • ახალი ძრავით.
  • გაუმჯობესებული კოიმბინირებული დაცვით.
  • გათვალისწინებული იყო დინამიკური დაცვის დაყენება.
  • ახალისავალი ნაწილი (ძირითადად ახალი მუხლუხები).
ახალი ძრავა წარმოადგენდა საბჭოთა B–46–ის გაუმჯობესებულ, ფორსირებულ ვარიანტს, სახელწოდებით V46-TK1.

V46-TK1–ის ტტმ–ი:
  • მაქსიმალური სიმძლავრე – 1200 ც/ძ
  • კონფიგურაცია – 12 ცილინდრიანი, განლაგების კუთხე 60 გრადუსი.
  • მოცულობა – 38,88 ლიტრი
  • წონა – 1090 კგ.
  • ზომები – 1623x1026x949 მმ.
დინამიკური დაცვა KAO M99 წარმოადგენდა მეორე თაობის სისტემას, რომელიც განკუთვნილი იყო ტანკი დაცვის ხარისხის ასამაღლებლად.

დინამიკური დაცვა M-99–ის კონტეინერი
 დინამიკური დაცვა M-99–ის ტტმ–ი:
  • ზომები – 152×305×65 მმ.
  • წონა – 6 კგ
  • ასაფეთქებელი მასალი წონა – 350 გრ 
  • კუმულაციური ჭავლის შეჩერების ეფექტი – 50–80%
  • კინეტიკური ჭურვის შეჩერების ეფექტი – 25%
  • კომპლექტის წონა – 750–1000 კგ





ტანკი ასევე დამატებით აღჭურვილი იყო იმ დროისთვის ტანამედროვე ხანძარ საწინააღმდეგი სისტემით, ავვტომატური სიჩქარეთა კოლოფით და სხვა მრავალი სიახლით.




M-91 "Вихор"–ის ტტმ–ი:
  • ეკიპაჟი – 3
  • წონა – 44 ტ.
  • ზომები – 9.700 x 3.560 x 2.300 მმ.
  • ძრავის სიმძლავრე – 882 kW (1200ც/ძ)
  • მაქსიმალური სიჩქარე – 72კმ/სთ
  • მთავარი შეიარაღება – 125მმ
  • საზენიტო ტყვიამფრქვევი – 12,7მმ
  • შეწყვილებული ტყვიამფრქვევი – 7,62
  • ცეცხლის მართვი სისტემა – სითბოვიზორი, ლაზერული მანძილმზომი
  • კლირენსი – 450მმ
  • წყლის წინაღობის სიგრძე – 1000მ
  • მოუმზადებლად წყლის წინაღობის დაძლევა – 1,5მ
  • აღმართი – 30°
  • დაგვერდება – 25°
  • კედლის სიმაღლე – 0,83მ
  • თხრილის სიგანე – 2,67მ
დაცვა:
  • კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ – 600მმ
  • კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ – 500მმ (2000 მეტრზე)

Monday, May 7, 2012

იაპონური სტელს გამანადგურებლის რამოდენიმე სურათი

30 მარტს იაპონურმა ფირმა «Mitsubishi Heavy industries»-მა დაიწყო იაპონური, მე–5 თაობის სტელს გამანადგურებლის, ATD-X–ის (Advanced Technology Demonstrator–X) აწყობა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს პროექტი დაგეგმარების ფაზიდან საწარმოო ფაზაში გადავიდა.










საცდელი მაკეტის გამოცდები რადიოელექტრონულ შემჩნევადობაზე



აწყობის პროცესი




გამანადგურებელი აღიჭურვება ორი ცალი,ცვალებადი წევის ვექტორის მქონე ძრავა XF5-1–ით







ებრაული მრავალმიზნობრივი, მოდულური ჯავშანმანქანა GOLAN-ი აშშ–ს სპეცების სამსახურში

ქსელში გამოჩნდა ამერიკის საპოლიციო რაზმების შეიარაღებაში მყოფი ებრაული კომპანია Rafael-ის ჯავშანავტომობილი GOLAN-ის ფოტოები.




GOLAN-ი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ, მოდულური კონსტრუქციის მქონე ჯავშანმანქანას, რომელიც შექმნილია ებრაული  Rafael-ის და  ამერიკული  PVI–ს მიერ. გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით კომპანიებს უნდა შეექმნათ 15 ტონიანი ჯავშანავტომობილი რომელიც შეძლებდა გადაეყვანა 10 მედესანტე და დაცული იქნებოდა როგორც РПГ–7–სგან ასევე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან (7კგ ტროტილი ფსკერის ქვეშ და 14კგ ტროტილი საბურავის ქვეშ). მანქანამ ნაღმსაწინააღმდეგო მდგრადობის ტესტები გაიარა 2006 წელს და შეთავაზებული იქნა ამერიკელ საზღვაო ქვეითებზე როგორც ყველაზე დაცული მანქანა იარაღის ბაზარზე.
მანქანას გააჩნია დაცვის სამი ხარისხი – მძიმედ დაცული ვარიანტი აღჭურვილია დინამიკური დაცვის კონტეინერებით, ხოლო საშუალო და მსუბუქად დაცული პასიური ჯავშან მოდულებითაა დაფარული. 

დაცვის ხარისხების მონაცემები:




აშშ–ს პოლიციური GOLAN-ი სავარაუდოდ მსუბუქი დაცვის მქონე ვარიანტია. ამას ისიც მოწმობს რომ მძიმე ვარიანტისგან განსხვავებით მანქანის ბორტები დამატებითი ჯავშან მოდულებით არაა დაფარული. ქვემოთ მოყვანილია მანქანის მძიმე ვერსიის სურათები:




GOLAN-ის ტტმ:
ძრავა – Cummins
ძრავის სიმძლავრე – 315HP
ძრავის ტიპი – დიზელი
ტრანსმისია – Allison
სიჩქარეთა რაოდენობა – 6 წინ/1 უკან
ტრანსმისიის ტიპი – ავტომატური
მაქსიმალური წონა – 15 ტ.
სიგრძე – 5900 მმ.
სიმაღლე – 2350 მმ.
სიგანე – 2550 მმ.

მანქანა ასევე აღჭურვილია  ABS-ით და საბურავების ცენტრალური დაბერვის სისტემით






Sunday, May 6, 2012

БМП-3–ის გერმანული ვარიანტი

ამ რამოდენიმე წლის წინ საბერძნეთის არმიამ რამოდენიმა ასეული  БМП-3–ს შესყიდვის სურვილი გამოთქვა, თუმცაღა ეს კონტრაქტი საბოლოოდ არ გაფორმდა, მაგრამ იმ მომენტში რუსეთსა და საბერძნეთს შორის აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება შესაკვეთი მანქანების კომპლექტაციის შესახებ.

ამ მოლაპარაკების დროს წამოიჭრა საკმაოდ ბევრი პრობლემატური საკითხი, რომელთა გადაჭრასაც ბერძნული მხარე დაჟინებით მოითხოვდა. ერთერთი ასეთი საკითხი მანქანის ჯავშანდაცვა იყო.

ამ პრობლემების ფონზე გერმანული მხარე, კერძოდ კი კომბანია IBD Deisenroth Engineering-ი, შეეცადა საბერძნეთისთვის БМП-3–ის დაცვის თავისებური ვარიანტი შეეთავაზებინა.



მანქანაზე განთავსებულია შემდეგი დაცვის სისტემები:
  • AMAP-ADS
  • AMAP-L
  • AMAP-M
  • AMAP-R
  • AMAP-B
  • AMAP-SC
  • AMAP-IED
 1 – AMAP-ADS –ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მითითებულ ბმულზე (geo-army.ge  აქტიური დაცვა (ნაწილი–III)) ამიტომ მასზე საუბარს აღარ ავაგრძელებ.

 2 – AMAP-L - წარმოადგენს ნამსხვრევების საწინააღმდეგო სარჩულს, რომელიც იცავს მანქანის შიგნით მოთავსებულ პირად შემადგენლობას ჯავშნის შიგნიდან ჭურვის დარტყმის შედეგად ატკეჩილი ნამსხვრევებისგან.

სარჩული IBD C-1 HT კევლარის ტიპის მატერიისგანა შექმნილი და   IBD–ს სტანადრტულ სარჩულთან შედარებით გააჩნია 15% მეტი შრე, რაც მის დაცვის ხარისხს საგრძნობლად ზრდის.


სარჩულ C-1–ის კევლარის შრეები


ნამსხვრევების მოქმედების რადიუსი სარჩულის გარეშე

ნამსხვრევების მოქმედების რადიუსი სარჩულგამოკრულ საბრძოლო ნაკვეთურში
 IBD C-1 HT–ს მახასიათებლები:
  • სამუშაო ტემპერატური დიაპაზონი –  -54°C–დან +120°C–მდე
  • ინარჩუნებს დამცავ თვისებებს – +120°C–მდე
  • გააჩნია დაბალი სიმკვრივე – < 1.1 გრ/სმ³
  • გამძლეა ნესტის წინააღმდეგ
  • შედგება არა წვადი მატერიისგან
 3 – AMAP-M - წარმოადგენს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას და მოიცავს მთელ რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მანქანის და ეკიპაჟის გადასარჩენად ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში.
ეს ღონისძიებებია:
  • მანქანის ფსკერის გაძლიერება დამატებითი ჯავშან ფილით.
  • ფსკერისთვის სპეციალური დრეკადობის მიცემა, რაც აფეთქების შემთხვევაში იწვევს მის დეფორმირებას და ახშობს აფეთქების ტალღას.
  • ეკიპაჟისთვის დარტყმაჩამხშობი სავარძლები.
კომპლექსი უზრუნველყოფს დაცვის სხვადასხვა ხარისხს, რაც დამოკიდებულია გატარებული ღონისძიებების დონეზე და ასევე თვით დასაცავი ობიექტის საწყის ნაღმდგრადობაზე. მთელი კომპლექსური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში  AMAP-M–ს შეუძლია დაიცვას მანქანა შემდეგი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან:
  • ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
  • ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან.
  • თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან (ეგრეთ წოდებული IED).
  • აუფეთქებელი ასაფეთქებელი მასალებისგან.
  • დამრტყმელი ბირთვისგან (ეგრეთ წოდებული EFP).

აფეთქების შედეგად ფსკერის დრეკადობის სიმულაცია

4 – AMAP-R – წარმოადგენს ტექნიკის ზედა ნაწილის EFP ბომბლეტებისგან დამცავ დამატებით ჯავშანს. კომპლექსის მსუბუქი წონის გამო შესაძლებელია მისი მსუბუქი კლასის ტექნიკაზე განთავსება.
კომპლექსი მოდულური კონსტრუქციისაა და შედგება დაცვის ორი ხარისხისგან. პირველი ხარისხი წარმოადგენს მსუბუქ ვარიანტს (25კგ/მ²), რომელიც ობიექტს იცავს მსუბუქი ბომბლეტებისგან. ხოლო მეორე ხარისხი უფრო მძიმეა (120კგ/მ²) და იცავს ობიექტს საფრთხეების უფრო ფართო ნომენკლატურისგან

AMAP-R –ის მსუბუქი და მძიმე ვარიანტი

5 – AMAP-B –  წარმოადგენს ბალისტიკურ დაცვას. მისი მსუბუქი ვარიანტის განთავსება შესაძლებელია მსუბუქ და საშუალო ჯავშანტექნიკაზე, ხოლო მძიმე ვარიანტისა ტანკებზე.
მსუბუქი ვარიანტი უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას შემდეგი საფრთხეებისგან:

  • ნამსხვრევებისგან.
  • მსუფუქი ცეცხლსასროილი იარაღისგან.
  • მძიმე ტყვიამფრქვევებისგან.
  • 30მმ–ნი კინეტიკური ჭურვებისგან.
  • მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისგან.
მძიმე ვერსია უზრუნველყოფს დაცვას ისეთი საფრთხეებისგან, როგორებიცაა 120/125მმ–ნი ქვეკალიბრული ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.

 6 – AMAP-SC – წარმოადგენს კუმულაციური ჭურვების საწინააღმდეგო დაცვას. ნაჭედ, ჰომოგენურ ფოლადთან შედარებით ის უფო მსუბუქი და ეფქტურია, რაც კომპოზიტური მასალების გამოყენების ხარჯზე მიიღწევა.

7 –  AMAP-IED – წარმოადგენს ნაღსაწინააღმდეგო დაცვას, თუმცა   AMAP-M–სგან განსხვავებით მანქანას ის იცავს როგორც ქვევიდან ასევე გვერდებიდან. ის ასევე უზრუნველყოფს მანქანის დაცვას ისეთი საფრთხეებისგან როგორებიცაა ხელის ყუმბარმტყორცნები.

AMAP-IED–ს განლაგება მანქანის გვერდებზე და ფსკერზე

აღსანიშნავია რომ ბოლო სამი სისტემის (AMAP-IED,   AMAP-SC,   AMAP-B) ერთობლივ კომპლექსში გამოყენება ერთი ორად ამაღლებს ჯავშანტექნიკის გადარჩენადობას ბრძოლის ველზე.


P.S. ამგვარად დაცვის მთელი ამ კომპლექსის გამოყენების შემთხვევაში რუსული БМП-3–ი საკმაოდ მაღალი დაცვის ხარისხს შეიძენდა და მთელ იმ ელექტრობულ მოწყობილობებთან ერთად რომლის დაყენებასაც ბერძნული მხარე გეგმავდა მსოფლიოს საუკეთესო ანალოგების გვერდზე დადგებოდა.