ნაწილი პირველი
ისტორია
T-90-ზე წერისას
არ
შეიძლება
ყურადღება
არ
გავამახვილოთ
მის
პირდაპირ
წინაპარზე,
T-72-ზე და არ ვთქვათ
ორიოდე
სიტყვა
მის
შესახებ.რაოდენ
უცნაურიც არ უნდა მოეჩვენოს ზოგიერთ მკითხველს, მაგრამ T-72 შექმნის პროცესს სათავე
დაუდო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებამ «საბჭოთა არმიის,საშუალო ტანკ
T-64-ით აღჭურვისა და მისი წარმოებისთვის სიმძლავრეების განვითარების შესახებ». ამ დადგენილების თანახმად, T-64-ის წარმოების ორგანიზება დაგეგმილი იყო არა მხოლოდ
მალიშევის სახელობის ხარკოვის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქარხანაში (XЗТМ - Харьковскый завод транспортного машиностроения имени Малышева), არამედ ტანკმშენებლობის სხვა საწარმოებშიც, მათ შორის
ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაშიც (УВЗ - Уралвагонзавод), სადაც მანამდე იწარმოებოდა საშუალო ტანკი
T-62. ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო 1950-1960 წლების საბჭოთა კავშირის ტანკმშენებლობის განვითარების ლოგიკით. სწორედ იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სამხედრო ტექნიკურმა ხელმძღვანელობამ დ.ფ. უსტინოვის, ლ.ვ. სმირნოვის, ს.ა. ზვერევისა და პ.პ. პოლუბოიაროვის წარმომადგენლობით მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება საბჭოთა არმიის
თ-64-ებით აღჭურვის შესახებ, რომელიც შექმნილი იყო КБ-60 (Конструкторское Бюро-60) მიერ (1966 წლიდან Харьковский завод транспортного машиностроения имени Малышева - XЗТМ), რომელსაც თვით ა.ა. მალიშევი ხელმძღვანელობდა.
აქ ალბათ საჭიროა აღვნიშნოთ, თუ კონკრეტულად რა გავლენა იქონია Т-72-ის შექმნაზე Т-64-მა: იდეა,
რომლის
რეალიზებასაც
20 წლის
განმავლობაში
ცდილობდა
მოროზოვი,
მდგომარეობდა
იმაში,
რომ
გაეუმჯობესებინა
ტანკის
ტაქტიკურ-ტექნიკური
მახასიათებლები
მისი
წონის
გაზრდის
გარეშე.
ამ
იდეაზე
დაფუძნებული
საცდელი
ტანკი
« Объект-430» პირველად გამოჩნდა 1957 წელს. ამ მანქანაში რეალიზებული იყო ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომელთა შორის
პირველ
რიგში
უნდა
აღინიშნოს
ახალი
H-სებური
ორტაქტიანი
ძრავა
5ТД და
ორი
ცალი
მცირეგაბარი-ტული ხუთგადაცემიანი
სიჩქარეთა
კოლოფი.
ამ
ტექნიკურმა
გადაწყვეტილებებმა
შესაძლებელი
გახადა
ძრავა-ტრანსმისიის
განყოფილების
მოცულობის
2,6 კუბურ
მეტრამდე
და
მთლიანად
ტანკის
ჯავშნისშიდა
მოცულობის
10 კუბურ
მეტრამდე
შემცირება.
ტანკის
საბრძოლო
მასის
36 ტონამდე
შენარჩუნების
მიზნით
გადადგმული
იქნა
ნაბიჯები
სავალი
ნაწილის
წონის
შესამცირებლად:
მიღებული
იქნა
მცირე
დიამეტრის,
შიდა
ამორტიზაციის
მქონე
და
ალუმინის
შენადნობისგან
დამზადებული
საყრდენი
თვლები
დამოკლებული
გრეხვითი
ღერძებით.
ამ
ღონისძიებებით
მიღწეული
მასის
ეკონომიის
ხარჯზე
გაზრდილი
იქნა
კოშკურის
და
კორპუსის
ჯავშნის
წონა. მაგრამ
ამ
ღონისძიებებს
ტანკის
გამძლეობა
და
ტექნიკური
საიმედოობა
შეეწირა.
«Объект-430» გამოცდების დაწყებისთანავე აშკარა გახდა
მისი
ძრავის
5ТД-ის
არასაიმედო
მუშაობა.
ასევე
აღმოჩნდა,
რომ
გარემოს +25°С და უფრო დაბალ ტემპერატურაზე შეუძლებელი იყო ძრავის
დაქოქვა
გამათბობლის
გარეშე.
ასევე
გამომჟღავნდა
შემსუბუქებული
სავალი
ნაწილის
მრავალი
ნაკლოვანება.
ამას
გარდა,
პროექტირების
სტადიაშივე
ნათელი
იყო,
რომ
«Объект-430» თავისი ტტმ-ით საგრძნობლად ჩამორჩებოდა თავის დასავლურ ანალოგებს. ამ ყველაფრის ფონზე აშკარა გახდა, რომ საბჭოთა კავშირის არმია ამ ტანკს შეიარაღებაში ვერ მიიღებდა. სწორედ ამ დროს მოროზოვმა წარმოადგინა საცდელი ტანკის « Объект-432»-ის ტექნიკური
დოკუმენტაცია.
«Объект-430»-თან შედარებით ის შეიცავდა ბევრ ტექნიკურ სიახლეს, მათ შორის: 115მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი ცალკე-მასრული დატენვით, ქვემეხის მექანიკური დამტენი, რომელმაც ეკიპაჟის 3 კაცამდე შემცირების საშუალება მისცა, კოშკურის და კორპუსის წინა კომბინირებული ჯავშანი, ასევე კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო საბორტე ეკრანები, 700ც/ძ ფორსირებული ძრავა 5ТДФ და ბევრი სხვა.
1962 წლის დასაწყისში დამზადებული იქნა «Объект-432»-ის სავალი ნაწილი. პირველი სრულიად დაკომპლექტებული ტანკი კი მზად იყო 1962 წლის სექტემბერში, მეორე 10 ოქტომბერს. 1963 წელს დამზადებული იქნა «Объект-432»-ის 6 საცდელი ერთეული. 1964 წელს კი დამზადდა საცდელ-საწარმოო პარტია 90 ტანკის ოდენობით. 1965 წელს საწარმოო საამქრო კიდევ 160 ტანკმა დატოვა. მაგრამ ყველა ეს ტანკი არ წარმოადგენდა სერიულ მანქანას. 1963-64 წლებში ტანკმა ვერ გაიარა სახელმწიფო გამოცდები. მხოლოდ 1966 წლის შემოდგომაზე ჩათვალა შესაძლებელი სამთავრობო კომისიამ «Объект-432»-ის შეიარაღებაში მიღება, სახელით T-64. ხოლო ის 250 ტანკი, რომელიც გამოშვებული იქნა 64-65 წლებში, ჩამოწერილი იქნა სულ რაღაც 4 წლის მერე. ტანკ T-64-ის გამოშვება 1969 წლამდე გაგრძელდა. საქმე იმაშია, რომ 1963 წელს მოროზოვმა მუშაობა დაიწყო ტანკ «Объект-434»-ზე, ეს პროექტი მიმდინარეობდა «Объект-432»-ის პარალელურად. 1964 წელს დასრულებული იქნა «Объект-434»-ის ტექპროექტი, 1966-67 წლებში დამზადდა პირველი საცდელი ერთეული, ხოლო 1968 წლის მაისში ტანკი T-64A 125მმ-იანი ქვემეხ Д-81-ით მიღებული იქნა შეიარაღებაში.
ძრავა 5ТД

მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1967 წლის 15 აგვისტოს დადგენილებას ტანკ T-64 საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიღების შესახებ, ამ დადგენილებაში ამის გარდა საუბარი იყო ასევე T-64-ის “სარეზერვო” ვარიანტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო T-64-ის სერიოზული ნაკლოვანებებით, რომელთა შორის ყველაზე სერიოზულ პრობლემას ძრავის სერიული წარმოება წარმოადგენდა. თვითონ მოროზოვი მუშაობდა ამ სარეზერვო ტანკზე ინდექსით «Объект-436», რომელსაც ნაწილობრივი გადაკეთების შემდეგ ეწოდა «Объект-439». 1969 წელს დამზადებული იქნა 4 საცდელი ერთეული ახალი ძრავა ტრანსმისიის განყოფილებით და ძრავით B-45, რომელიც B-2 გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენდა. ამის გარდა, საქმე მარტო სარეზერვო ტანკში არ იყო. ამ პერიოდისთვის თავდაცვის სამინისტროში უკვე გაჩნდა ეჭვები 5ТДФ ძრავით ტანკ T-64-ის გამოშვების მიზანშეწონილობაზე. 1964 წელს ეს ძრავა სტენდზე სტაბილურად გამოიმუშავებდა 300 საათიან რესურსს, მაგრამ ტანკზე დაყენებისას ეს ძრავა 100 მოტო-საათსაც ვერ ძლებდა. 1966 წელს მისი რესურსი 200 საათამდე მიყვანეს. 1970 წელს მისი რესურსი 300 მოტო-საათამდე გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძრავა 5ТДФ ამ 300 მოტოსაათსაც ვერ ცოცხლობდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ტანკ T-34-85 ძრავა B-2 სწორედ მაგდენს გამოიმუშავებდა, ზოგჯერ უფრო მეტსაც. 1966-1969 წელბში მწყობრიდან გამოვიდა 879 ძრავა 5ТДФ. მხოლოდ 1971 წელს მოხერხდა ძრავის რესურსის 400 მოტოსაათამდე გაზრდა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ მისი სერიულ წარმოებაში ჩაშვების ნება დართო.
ხარკოველების პროგრამის პარალელურად საცდელი სამუშაოები მიმდინარეობდა УВЗ-ში, სადაც ხარკოველების დატენვის ელექტროჰიდრომექანიკური მექანიზმის საპასუხოდ შექმნეს ელექტრომექანიკური ავტომატური დამტენი, რომელშიც ჭურვები ჰორიზონტალურად იყო განთავსებული. (ხარკოველების მექანიკურ დამტენში ჭურვები ვერტიკალურად იდგა და კეტავდა მძღოლ-მექანიკოსთან შესასვლელს, მისი დაჭრის შემთხვევაში მასთან შესაღწევად საჭირო იყო ჭურვების ჩასადები 2 ნავის მოხსნა, ასევე ჭურვების თავები კოშკურის კორპუსთან შეერთების ადგილამდე აღწევდა და დიდ აფეთქებადსაშიშ ფართობს ქმნიდა).
ძრავა 5ТДФ

T-64(Объект-432)
УВЗ-ში ეს ავტომატური დამტენი დააყენეს T-62-ზე. თუმცა 1965 წელს გამოვიდა სკკპ ცკ-ის და თავდაცვის სამინისტროს განკარგულება УВЗ-ში ხარკოველების ტანკის წარმოების შესახებ და УВЗ-ში მუშაობა ამ ტანკზე შეჩერდა.
რადგანაც ხარკოველებმა ვერანაირად ვერ შესძლეს თავისი ტანკის სერიულ კონდიციამდე მიყვანა, УВЗ-ში გადაწყვიტეს T-62-ზე 115მმ-იანის ნაცვლად დაეყენებინათ 125მმ-იანი ქვემეხი ავტომატური დამტენით (რომელიც მანამდე 115მმ ქვემეხზე იყო გათვლილი). ამავე პერიოდში ერთ-ერთ საცდელ პროტოტიპზე («Объект-167») დაყენებული და გამოცდილი იქნა გაძლიერებული 6-თვლიანი სავალი ნაწილი.
T-64A
რადგანაც «Объект-167»-მა T-72-ის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, მასზე რამოდენიმე სიტყვას თქმა ღირს - ამ ტანკზე დაყენებული იყო 700ც/ძალიანი ძრავა B-26 გაძლიერებული ტრანსმისიით, უკვე ნახსენები 6-თვლიანი სავალი ნაწილი (6 საყრდენი და 3 დამჭერი თვალი თითო ბორტზე) ამორტიზაციის გაზრდილი სირბილით, ახალი გენერატორი, ტრანსმისიის ჰიდროსერვომართვის სისტემა და ანტირადიაციული სარჩული. ამ სიახლეებმა გამოიწვია ტანკის წონის ზრდა და მისი 36,5 ტონის ფარგლებში შენარჩუნების მიზნით საჭირო გახდა ჯავშნის შესუსტება. კორპუსის წინა ქვედა ჯავშანი შეთხელდა 100მმ-იდან 80მმ-მდე, ბორტების ჯავშანი 80-დან 70მმ-მდე, კიჩოს ჯავშანი 45-დან 30მმ-მდე. პირველი ორი ტანკი დამზადდა 1961 წლის გაზაფხულზე. მათ წარმატებით გაიარეს ჯერ სრულმაშტაბიანი ქარხნული გამოცდები და ამის შემდეგ უკვე საპოლიგონე გამოცდები კუბინკაში. ტანკი რკომენდებული იქნა შეიარაღებაში მისაღებად, თუმცა ამას უმაღლესი სარდლობის რიგებში რაიმე რეაქცია არ მოჰყოლია. მათ მას არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცეს - მთავარ მინუსად კი მისი T-55/62 ტიპის ტანკებთან დეუნიფიკაცია ჩაუთვალეს. ნიჟნიტაგილის საკონსტრუქციო ბიუროში ეს შენიშვნა გაითვალისწინეს და შეეცადნენ შეექმნათ ტანკი, რომლის სავალი ნაწილიც უნიფიცირებული იქნებოდა შეიარაღებაში არსებული სხვა ტანკების სავალ ნაწილთან. ასე შეიქმნა ტანკი «Объект 166M», რომელიც ძირითადად სერიული T-62-ისგან ახალი, 640ც/ძ-ნი B-68Ф ძრავითა და გაუმჯობესებული საკიდრით განსხვავდებოდა. სავალი ნაწილი შეიცავდა ხუთ სავალ და 3 საყრდენ თვალს ბორტზე. სავალი თვლები იდენტური იყო «Объект-167»-ზე გამოყენებული თვლებისა. ასეთი სავალი ნაწილით მოძრაობის სიჩქარე უფრო მაღალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა აშკარა გახდა ასეთი სავალი ნაწილის არაპერსპექტიულობა და 6-თვლიანი სავალი ნაწილის უპირატესობა.
სამართლიანობის გულისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც «Объект-167» და მით უმეტეს ვერც «Объект-166M»-ი «Объект 434»-ის დონეს ვერ აღწვდნენ და მის ღირსეულ ოპონენტად და ალტერნატიულ შემცვლელად ვერ გამოდგებოდნენ. ასეთი ალტერნატიული ტანკი გახდა «Объект-167M» ან T-62Б. ამ ტანკის პროექტი განიხილებოდა მეცნიერულ-ტექნიკური საბჭოს ГКОТ (Государственный комитет по оборонной технике) მიერ 1964 წლის 26 თებერვალს. ახალი ტანკი, რომელიც ლ.ნ. კარცევმა დიპლომატიურად T-62 მოდერნიზებად მონათლა, საგრძნობლად განსხვავდებოდა ამ უკანასკნელისაგან. მას ჰქონდა კორპუსის და კოშკურის წინა, კომბინირებული ჯავშანი, «Объект-167»-ის სავალი ნაწილი, 125მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხი Д-81 და სტაბილიზატორი "Ливень", კარუსელის ტიპის ავტომატური დამტენი, В-2 ტიპის 780ც/ძალიანი ძრავა, გაუმჯობესებული რადიატორი, ჰაერის ფილტრი, საწვავის და ზეთის სისტემები და ასევე გაძლიერებული ტრანსმისიის ნაწილები. მაგრამ ლ.ნ. კარცევის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა, სხდომამ მისი ტანკის მიღებაზე უარი თქვა.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ 1967 წლისათვის ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში გამოცდილი და დახვეწილი იქნა ძირითადი საბრძოლო ტანკის მთელი რიგი კომპონენტები. კერძოდ, ერთ-ერთ T-62-ზე დაყენებული და გამოცდილი იქნა ავტომატური დამტენი (თემა "Желудь") 125მმ-იან ქვემეხთან ერთად. ამ მანქანამ მიიღო შიდაქარხნული სახელწოდება T-62Ж.
1967 წლის 5 ნოემბერს ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში ვიზიტით მივიდა თავდაცვითი მრეწველობის მინისტრი ს.ა. ზვერევი. ამ ვიზიტისას მინისტრმა დაათვალიერა ურალელების ახალი პროტოტიპი ტანკი. ამავე ვიზიტის დროს იგი დაარწმუნდა იმაში, რომ ურალელების ავტომატური დამტენი ჯობდა ხარკოველების მექანიკურ დამტენს და რომ В-2 ფორსირებული დიზელის ძრავა უკეთესი იყო ვიდრე ხარკოვის ტანკზე დაყენებული ორტაქტიანი 5ТДФ. რის შედეგადაც 1968 წლის 5 იანვარს გამოვიდა დადგენილება ხარკოვულ T-64A-ში ამ ცვლილებების შეტანის შესახებ და ამ ცვლილებების განსახორციელებლად ხარკოვიდან ურალის ვაგონმშენებელ ქარხანაში გაგზავნილი იქნა ექვსი ცალი T-64A.
1970 წელს УВЗ-ში აწყობილი იქნა «Объект-172»-ის საცდელი პროტოტიპი, რომელიც შეიქმნა ხარკოვიდან გადმოცემული «Объект-435»-ის ნახაზების მიხედვით, და რადგანაც ეს ორი ტანკი არაფრით არ განსხვავდებოდა, ლოგიკურია, რომ ყველა ნაკლოვანება და ტექნიკური ხარვეზი ავტომატურად გადმოჰყვა ურალელების ტანკს. ასევე არ იყო აღმოფხვრილი T-64A-ს სავალი ნაწილის სუსტი მხარეები. და რადგანაც ეს სავალი ნაწილი ვერ უძლებდა ქვიან ზედაპირზე სიარულს, გადაწყდა მისი შეცვლა «Объект-167»-ის 6-თვლიანი სავალი ნაწილით. ეს ახალი ტანკი ტანკ T-64A-სგან განსხვავდებოდა სრულიად გადაწყობილი შიდა საბრძოლო განლაგებით და გაწყობით, ხარკოველების მექანიკური დამტენი შეცვლილი იყო ავტომატური დამტენით. ავტომატური დამტენი უფრო მარტივი და საიმედო იყო, რადგანაც არ ჰქონდა ჰიდრავლიკური ამძრავები, მაგრამ ამავე დროს, რადგანაც ავტომატურ დამტენში გასროლის და მუხტის დატენვა ცალცალკე ხდებოდა (მექანიკურ დამტენში ეს ერთდროულად ხდება), გაიზარდა დატენვის ციკლის დრო 0,9 წამით და შემცირდა სწრაფსროლა, დაყენებული იქნა გასროლილი ჭურვის მასრების გარეთ გადმომგდები მექანიზმი და ჩელიაბინელების В-45К დიზელის ძრავა, რის გამოც ტანკის კორპუსის სიგრძე 320 მმ-ით გაიზარდა. სხვა დანარჩენი მოწყობილობები და ნაწილები დატოვებული იქნა უცვლელად. რადგანაც ამ ახალი ტანკის გარეგანი იერი საგრძნობლად შეიცვალა, მას ეწოდა «Объект-172M». სწორედ «Объект-172M»-ი გახდა T-72-ის პროტოტიპი, ეს ტანკი 3 წლის განმავლობაში ყოველმხრივი გამოცდების და დახვეწის შემდეგ, 1973 წლის 7 აგვისტოს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებული იქნა შეიარაღებაზე და დაიწყო მისი სერიული წარმოება სახელით T-72 “Урал».
«Объект-167»

«Объект-172»
«Объект-172M»
ამ დადგენილების თანახმად, УВЗ-ს 1974 წლისათვის T-62-ის წარმოების შეწყვეტა და მთელი სიმძლავრეების T-72-ის სერიული წარმოებისკენ მიმართვა ებრძანა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამ ახალი ტანკის ტექნიკური მახასიათებლები ანალოგიური იყო ხარკოვული T-64A ტექნიკური მახასიათებლებისა,vრომელიც ჯერ კიდევ 1969 წლიდან იწარმოებოდა სერიულად - ასე და ამგვარად საბჭოთა არმიამ მიიღო ერთდროულად 2 ანალოგიური შესაძლებლობების მქონე ტანკი, რომელთა შორის უნიფიკაცია მხოლოდ შეიარაღებაში იყო.
72-ის ახალი თაობა
თითქმის 20 წელი მიმდინარეობდა ტანკ T-72-ის მოდერნიზაცია და დახვეწა, ინერგებოდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ტექნოლოგიები, უმჯობესდებოდა ცეცხლის მართვის სისტემა და შეიარაღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ T-72 ყოველთვის 4-5 წლით ჩამორჩებოდა ინოვაციების დანერგვით ჯერ თავის ოპონენტ T-64-ს, და შემდეგ უკვე T-80-ს.
80-იან წლებში საბჭოთა კავშირის სამხედრო მეთაურობისთვის ნათელი გახდა, რომ ტანკმშენებლობაში საჭირო გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. ამ პერიოდში ქვეყნის სატანკო მრეწველობა ზენიტში იყო, მაგრამ სატანკო პარკის პერსპექტივები სამხედრო ხელმძღვანელობას დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. T-64 პარკი თავისი კონსტრუქციული თავისებურებების გამო მოძველდა და მოდერნიზაციას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც მისი წარმოება 1987 წელს შეწყდა. T-80 აირტურბინული ძრავით ექსპლუატაციაში და წარმოებაში თვით საბჭოთა კავშირისთვისაც კი ძალიან ძვირი იყო და ამიტომ ვერ გახდებოდა საბჭოთა არმიის მასობრვი ტანკი (შედარებისთვის, 80-იანი წლების ბოლოს ერთი T-80У ღირდა 824 ათასი რუბლი, ხოლო T-72Б-ს ფასი სულ რაღაცა 280 ათასი იყო, თითქმის სამჯერ იაფი). T-80-ის ორტაქტიანი დიზელის ძრავიანი მოდიფიკაცია T-80УД ან კი იყო შედარებით იაფი, მაგრამ გამოირჩეოდა ძალური სისტემის არასაიმედოობით და კაპრიზულობით, ამ ბოლო ტანკის 1985 წელს შეიარაღებაში მიღებამ საბჭოთა სატანკო პარკის კიდევ უფრო მეტი დეუნიფიკაცია გამოიწვია. ხოლო საბჭოთა არმიის ყველაზე მასობრივი და საიმედო ტანკი T-72 წარმოადგენდა სამობილიზაციო მანქანას, იყო მარტივი როგორც წარმოებაში, ასევე ათვისებაში, რათა ომის შემთხვევაში მისი მასობრივი წარმოება და ნაკლებად მომზადებული რეზერვისტებისთვის ათვისება ადვილი ყოფილიყო.
ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გადაწყდა T-72-ის მოდერნიზაცია და მისი მახასიათებლების სხვა საბჭოთა ტანკების დონემდე ამაღლება. თავდაპირველად T-72Б-ს მოდერნიზაციის შედეგად, რომელიც ურალვაგონმშენის საკონსტრუქციო ბიუროში მიმდინარეობდა, წარმოიშვა ტანკი T-72БM. ამ ტანკმა მიიღო მეორე თაობის ჩაშენებული დინამიური დაცვა Контакт-5, რომელიც ამაღლებდა მის დაცვას როგორც კუმულაციური ჭურვების, ასევე ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ. სხვა მხრივ იგი არ განსხვავდებოდა თავისი წინამორბედისაგან.
T-72-ის უფრო ღრმა მოდერნიზაციაზე მუშაობა კი დაიწყო 1986 წლის 19 ივნისს, როდესაც საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს N741-208 დადგენილებით ურალის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს მთელ რიგ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან და საკონსტრუქციო ბიუროებთან თანამშრომლობით დაევალა თემა “T-72-ის გაუმჯობესება”-ზე მუშაობა. თითქმის 2 წლის შემდეგ, 1988 წლის აპრილში დაიწყო პირველი საცდელი პროტოტიპის კორპუსის აწყობა.
T-72БM

ურალვაგონმშენის საკონსტრუქციო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი პოტკინი კარგად ხვდებოდა, რომ T-72БM საცეცხლე შესაძლებლობებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა იმ დროს არსებულ როგორც სხვა საბჭოთა ასევე დასავლეთის ტანკებს. 72-ის ძირითად ნაკლს სხვა თანამედროვე ტანკებთან, როგორც საბჭოთასთან, ასევე დასავლურთან, შედარებით წარმოადგენდა ავტომატური ცეცხლის მართვის სისტემის უქონლობა (ცმს). დამიზნების ძალიან უბრალო და საიმედო სისტემა 1А40-1 ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება T-72БM-ის ღრმა მოდერნიზაციის შესახებ მისი საცეცხლე შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მასზე ისეთი ავტომატური ცმს-ის დაყენება, რომელიც ეფექტურობით არ ჩამოუვარდებოდა T-80У-ზე დაყენებულ ცმს-ს. იმ მომენტში ერთადერთი თანამედროვე და დამუშავებული ასეთი სისტემა იყო T-80У-სა და T-80УД-ზე დაყენებული 1А45«Иртыш». გადაწყდა ამ კომპლექსის დაყენება T-72БM-ზე. ასეთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერთან ერთად შეამცირა ტანკის მოდერნიზაციის ხარჯები და ასევე აამაღლა მოდერნიზებული ტანკის უნიფიკაცია საბჭოთა არმიის სხვა ტანკებთან. ცეცხლის მართვის ეს კომპლექსი ნაწილობრივ გადააკეთეს T-72 ავტომატურ დამტენთან სამოქმედოდ, რადგანაც იგი განსხვავდებოდა T-80У და T-80УД მექანიკური დამტენისაგან. გადაკეთებულმა კომპლექსმა მიიღო სახელწოდება 1А45თ.
მოდერნიზებულ T-72-ს «Объект-188» ეწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 188-ის პარალელურად ურალვაგონმშენის საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობდა T-72-ის უფრო ღრმა მოდერნიზაციაზეც, რომელსაც «Объект-187» ეწოდებოდა. იგი გამოირჩეოდა მთელი რიგი ტექნიკური სიახლეებით და თანამედროვე სისტემებით, კერძოდ უფრო ძლიერი დაცვა ახალი დინამიური დაცვის და შედუღებული კოშკურის ხარჯზე, ახალი, უფრო მძლავრი ძრავა, ახალი ქვემეხი და ცმს, გაუმჯობესებული სავალი ნაწილი და სხვა კონსტრუქციული ცვლილებები (მაგალითად, მოშორებული იქნა მძღოლ-მექანიკოსის ადგილას, კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილაში არსებული “დეკოლტე”, რომელიც ყველა საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკის სუსტი ადგილია), მაგრამ ეს ტანკი სერიაში არ წავიდა, სავარაუდოდ ფინანსური პრობლემებისა და ტექნოლოგიური რისკის გამო, თუმცა მასზე დანერგილმა ტექნოლოგიებმა შემდეგში გამოყენება ჰპოვა T-90-ის მომდევნო მოდერნიზაციებში (მაგალითად, შედუღებულმა კოშკურამ).
«Объект-187»
No comments:
Post a Comment