Showing posts with label T-90. Show all posts
Showing posts with label T-90. Show all posts

Monday, August 22, 2022

Parade of burnt Russian military equipment in Kyiv

Parade of  dozens  burned-out Russian military hardware at the Khreshchatyk Street and Maidan Nezalezhnosti in Kyiv. The parade of enemy vehicles comes on the eve of Ukraine's August 24 independence celebrations.


T-72B3 Obr.2016

Two Tigres
#1

#2 with Arbalet RCWS

A boot

Msta-S SPH and Linza Protected Field Ambulance

Linza Protected Field Ambulance

BMD-2 IFV

BTR-82A/AM

TOS-1A Solntsepyok

A TOS-1A Solntsepyok and  Rtut-BM

T-80U MBTs

Pantsir-S1

T-72B Obr.1989

T-80U

Ural-4320

T-72B/T-90 and 3 Msta-S

???

Pictures courtesy of @Marlen_Leroy.

Tuesday, December 25, 2012

T-90–ის ჩავარდნილი მოდერნიზაცია

ბევრისთვის სიახლე აღარაა ქ.ომსკის მძიმე მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს (КБТМ г.Омск - Конструкторское Бюро Транспортного Машиностроения г.Омск) მიერ რუსეთის არმიის სატანკო პარკის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ტანკზე უნიფიცირებული საბრძოლო მოდულის დადგმას, რომელიც გარეთ გატანილი, ჰორიზონტალური ავტომატური დამტენით იქნებოდა აღჭურვილი:









დღემდე ეს საბრძოლო მოდული მხოლოდ მწარმოებელს და რუსეთის სატანკო ჯარების ხელმძღვანელობას თუ ჰქონდა ნანახი – ამჯერად ალექსეი ხლოპოტოვის ბლოგზე გამოჩნდა ამ მოდულის რეალური სურათი:


როგორც ცნობილია ეს მოდერნიზაცია ჩავარდა – მოდულის დასმულ ტექნიკურ ამოცანებთან შეუსაბამობის გამო.


წყარო:

Saturday, December 1, 2012

T-90MC მოქმედებაში

საკმაოდ საინტერესო გადაცემა რუსეული T-90–ის უკანასკნელი მოდრენიზაციის, T-90MC–ის შესახებ. გასართობი შოუა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო კადრებით – მათ შორის აქტიური დაცვის სისტემა Арена–ს მუშაობის კადრებიც.

Sunday, June 17, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი


ნაწილი მერვე


ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ-1-2A  «Штора-1»

მრავალი განვითარებული ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა მართვისათვის გამოიყენება ინფრაწითელი დიაპაზონის გამომსხივებელი, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო ლაზერით მართვადი კომპლექსები და საარტილერიო, ლაზერით მართვადი და ლაზერული მანძილმზომის გამომყენებელი სისტემები.
ასეთი მართვის სისტემის მქონე კომპლექსების წინააღმდეგ კვამლის ფარდის დამდგმელი სისტემა «Туча» ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან დაცვას. ამ სისტემის მთავარ სუსტ მხარეებად ითვლება: საკვამლე ყუმბარა ЗД6, რომელიც მხოლოდ ოპტიკურ დიაპაზონში ახდენს დაფარვას, დაზვერვის სისტემების უქონლობა. რომელიც მოწინააღმდეგის შეტევის დროსა და მიმართულებას დაადგენს, კვამლის საფარის წარმოქმნის დიდი დრო და მისი მცირე კუთხური ზომა (კვამლის ფარდის სიგანე). ტანკის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან დაცვის მიზნით საბჭოთა კავშირში შეიქმნა ლაზერით მართვადი და თვითდამიზნებად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების წინააღმდეგ სამოქმედო ხარვეზების დამდგმელი კომპლექსი «Штора-1». ეს კომპლექსი გამოყენებულია მთელ რიგ ჯავშანტექნიკაზე (Т-80УК,БМП-3) და მათ შორის Т-90-ზეც.
ხარვეზების დამდგმელი სისტემა ТШУ-1-2А «Штора»-ს დანიშნულებაა დაიცვას ჯავშანსატანკო ტექნიკა მაღალის სიზუსტის, ლაზერით მართვადი იარაღისგან აეროზოლური ბოლის ფარდის დაგმის მეშვეობით. სისტემა ТШУ-1-2А «Штора» ავტომატურად: განსაზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს მიმართულებას, საზღვრავს ლაზერული დასხივების წყაროს სახეობას, აფრთხილებს ეკიპაჟის წევრებს ლაზერული დასხივების შესახებ, ახდენს საკვამლე ფარდის დაყენებას ყველა საკვამლე მორტირიდან ექსტრემალურ სიტუაციაში, აკონტროლებს მორტირებში საკვამლე ყუმბარების რაოდენობას, ახორციელებს სისტემის გამართულობის კონტროლს, უზრუნველყოფს ობიექტის ელექტრომოწყობილობებთან შეთანხმებით მემიზნის სამიზნე მოწყობილობის ხედვის ხაზის დამიზნებას ლაზერის წყაროზე (მიზანჩვენების რეჟიმი). სისტემა ჩართვისას უზრუნველყოფს: ძაბვის გარდამქმნელის ПТ-200Ц-ს (ПТ-800Ц) ჩასართავი სიგნალის გადაწოდებას, გარდამქმნელის სამუშაო რეჯიმზე გასვლისას სისტემის სამუშაო უნარიანობის ავტომატურ კონტროლს, ელექტროკვების ძაბვის მიწოდებას ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 მოწყობილობებზე, ТШУ-1-1 და ТШУ-1-11 შორის კავშირის ხაზის გამართულობის ავტომატურ კონტროლს. სისტემა განლაგებულია კოშკურაზე და შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ლაზერული დასხივების ინდიკატორებისგან (უხეში და ზუსტი).
გამშვები მოწყობილობის და მისი ყუმბარებისგან.
კონტრმოქმედების მართვის სისტემის და პროჟექტორებისგან.

ოპტიკური ხარვეზების დამდგმელი ТШУ-1-2A  «Штора-1»-ს შემადგენელი კომპონენტები: 1 - შემასრულებელი ბლოკი БТШУ1-2М. 2 - დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1. 3 - მართვის პულტი ПТШУ-1-2.10. 4 - დასხივების უხეში ინდიკატორი ТШУ-1-11. 5 - საკვამლე ყუმბარები 3Д17. 6 - პროჟექტორი ОТШУ-1-7

ლაზერული დასხივების ზუსტი ინდიკატორი ТШУ-1-1 განლაგებულია ტანკის კოშკურის ზედა წინა ნაწილში, ქვემეხის დამიზნების ღერძის გაგრძელებაზე, იმგვარად რომ მათი ხედვის არე მოიცავს წინა სივრცის +/-45º, რაც ფარავს ტანკზე შეტევის ყველაზე სავარაუდო მიმართულებას, მათი ხედვის არე შეზღუდულია ტექნიკური მიზეზების გამო და ასევე ტანკის პერიმეტრზე ზუსტი ინდიკაციის აუცილებლობაც არ არსებობს. თუმცა ამავე დროს არაა გამორიცხული, რომ ტანკზე შეტევა მოხდეს როგორც გვერდებიდან, ასევე უკნიდან, ამიტომ კომპლექსის შემადგენლობაში შედის უხეში ინდიკატორების ТШУ-1-11-ის წყვილი (კოშკურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს), რომლებიც განლაგებულია იმგვარად, რომ შეავსონ ზუსტ ინდიკატორებთან ერთად წრიული სექტორი და უზრუნველყონ ტანკის პერიმეტრული დაცვა მართვადი იარაღისგან, ამ ინდიკატორებთან მიერთებულია მართვის, შიდა კავშირის და ინფორმაციის გამოსახვის აპარატურა, რომელიც ატყობინებს ეკიპაჟს, თუ რომელი მხრიდან ხდება ტანკის ლაზერით დასხივება. სახელი უხეში ამ ინდიკატორებს ეწოდათ იმიტომ, რომ ისინი ზუსტი ინდიკატორისგან განსხვავებით, რომელიც ზუსტად ადგენს ლაზერის წყაროს მიმართულებას, ლაზერის წყაროს მიმართულებას კი არ გამოითვლიან, არამედ უბრალოდ ახდენენ მხოლოდ ლაზერით დასხივების ფაქტის დადგენას და ატყობინებენ ამის შესახებ ეკიპაჟს, რის შემდეგაც ეკიპაჟი წყვეტს, გააკეთოს რაკეტის ასაცილებლად მანევრი თუ თავი შეაფაროს მიდამოს ნაოჭებს. ასევე ეკიპაჟმა შეიძლება მართვის პულტზე ღილაკის დაჭერით მოაბრუნოს კოშკურა ლაზერის წყაროსკენ, მობრუნება ხდება დასხივების აღმომჩენ უხეშ და ზუსტ ინდიკატორებს შორის უმოკლესი მანძილით, მობრუნების შემდეგ როდესაც ზუსტი ინდიკატორი ჩაიჭერს ლაზერის სხივს და დაადგენს მის მიმართულებას ავტომატურად ხდება საკვამლე ფარდის დადგმა. ТШУ-1-11-ს  გააჩნია 138º ხედვის არე.

ТШУ-1-1-ს და ТШУ-1-11-ს ტექნიკური მონაცემები

ხარვეზების კომპლექსის ეფექტური მუშაობისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას კვამლის ფარდის კონკრეტული ზომები და მინიმალური დრო. კვამლის ფარდის დაყენების დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 წამს, რაც მოწინააღმდეგის მიერ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მომზადებისთვის და დამიზნებისთვის მინიმალურ საჭირო დროზე ნაკლებია. ფარდის დაყენების ასეთი მცირე დრო მიიღწევა სწრაფმოქმედი ყუმბარების და მათი გასროლის ავტომატური სისტემის დახმარებით.
ყუმბარა ЗД17 გასროლიდან 2-4 წამის განმავლობაში ტანკიდან 50-80 მეტრის მოშორებით წარმოქმნის 20მ სიგანის და 10მ სიმაღლის აეროზოლურ ფარდას, რაც ანალოგიურად მანქანასთან მიმართებაში წარმოქმნის 18º და 9º კუთხეს. ფარდა ყენდება ტანკსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალების შუა, რითაც ფარავს ტანკს მოწინააღმდეგისგან და ამასთან ერთად იგი ასუსტებს და ირეკლავს ოპტიკურ (მათ შორის ლაზერულ) გამოსხივებას, რითაც არღვევს თვითდამიზნებადი და ტანკის ზედაპირიდან არეკლილი ლაზერით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დამიზნებას და ასევე ფარავს მანქანას ვიზუალური დაკვირვებისგან, რითაც ხელს უშლის არტილერიის მაკორექტირებელს ლაზერით დამიზნებადი საარტილერიო ჭურვების დამიზნებაში.
ყუმბარის გასროლის კუთხე უდრის 12º, რაც უზრუნველყოფს ტანკიდან 50-80 მეტრ მანძილზე კვამლის ფარდის ისე დაყენებას, რომ მისი ძირი მიწაზე დაეშვას და ზედა საზღვარი იყოს 10 მეტრის სიმაღლეზე.
კომპლექსი ასევე საშუალებას აძლევს მემიზნე-ოპერატორს, ლაზერის წყაროს აღმოჩენის შემდეგ განახორციელოს მისი განადგურება, მუშაობის ამ რეჟიმში კომპლექსი ავტომატურად ახორციელებს შეიარაღების შემობრუნებას ლაზერის წყაროსკენ და მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობების მიქცევას ლაზერული წყაროსკენ, რის შემდეგაც მემიზნე-ოპერატორს შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგუროს საფრთხე.

ყუმბარა ЗД17

ყუმბარა ЗД17-ს ტექნიკური მონაცემები

ლაზერით მართვადი რაკეტების გარდა, არსებობს რაკეტები, რომლებიც იმართება რაკეტის მგეზავის და მართვის სისტემის კოორდინატორის საშუალებით. ასეთი რაკეტების წინააღმდეგ გამოიყენება ინფრაწითელი პროჟექტორი ОТШУ-1-7, რომელიც გამოასხივებს რაკეტის მგეზავის ანალოგიურ სინათლის სპექტრში, რომლის ფონზეც შეუძლებელი ხდება მგეზავის გარჩევა და რაკეტის დამიზნება. ამას გარდა, პროჟექტორი გამოიყენება როგორც ინფრაწითელი სინათლის წყარო მეთაურის და მემიზნე-ოპერატორის ღამის სამიზნე აპარატურის დასახმარებლად.
ელექტრო-ოპტიკური ჩამხშობი კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора» ყოველმხრივ გამოიცადა პოლიგონზე, სადაც დადასტურდა მისი მაღალი ეფექტურობა, ასევე დადასტურდა მისი ეფექტურობა საუდის არაბეთში გამოცდისას, სადაც БМП-3-ზე იყო დამონტაჟებული და მოახდინა ყველა რაკეტის აცილება.

Т-90C, საჩვენებელი გამოსვლის დროს ჩართული ОТШУ-1-7 პროჟექტორებით

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეფექტურობა სატანკო ლაზერულ-მანძილმზომების წინააღმდეგ იყო ძალიან დაბალი, რაც დადასტურდა საბერძნეთის სატანკო ტენდერის დროს, სადაც მან ვერ შეძლო Leopard-2A5-ის და M1A2 Abrams-ის ლაზერული მანძილმზომის დასხივების აღმოჩენა.
Т-90-ის მომდევნო მოდიფიკაციებზე აყენია გაუმჯობესებული კომპლექსი ТШУ-1-2А «Штора-1M» ან «Штора-2», რომლებშიც სამუშაო დიაპაზონი გაზრდილია.

ТШУ-1-2А «Штора» ეფექტურობა

ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა 

ტანკის ეკიპაჟის დაზიანების ალბათობის შემცირებას ნაღმზე აფეთქებისას უზრუნველყოფს სპეციალური ნაღმსაწინააღმდეგო კონსტრუქციული ზომები. ამ ზომებს მიეკუთვნება: ტანკის ფსკერის სიხისტის გაზრდა, მართვის განყოფილებაში პილერსების დაყენება, მძღოლ-მექანიკოსის სავარძლის დაკიდება სახურავზე. დანაღმული ველების გადასალახავად ტანკზე შესაძლებელია დაყენდეს ტრალი KMT-6M2 ან KMT-7 ან დანისებრი მტრალავი ელექტრო-მაგნიტური მოწყობილობით KMT-8.

KMT-8 აღჭურვილი 2 ინდური Т-90ჩ სწავლებაზე

ტრალები KMT-7 და KMT-8 ორგანულად სატანკო ან მოტომსროლელთა პოლკის, საინჟინრო-გამნაღმველთა ასეულის საავტომობილო ოცეულის შეიარაღებაშია. საინჟინრო გამნაღმველთა ასეულში არის 3 ცალი KMT-7 და 9 ცალი KMT-8, რომელთა გადაზიდვა თვითდამტვირთი ამწეებით აღჭურვილი 12 მანქანით ხორციელდება. KMT-7 და KMT-8 შესაძლებელია ელექტრომაგნიტური ტრაილს დაყენება. ელექტრომაგნიტური ტრაილი წარმოადგენს ელექტრომაგნიტებს, რომლებიც ახდენენ მაგნიტური ნაღმების ნაადრევ ინიცირებას, მას არ გააჩნია ტანკზე თავისი სამაგრი და ამიტომ ყენდება დამატებით სხვა ტრალებზე. ელექტრომაგნიტური ტრალის კვება ხორციელდება ტანკის შიდა ელექტროქსელიდან. მისი ჩართვისას ელექტრომაგნიტები ტანკის წინ წარმოქმნიან ცვალებად ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ტანკის მაგნიტური ველის ეკვივალენტურია. მაგნიტური ნაღმების ამფეთქები რეაგირებენ ამ ველზე და ხდება მათი ნაადრევი ინიცირება ტანკიდან 1-4 მეტრით წინ. კომპლექსი მოიხმარს 500 ვატ ელექტროენერგიას, მისი წონა 250კგ-ია.                      

შემნიღბავი შალითით დაფარული T-90CA, რომელზეც ელექტრომაგნიტური ტრალით აღჭურვილი KMT-8 აყენია

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსი

მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის კომპლექსის შემადგენლობაში შედის კოლექტიური დაცვის სისტემა 3ЭЦ13-1 და ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი.  სისტემა 3ЭЦ13-1 უზრუნველყოფს ტანკის ეკიპაჟის და შიდა მოწყობილობების დაცვას მოწინააღმდეგის მასობრივი დაზიანების იარაღის შედეგებისგან შიდა მოცულობის ჰერმეტიზაციით და ფილტროსავენტილაციო დანადგარის მიერ მოწოდებული გაწმენდილი ჰაერით შექმნილი ჭარბი წნევით. სისტემის შემადგენლობაში შედის:
სისტემის გადამწოდი, რადიაციული და ქიმიური დაზვერვის ხელსაწყო ГО-27.
მოქმედ მოწყობილობებიანი მართვის აპარატურა.
მოქმედი მოწყობილობა.
ფილტროსავენტილაციო დანადგარი (ფსდ).
მასობრივი დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია როგორც ავტომატურად, ასევე ხელით.

ხელსაწყო ГО-27

ხელსაწყო ГО-27-ის ტექნიკური მონაცემები

ხელსაწყო ГО-27 ჯავშანობიექტებზე გამოიყენება,მისი დანიშნულებაა ჰაერში სპეციალური ქიმიური ნივთიერებების არსებობის დადგენა და როგორც რადიაციულად დასნებოვნებული მიდამოს, ასევე მძლავრი გამმა-გამოსხივების აღმოჩენა და ამ ყველაფრის უწყვეტი კონტროლი, სიგნალიზაცია, დაცვითი მექანიზმების მართვა (ჯავშანობიექტის ჰერმეტიზაციის სისტემის) და გამოსხივების დოზის გაზომვა.
 ხელსაწყოს შემადგენლობაში შედის:
კვების ბლოკი Б-3.
გადამწოდი Б-2.
გამზომი პულტი Б-1.
ციკლონი (ცენტრიდანული მტვერდამჭერი).
ხელსაწყო უზრუნველყოფს შუქოვან და ხმოვან სიგნალიზაციას და დაცვის სისტემის მოქმედი მექანიზმების ჩართვას და მათ მართვას.
საბჭოთა და შემდეგ რუსული ტანკები გამოირჩევიან განსაკუთრებით მაღალი ანტირადიაციული დაცვით. თავდაპირველად, როდესაც შეიარაღებაში მიღებული იქნა ტანკი T-64, მისი ზომების შემცირების ერთერთ უმთავრეს მიზეზად დასახელდა ის, რომ მცირე ზომის ტანკი გაცილებით უკეთაა დაცული ბირთვული აფეთქების ტალღისგან და შემდგომ მისი დასხივების და რადიაციისაგან. ასეთი მცირე ზომები ამის შემდეგ ტრადიციული გახდა ჯერ საბჭოთა და შემდეგ უკვე  რუსეთის ტანკმშენებლობისთვის. მცირე ზომების გარდა რუსულ ტანკებზე ანტირადიაციული ისეთი ღონისძიებაცაა გატარებული, როგორიცა ეკიპაჟის სამუშაო ადგილებზე, შიგნიდან,მათი რადიაციისაგან დასაცავად გამოკრული  წყალბადის შემცველი ანტირადიაციული სარჩული, რომლის შემადგენლობაშიც დამატებულია ლითიუმი, ბორი და ტყვია. ანალოგიური მასალითაა დაფარული კოშკურის უმეტესი ზედაპირი და მძღოლმექანიკოსის ადგილი გარედან. ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი 16-ჯერ ამცირებს აფეთქების, ხოლო 18-ჯერ დასნებოვნებული ადგილის რადიაციის შეღწევადობას.

ანტირადიაციული სარჩული და გარსსაკრი კოშკურაზე: 1-მემიზნე ოპერატორის სარქველის შიგნიდან გამოკრული სარჩული. 2-მეთაურის ადგილი კოშკურაში, მარჯვნივ ანტირადიაციული სარჩულით დაფარული კოშკურის შიდა კედელი. 3 და 4-გარედან ანტირადიაციული გარსააკრით დაფარული მეთაურის და მემიზნე ოპერატორის სარქველები

ტანკის დემასკირების და შენიღბვის სისტემები

ტანკ T-90-ის კონსტრუქციაში ასევე გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი აღმოჩენის ალბათობის შემცირებას. პირველ რიგში ამ ღონისძიებებს მიეკუთვნება სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მადეფორმირებელი შეფერილობა, რომელიც სხვადასხვაა ყველა კლიმატური ზონისთვის. მაგალითად, ინდური T-90 შეღებილია უდაბნოს ქვიშის ფერში, ხოლო რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი T-90 შეფერილობა მწვანის, შავის და ნაცრისფრის კომბინაციაა. როგორც წესი, ასეთი შეფერილობა საგრძნობლად ართულებს ტანკის აღმოჩენას 0,5-2კმ. მანძილზე. ასევე გატარებულია ღონისძიებები ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების ინფრაწითელი გამოსხივების შესანიღბავად.
ამას გარდა, ტანკზე შესაძლებელია მასკირების კომპლექსის გამოყენება, ამ კომპლექსს მიეკუთვნება: «Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90.  ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება როგორც ერთად, ასევე ცალცალკე. ისინი საგრძნობლად ამცირებს ტანკის შემჩნევადობას როგორც ინფრაწითელ, ასევე რადიოდიაპაზონში და რამდენჯერმე ამაღლებს ბრძოლის ველზე მის სიცოცხლისუნარიანობას.
მასკირების კომპლექსის გარეშე ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 29მ², კომპლექსი «Накидка»-ს გამოყენების შემთხვევაში გაფანტვის ზედაპირი 6,5მ²-მდე მცირდება, ხოლო მთელი კომპლექსის («Накидка»,«Терновник» და რადიო გამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90) გამოყენების დროს მისი მაჩვენებელი 2,1მ² უტოლდება.
ტანკის დაცვის ღონისძიებებს მიეკუთვნება ასევე ნაპალმისაგან და სხვა მაალებადი ნივთიერებებისგან დაცვის სისტემა «Сода», რომელიც მოიცავს ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში მთელ რიგ შემჭიდროვებებს, რომლებიც წვადი ნარევისგან იცავენ ძრავის ზეთის და საწვავის სისტემებს და ასევე ელექტროგაყვანილობის არაწვადი და ცეცხლგამძლე გარსსაცმები-ყველაფერი ეს ხელს უშლის აალებას და ტანკის მწყობრიდან გამოსვლას.

«Накидка»-თი აღჭურვილი Т-90CA და ამ გარსსაცმით აღჭურვილი Т-90-ს გამოსახულება სითბოვიზორში, კარგად ჩანს, რომ მისი ინფრაწითელი გამოსხივება იდენტურია გარემოს ინფრაწითელი სიგნატურისა

«Накидка», «Терновник» და რადიოგამოსხივების მშთანთქავი საფარველი РТП-90 აღჭურვილი Т-90, ამ საშუალებების კომპლექსური გამოყენებით ტანკის რადიოტალღების გაფანტვის ეფექტური ზედაპირი 2,1მ² უტოლდება

Friday, June 15, 2012

T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ნაწილი მეშვიდე

ტრანსმისია

ტანკის კარგ ამძრავობას უზრუნველყოფს მექანიკური ტრანსმისია, შემავალი რედუქტორით, საბორტე გადაცემათა კოლოფებითა და თანღერძა რედუქტორებით. შემავალი რედუქტორი უზრუნველყოფს ძრავიდან საბორტე გადაცემათა კოლოფებზე ბრუნვითი მომენტის გადაცემას. იგი წარმოადგენს მომმატებელ კბილანიან რედუქტორს კომპრესორული ამძრავებით, სტარტერ-გენერატორითა და გამაგრილებელი სისტემის ვენტილატორით.
საბორტე გადაცემათა კოლოფები წარმოადგენს ჰიდრომართვად პლანეტარულ მექანიზმებს. გააჩნიათ 7 გადაცემა წინ და 1 უკან. ტანკის მობრუნება ხორციელდება ჩამომრჩენი მუხლუხის მხარის გადაცემათა კოლოფში შემანელებელი გადაცემის ჩართვით. გადაცემათა კოლოფების ამძრავის მართვა წარმოადგენს მექანიკურ მკვეთარიან ჰიდრავლიკურ სისტემას, რომელსაც ჰიდრომართვისა და პოხვის სისტემები გააჩნია, სისტემის საერთო ტევადობა 57, ხოლო ავზისა 42 ლიტრია. მუხრუჭების ამძრავი მექანიკურია.

ტრანსმისიის ტექნიკური მონაცემები

გამომავალი რედუქტორის (გიტარის) მოხსნა ეკიპაჟის ძალებით (მალაიზიის ტენდერი, 2000 წ.).



სავალი ნაწილი

პირველი სერიის Т-90-ში გამოიყენებული სავალი ნაწილი სრულიად იდენტური იყო Т-72Б სავალი ნაწილისა, რომელიც წარმოადგენდა რეზინა-ფოლადის მორიგეობითი სახსროვანი გადაბმის მუხლუხოვან, წამყვანი თვლების უკანა განლაგების მქონე მექანიზმს. წამყვან თვალს ორი გვირგვინისებრი მოხსნადი რკალი გააჩნია. საყრდენი თვალი რეზინის გარსსაცმიანი გარე ამორტიზაციითაა. საკიდარი დამოუკიდებელი, მგრიხავი, ამორტიზატორებიანი (ამორტიზატორები 1, 2 და 6 საყრდენ თვლებს გააჩნიათ).

პირველი სერიის Т-90–ის სავალი ნაწილის ტექნიკური მახასიათებლები

Т-90-ის ბოლო მოდიფიკაციებზე გამოიყენება გაუმჯობესებული სავალი ნაწილი, რომელის შემადგენლობაშიც შედის:


ენერგოჩახშობის 30-40% გაზრდილი ახალი ჰიდროამორტიზატორები, რომლებიც გამართულია ამორტიზატორის სპეციალური სითხით (სითხის მარკა 132-316).
საყრდენი თვლების დინამიკური სვლის გაზრდის მიზნით გამოყენებულია ზემტკიცე მგრიხავი ღერძები დასაშვებ მნიშვნელთა გაზრდილი მაჩვენებლებით (საყრდენი თვლის დინამიკური სვლა 320მმ უდრის).
სითბური დატვირთვის დაბალდონიანი, გაზრდილი მექანიკური თვისებების მქონე განიერი საყრდენი თვლები (თვლების ზომებია 750х190 მმ).
სპეციალური საყრდენი ზედაპირით აღჭურვილი წამყვანი თვლები, რომელიც ყინულმჭრელის როლს ასრულებს და მუხლუხოდან, უარყოფითი ტემპერატურის შემთხვევაში, აშორებს წარმოქმნილ ყინულს.
ყინულმჭრელების შეცვლილი დიზაინის მქონე მიმმართველი თვლები.
მუხლუხები გაზრდილი რესურსით, პარალელური რეზინო-ფოლადის სახსრებით, დაშტამპული წევრებით, რომლებიც ასფალტზე სასიარულო რეზინის სატერფულების დაყენების საშუალებას იძლევა. მუხლუხებზე ასევე აყენია ფოლადის ნემსები, რათა ტანკის სიარულის დროს, რეზინის სატერფულების გამოყენებისას, მოიხსნას სტატიკური მუხტი სავალი ნაწილიდან.
მუხლუხების ქიმის მხარეს გადაცურების თავიდან ასაცილებლად გამოყენებულია სპეციალური ამრიდები.

მარცხნივ ძველი,წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმიანი მუხლუხო, მარჯვნივ ახალი, წევრების პარალელური სახსრული გადაბმიანი მუხლუხო

ზემოთ ძველი სავალი ნაწილი, წევრების მორიგეობითი სახსრული გადაბმით და ძველი წამყვანი თვლით, ქვემოთ ახალი სავალი ნაწილი პარალელური სახსრული გადაბმით და ახალი წამყვანი თვლით

საკიდარი ინდივიდუალური მგრიხავ-ღერძულია, გაზრდილი ენერგომოცულობის ჰიდრავლიკური ფრთიანი ამორტიზატორებით. რომლებიც დაყენებულია პირველ, მეორე და მეექვსე საყრდენ თვლებზე, ხოლო პირველ, მეორე, მეხუთე და მეექვსე სავალ თვლებზე ხისტი შემზღუდავი საყრდენები აყენია. ასეთი მაღალი ენერგომოცულობითი დაკიდების გამო მისი გარღვევა ძალიან იშვიათად ხდება, ძირითადად დიდგაბარიტულ წინაღობებზე მაღალი სისწრაფით გადავლის შემთხვევაში, ამიტომ ხისტი შემზღუდველების დაყენება სვლის სირბილეზე ფაქტიურად არ მოქმედებს.
Т-90–ის საკიდარი კარგად დაცულია, იმის გარდა რომ მგრიხავი ღერძები, რომლებიც 2310მმ სიგრძის და 47მმ დიამეტრის ფოლადის ღეროებს წარმოადგენენ, ტანკის კორპუსში არიან დამალული, საკიდრის ის ნაწილები, რომელიც კორპუსის გარეთაა დაყენებული, დაფარულია საყრდენი თვლებით და დაცულია ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებისგან. ამასთანავე სავალი ნაწილი ძრავა-ტრანსმისიასთან ერთად უზრუნველყოფს შესანიშნავ სავალ და დინამიკურ მახასიათებლებს და გამოირჩევა მაღალი საიმედოობით.


მოდერნიზებული სავალი ნაწილის კომპონენტები

დაცვა


Т-90-ზე დაყენებული დაცვის საშუალებების კომპლექსი იცავს მას ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობისგან და უზრუნველყოფს მის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველზე.
დაცვის ამ საშუალებებს მიეკუთვნება:

კომბინირებული მრავალშრიანი ჯავშანი და ჩაშენებული დინამიკური დაცვა, ასევე დინამიკური დაცვის მოხსნადი გვერდითი ეკრანები, რომლებიც იცავენ ტანკს გვერდითი პროექციიდან კუმულაციური და ქვეკალიბრული ჭურვებისგან.
ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა.
ელექტრო-ოპტიკური ჩახშობის კომპლექსი ТШУ «Штора-1».
ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის ზომები და მოწყობილობები.
ანტირადიაციული სარჩული და გარე გარსსაკრი, რომელიც იცავს ეკიპაჟს ბირთვული რადიაციისგან.
ნაპალმისგან დაცვის სისტემა «Сода».
მადეფორმირებელი შეღებვა და სხვა კონსტრუქციული და ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ აღმოჩენის ალბათობას.

  ჯავშანდაცვა

Т-90-ის დაცვა ნახევრად აქტიურ კატეგორიას განეკუთვნება, მას გააჩნია მკვეთრად დიფერენცირებული ჭურვსაწინააღმდეგო ჯავშანი. კორპუსი წარმოადგენს მაღალი სიმტკიცის გაშორიშორებული ჯავშანფილებისგან შედუღებულ კონსტრუქციას, მისი ფორმა არ განსხვავდება მისი წინამორბედის, T-72-ის კორპუსის ფორმისაგან, თუმცაღა მისი დაცვა გაზრდილია 3-4-ჯერ პირველი სერიის Т-72-ებთან შედარებით ახალი, ნახევრადაქტიური კომპოზიციური მასალების და დინამიკური დაცვის გამოყენების ხარჯზე. კორპუსი  კოლოფისებრი ფორმისაა, წინა სოლისებრი ნაწილით, რომელზეც დინამიკური დაცვის ელემენტებია ჩაშენებული. კორპუსის ზედა ჯავშანფილის დახრა  68°-ია. ქიმები ვერტიკალურია, მათი ზედა ნაწილი შედგება ჯავშანფილებისაგან, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ფსკერის ნაწიბურებია. კორპუსის უკანა ნაწილს უარყოფითი დახრა აქვს, მისი სახურავი რამდენიმე, ერთმანეთთან შედუღებული ჯავშანფილისგან შედგება, ხოლო ფსკერი მთლიანად დაშტამპული, რთული ფორმისაა. დინამიკური დაცვა განლაგებულია ასევე გვერდებზე, რეზინა-ქსოვილის ეკრანებზე. 
Т-90-ზე  დაყენებულია ჩაშენებული დინამიკური დაცვა «Контакт-V» (4С22), რომელიც  «Контакт-1» (4С20)-საგან განსხვავებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას როგორც კუმულაციური, ასევე  ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვებისგან. Т-90А, Т-90АС და Т-90MС-ზე აყენია ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23.
კორპუსზე დინამიური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
ჩაშენებული დინამიკური დაცვის 8 სექცია წინა ზედა ჯავშანფილაზე.
6 დასაკიდი სექცია საბორტე ეკრანებზე (საბორტე ეკრანებზე ასევე დატოვებულია დამატებითი სექციების დასაკიდი ანჯამები).

კოშკურას წინა ნაწილში განლაგებულია ორი სიბრტყე, რომლებიც ლულისადმი 55º-ით არიან განლაგებული, მათში განთავსებულია სპეცჯავშნის ნახევრადაქტიური ტიპის პაკეტები. ამრეკლი ფილებიანი ჯავშნის სტრუქტურა წარმოადგენს 3-ფენიან წინაღობას, რომელიც შედგება: ფილების, საფენების და თხელი ფირფიტებისგან. ამრეკვლი ფირფიტების ეფექტი იმავე მასის მონოლითურ ფოლადის ჯავშანთან შედარებით მიახლოებით 40% მეტია. ჩამოსხმული კოშკურის კონსტრუქცია ანალოგიურია Т-72Б-ს კოშკურისა, შეცვლილია კომბინირებული წინა ნაწილის შემავსებელი, რომელიც ნახევრადაქტიურ კომპოზიტურ მასალას წარმოადგენს. მოდერნიზებულ Т-90-ზე ჩამოხმული კოშკურის ნაცლად აყენია შედუღებით დამზადებული კოშკურა, რომელშიც ჯავშანსშიდა მოცულობა 100 ლიტრითაა გაზრდილი, რაც საშუალებას იძლევა ტანკში მოთავსდეს თანამედროვე, გაზრდილი ჯავშანგამტანობის, დიდი წაგრძელების მქონე ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვები.

საბორტე ეკრანებზე დამაგრებული სამი დინამიკური დაცვის ბლოკი, ასევე ჩანს მე-4 ბლოკის დასაკიდი ანჯამები, რომლებითაც ყველა ტანკი კომპლექტდება

Т-90-ის შედუღებული კოშკურის ჯავშნის დონის გაზრდა მიიღწევა სხვადასხვა მეთოდების ერთდროული, კომპლექსური გამოყენებით. მათ შორის ძირითადია: გამოყენებული ჯავშანმასალების დინამიკური სიმტკიცის გაზრდა, ახალი ჯავშანკვანძების და მათში გამოყენებული დამცავი შემავსებლების შექმნა, ძველების გაუმჯობესება, დამატებითი დინამიკური დაცვის მოწყობილობების გამოყენება და მთელი დამცავი ღონისძიებების კომპლექსის ოპტიმიზაცია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების სიმძლავრის გათვალისწინებით და დანიშნულ მასო-გაბარიტულ შეზღუდვებში მოთავსება. შესაძლებელია კოშკურის დაცვის კიდევ უფრო ამაღლება მასში გამოყენებული შედუღებული ჯავშანფილების სიმტკიცის გაზრდით. ამჟამად კოშკურები მზადდება საშუალო სიმტკიცის ჯავშანფილებისაგან, რომელიც დაცვის დონით 10-15% ჩამორჩება მაღალი სიმტკიცის ჯავშანფილებს.

Т-90-ის ჩამოსხმული (მარცხნივ) და შედუღებული (მარჯვნივ) კოშკურების სქემატური ხედი



ჩამოსხმულ კოშკურასთან შედარებით შედუღებული დეტალებისგან დამზადებული კოშკურის უპირატესობის რეალიზაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მისი ჯავშანფილების შეერთების ადგილების ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობა პასუხობს მთლიანი კოშკურის სიცოცხლისუნარიანობის საერთო მოთხოვნებს, ამიტომაც შედუღებული კოშკურის დეტალები იმდაგვარადაა დამზადებული, რომ კოშკურის დამზადების დროს მათი შედუღების პროცესში შესაერთებელი ფილები ჭურვის მოხვედრის მხრიდან მთლიანად ან ნაწილობრივ გადაფარავენ შეერთების ადგილებს და შედუღების ნაკერებს, ამას გარდა ყველა ჯავშანკედელს გააჩნია საყრდენი სახურავზე ან ძირა ფილაზე.
კოშკურაზე დინამიკური დაცვის განლაგება შემდეგნაირია:
სახურავზე 21 ცალი დინამიკური დაცვის კონტეინერი, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი კოშკურის ზედა მხარის დასაცავად.
კოშკურის შუბლა ნაწილზე დინამიკური დაცვის 7 ცალი V ფორმის  ბლოკი და 1 კონტეინერი.

კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკები

კორპუსის წინა ზედა ფილაზე დაყენებული დინამიკური დაცვის ბლოკების სქემატური გამოსახულება. 1-დან 8-მდე აღნიშნულია სექციები, 9 ნომრით სექციის სახურავი. წყვეტილი ხაზებით-სექციების შიგნით მოთავსებული დინამიკური დაცვის ელემენტები

ჩაშენებული დინამიკური დაცვა

დინამიკური დაცვის კომპლექსი «Контакт-5», რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С22, უზრუნველყოფს ტანკის ჭურვსაწინააღმდეგო მდგრადობის მნიშვნელოვან ზრდას. ჩაშენებული დინამიკური დაცვა ფარავს კორპუსის და კოშკურის წინა ნაწილის და ასევე მათი ქიმების 50%. იგი უზრუნველყოფს კუმულაციური ჭურვების ეფექტურობის 50-60%, ხოლო ჯავშანგამტან-ქვეკალიბრული ჭურვების 20% შემცირებას, მძლავრი გვერდითი იმპულსის შექმნით, რომელიც საშუალებითაც ხდება ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული ჭურვის გულარის დესტაბილიზაცია მანამდე, სანამ იგი დაიწყებს ჯავშანზე ზემოქმედებას.

1999 წელს გამოშვებული საექსპორტო T-90C ტანკოდრომ სალიტაზე საჩვენებელი გამოსვლის დროს (2003წ.). ჩანს როგორც კორპუსის წინა ზედა დეტალზე და მის ქიმებზე განლაგებული დინამიკური დაცვის სექციები, ასევე კოშკურის წინ და სახურავზე განლაგებული დინამიკური დაცვის ბლოკები და კონტეინერები

ჩაშენებულ დინამიკურ დაცვას გააჩნია მაღალი საბრძოლო და საექსპლუატაციო მახასიათებლები, როგორიცაა:
უსაფრთხოა 12,7მმ-მდე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიების და ასევე 30 მმ-მდე მცირეკალიბრული ქვემეხების ჭურვების მოხვედრისას.
გამორიცხულია ერთი სექციიდან მეორეზე დეტონაციის გადაცემა.
გამორიცხულია დეტონაცია მასზე ნაპალმით ან სხვა ცეცხლგამჩენი სითხეებით ზემოქმედებისას.
ექსპლუატაციის გარანტირებული ვადა - არანაკლებ 10 წელი.
მისი დაყენება და ექსპლუატაცია ხდება ეკიპაჟის ძალებით (დაყენების დრო 3,5 სთ).
უსაფრთხოა მანქანის ტექმომსახურების და რემონტისას ელექტროგაზოშედუღების გამოყენების დროს.

დინამიკური დაცვა საკურსო კუთხის 0º-დან ფარავს ტანკის წინა ფართობის 55%-ზე მეტს, საკურსო კუთხის 20 º-დან და 35 º-დან ტანკის ზედაპირის დაფარვა ერთნაირია და უდრის მისი ფართობის 45%-ს.
T-90-ზე დაცვის ამაღლება შესაძლებელია ახალი თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსის  «Реликт» -ის გამოყენებით, რომლის შემადგენლობაშიც შედის დინამიკური დაცვის ელემენტები 4С23, დინამიკური დაცვის ეს ელემენტები სხვადასხვა წყაროების თანახმად გამოყენებული იქნა 2004 წლის მერე გამოშვებული T-90A ტანკების დაცვაში, სადაც იგი დამონტაჟებული იყო ძველ კონტეინერებში, რადგანაც ძველი და ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტების გაბარიტული ზომები აბსოლუტურად იდენტურია, მათი განთავსება ერთსა და იმავე კონტეინერებში არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ელემენტ 4С23-ის «Контакт-5» კონტეინერში მოთავსებით მისი ეფექტურობა შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, ვიდრე თავის საკუთარ კონტეინერში გამოყენების დროს.
ახალი დინამიკური დაცვის გამოყენების ფაქტი დადასტურებულია მხოლოდ T-90-ის ბოლო მოდიფიკაციაზე, T-90CM-ზე. მწარმოებლის ინფორმაციის თანახმად, დინამიკური დაცვის კომპლექსი «Реликт»-ი უზრუნველყოფს ტანკის კოშკურის და კორპუსის შუბლა პროექციის დაცვას ყველაზე გავრცელებული ქვეკალიბრული ჭურვების წინააღმდეგ, როგორიცაა М-829A1/A2 და DM-53, 1000 მეტრის დისტანციაზე და ასევე ისეთი ტანდემურ-კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან, როგორიცაა TOW-2A, ხოლო ბორტებიდან  РПГ-7-ს ისეთი ჭურვებისგან როგორებიცაა კუმულაციური ПГ-7Л და ტანდემურ-კუმულაციური ПГ-7ВР.
ამასთან დაკავშირებით ცნობილია ჯერ გერმანული და შემდეგ აშშ არმიის მიერ «Контакт-5»-ით აღჭურვილი Т-72-ს ჯავშანმდგრადობის შესამოწმებლად ჩატარებული საცეცხლე გამოცდები, რომლის შედეგიც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, 80-იანი წლების ამერიკულმა და გერმანულმა როგორც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა, ასევე სატანკო ქვეკალიბრულმა ჭურვებმა (როგორიც იყო მაგალითად ურანის გულარიანი М-829) ვერ მოახერხეს ტანკის შუბლა ჯავშნის გარღვევა. აქედან გამომდინარე, მწარმოებლის მიერ რეკლამირებული მონაცემები იმის თაობაზე, რომ «Реликт»-ით აღჭურვილი Т-90 წინიდან დაცულია  ზემოთ მოყვანილი ჭურვებისგან, სიმართლეს შეეფერება.

«Контакт-5»-ის და «Реликт»-ის ტექნიკური მონაცემები


ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა (ხსმ)

ტანკის ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობას წარმოადგენს ორჯერადი მოქმედების, ავტომატური, ოპტიკურგადამწოდებლებიანი სისტემა 3ЭЦ13 «Иней». ხანძრის ჩასაქრობად სისტემას გააჩნია ალჩამქრობი ნარევის «Xладон»114В2 და «Xладон»13В1–ის ოთხი ბალონი, 10 ოპტიკური და 5 თერმოგადამწოდი (ძრავა-ტრანსმისიის განყოფილებაში). ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხანძრის აღმოჩენას და ხანძარმაქრი ნარევის 90% გამოტყორცნას ხანძრის დაწყებიდან არა უმეტეს 150 მილიწამის გასვლის შემდეგ.
სისტემის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ნახშირწყალბადჰალოგენის ხანძარსაწინააღმდეგო თვისებაზე, ანუ მაინჰიბირებელ (შემაყოვნებელ) ეფექტზე, რაც მდგომარეობს ხანძრის ზონაში ნახშირწყალბადის ჟანგვის რეაქციის უარყოფითი კატალიზატორის შეტანაში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მოქმედებაში მოყვანა ხდება როგორც ავტომატურად, ასევე ხელით მძღოლ-მექანიკოსის ან მეთაურის მიერ სისტემის სამართავ პულტზე განლაგებული გადამრთველების მეშვეობით. ამას გარდა, მანქანაში მოთავსებულია 2 ნახშირორჟანგიანი ხელის ალჩამქრობი.

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის განლაგების სქემატური გამოსახულება

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის 3ЭЦ13-ის ტექნიკური მონაცემები