როგორც ცნობილია რუსლმა კომპანიამ, "სამეცნიერო–საწარმოო კორპორაცია "მანქანატმშენებლობის საკონსტრუქციო ბიურო"–მ (Научно-производственная корпорация "Конструкторское бюро машиностроения" – ОАО "НПК "КБМ") 2010 წელს ლიბიისგან Хризантема-С–ის (ნაკეთობა Эр699-сб2) შეკვეთა მიიღო.
ლიბიაში განვითარებული მოვლენების შედეგად რუსულმა მხარემ კომპლესების მხოლოდ მცირე რაოდენობის მოწოდება მოახერხა, რომლებიც ლიბიის არმიამ ვერ გამოიყენა. როგორც ცნობილია ეს ტექნიკა ლიბიელ მეამბოხეებს ჩაუვარდათ ხელში და პირველად მათ მოახდინეს სისტემის საბრძოლო ნათლობა (ამჟამად მეამბოხეები ქვეყნის კანონიერ მთავრობას წარმოადგენენ).
2011 წელს გავრცელებული ფოტომასალა, რომელზეც გამოსახულია ლიბიელი მეამბოხეების მიერ Хризантема-С–ის საბრძოლო გამოყენება
Хризантема-С–ის პირველი საბრძოლო გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გავრცელდა. ამჯერად ქსელში ამ კომპლექსის საბრძოლო გამოყენების საკმაოდ საინტერესო ვიდეო ვრცელდება. გადაღება მართვის სითბოტელევხედვის ხელსაწყო 1K118T–დან ხორციელდება, რომელიც ჩერკასის НПК Фотоприбор–ის მიერაა შექმნილი.
თბოტელეხედვის ხელსაწყოს გამოსახულება ეკრანზე
სავარაუდოდ მანქანის ცეცხლის მართვი დაფა – წარწერები რუსულადაა, წებოვანი ქაღალდით არაბული წარწერებია მიწებებული
მანქანის საინფორმაციო მართვის საბორტე სისტემის ეკრანი
P.S. შეგახსენებთ რომ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «Хризантема-С გასული წლის ნოემბერში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ნაწილებმა მიიღეს შეიარაღებაში – რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში "Хризантема-С"–ის პირველი პარტია მიიღეს.
No comments:
Post a Comment