Wednesday, February 6, 2013

უცნობი Leopard-2

80–იან წლებში როგორც დასავლეთში (NATO) ასევე აღმოსავლეთში (სსრკ) მიმდინარეობდა მომავლის ტანკებზე მუშაობა. პერსპექტიული საბრძოლო მანქანების  კვლევის ფარგლებში ხდებოდა მათი საცეცხლე სიმძავრის გაზრდის ხერხების შესწავლა. იმ პერიოდში ორივე მოწინააღმდეგე მხარე საცეცხლე ძალის გაზრდის შესაძლებლობას ტანკის ქვემეხის კალიბრის გაზრდაში ხედავდა.
დასავლეთის ქვეყნებში გაზრდილკალიბრიან ქვემეხებზე მუშაობა თავდაპირველად რამდენიმე ქვეყანაში დამოუკიდებლად მიმდინარეობდა. ასევე ხორციელდებოდა რამოდენიმე სხვადასხვა დამოუკიდებელი პერსპექტიული ტანკის პროგრამაც – აშშ–ში FCS, დიდ ბრიტანეთში MODIFIER, გერმანიაში NGP. ყველა ამ მომავლის ტანკის პროგრამებში გათვალისწინებული იყო გაზრდილი კალიბრის ქვემეხების დაყენება, რათა მოეხერხებინათ მოწინააღმდეგის პერსპექტიული ტანკების ასევე გაზრდილის ჯავშანდაცვის გადალახვა.
ამ მიზნით რამოდენიმე ქვეყანაში სპეციალური კვლევებიც მიმდინარეობდა. მაგალითად შვეიცარიაში განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ თანამედროვე ჯავშნის გადასალახავად ტანკის ქვემეხმა ჭურვი APFSDS–ი  18 მეგა ჯოულის საწყისი ენერგიით უნდა ისროლოს და ეს მაშინ როდესაც არსებული 120მმ–ნი ქვემეხებიდან გაშვებული ჭურვების ენერგია სულ რაღაცა 9–11 მეგა ჯოულის ტოლია.
ჭურვის კინეტიკური ენერგიის გასაზრდელად ორი ხერხი არსებობს – ან უნდა გაიზარდოს ჭურვის მასა ან მისი საწყისი სიჩქარე. პირველ შემთხვევაში საჭიროა ქვემეხის დიამეტრის გაზრდა. 80–იან წლებში სწორედ ამ გზის გამოკვლევა დაიწყეს როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთში – კერძოდ ამერიკულ მომავლის საბრძოლო სისტემაში (FCS) გათვალისწინებული იყო 145მმ–ნი ქვემეხის გამოყენება. 1988 წელს საფრანგეთი, გერმანიაი, ინგლისი და ამერიკა შეთანხმდნენ რომ მომავლის ტანკებში 140მმ–იან ქვემეხებს გამოიყენებდნენ და ამ ოთხმა ქვეყანამ და მათთან ერთად ისრაელმა და შვეიცარიამ ამ კალიბრის ქვემეხის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. სწორედ ამ საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოს შედეგად 90–იანების დასაწყისში გერმანიაში შექმნილი და გამოცდილი იქნა 140მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი Leopard-2. ქვემეხი მოიხმარდა 1500 მილიმეტრი სიგრძისა და 38 კილოგრამი წონის ქვეკალიბრულ ჭურვებს, რომელთა საწყისი ენერგიაც 21 მეგა ჯოულს უდრიდა.

1992 წელი, 140მმ–ნი ქვემეხი NPzK L48–ით აღჭურვილი Leopard-2–ის პროტოტიპი T19/Leopard-2 turret whit NPzK 140mm L48 on Leopard-2 T19 prototype photo from 1992


ქვემეხი NPzK L48 და მისი ჭურვი

140მმ–ნი ჭურვების დასატენად გერმანელები Leopard-2–ისთვის მექანიზირებულ დამტენზე მუშობდნენ

გერმანიის გარდა Leopard-2–ისთვის შვეიცარიამაც შექმნა 140მმ–ნი ქვემეხი, რომელიც გამოცდებს 90–იანი წლების დასაწყისში გადიოდა

140 მილიმეტრიანი საცდელი ქვემეხით აღჭურვილი შვეიცარიული Pz-87 (Leopard-2A4)

140 მილიმეტრიანი საცდელი ქვემეხით აღჭურვილი შვეიცარიული Pz-87 (Leopard-2A4) გამოცდებზე

ამ გაზრდილკალიბრიან ქვემეხებზე ორივე მხარემ უარი (NATO-სსრკ) თქვა რამდენიმე მიზეზის გამო – საკმაოდ დიდი ზომის ჭურვების გამო შემცირდა მათი საბრძოლო მარაგი და ჭირდა ამ ჭურვებით ოპერირება საბრძოლო განყოფილებაში და მეორე და უფრო წონიანი მიზეზი ეს სსრკ–ს დაშლა და ცივი ომის დასრულება იყო, რომლის შედეგადაც მომავლის ტანკის შექმნის პროგრამა რამდენიმე ათწლეულით გადაიდო, აღარ იყო საჭირო ზემძლავრი ქვემეხები მათი მეტრანახევრიანი ჭურვებით და ამას გარდა კალიბრის გაუზრდელად შეეცადნენ გამტანობის გაზრდას, რასაც თანამედროვე განვითარებული სამეცნიერო და სამრეწველო საშუალებები უფრო თავისუფლად უზრუნველყოფენ ვიდრე მაშინ, შორეულ 80–იანებში.


No comments:

Post a Comment