Saturday, January 11, 2014

დიზელის ძრავიანი Abrams-ები

GDLS–მა უკვე დაიწყო ტანკ Abrams–ის დიზელის ძრავაზე გადაყვანის პროგრამა. აშშ–ს არმიამ უკვე მიიღო დიზელისძრავიანი Abrams–ის ერთი ეგზემპლიარი, რომელზეც ექსპულატაციის  ხარჯების შესწავლა მოხდება. თუ ტანკმა გამოცდები წარმატებით დაასრულა, მაშინ ის სავარაუდოდ ECP პროგრამაში იქნება ჩართული.


ტანკ Abrams-ი აირტურბინული AGT-1500 ნაცვლად, გერმანული წარმოების, დიზელის, 1630ც/ძ–ან ძრავა MB–883 მიიღებს. რომელიც უფრო კომპაქტური, უფრო ეკონომიური (50% ნაკლები წვა) და უფრო მძლავრია (AGT–1500–სს 1500ც/ძ აქვს). ამას გარდა ძრავა უფრო ნაკლებ სითბიურ კვალსა და გამონაბოლქვს გამოჰყოფს.

P.S. ზოგიერთი ცნობა სატანკო ძრავების საწვავის ხარჯვის შესახებ:
საბერძნეთის ტენდერში გამოვლენილი სვლის მარაგი:

  • Abrams - 365კმ (ავიანავთი – 1909,2ლტ)
  • Leopard-2A5 - 375კმ (დიზელი – 1160ლტ)

შვედეთის ტენდერში გამოვლენილი საწვავის ხარჯი:
Abrams M1A2 (აირტურბინული AGT-1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3800კმ
  2. დახარჯა – 56488 ლტ. საწვავი


Leopard-2A5 (დიზელი MB–873)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3730კმ
  2. დახარჯა – 26874 ლტ. საწვავი


Leclerc (ჰიბრიდული V8X 1500)

  1. გამოცდებისას გაიარა – 3000კმ
  2. დახარჯა – 41400 ლტ. საწვავი
წყარო – Project "Stridsvagn Ny"


როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს:
  • ბერძნულ კონკურსში Leopard-2A5–მა 40% ნაკლები საწვავით 10 კილომეტრით მეტი გაიარა ვიდრე აბრამსმა. კილომეტრზე ამერიკულმა ტანკმა 5,23ლტ ხოლო გერმანულმა 3,1ლტ წვა აჩვენეს (გარბენა ცენტრალურ მაგისტრალზე, მოასფალტებულ გზაზე განხორციელდა).
  • შვედეთის კონკურსში – Abrams M1A2–მა კილომეტრზე 14,86ლტ/კმ წვა აჩვენა, Leopard-2A5–ის ხარჯვა 7,2ლტ/კმ იყო, ხოლო ჰიბრიდულმა Leclerc–მა კილომეტრზე 13,8ლტ დაწვა საშუალოდ (გარბენა უგზოობაზე განხორციელდა).

როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს ამერიკული აირტურბინული ძრავა გერმანული დიზელის ძრავასთან შედარებით საშუალოდ 40–45% მეტ საწვავს წვავს, რაც თავისთავად ლოჯისტიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
ამ პრობლემება თავი ნათლად იჩინა 2003 წელს, როცა ამერიკის ჯავშანსატანკო ჯარები ერაყში შეიჭრნენ და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საწვავ გამმართველი მანქანები ვერ ასწრებდნენ ტანკებისთვის საწვავის მიტანას და მის გამო სატანკო ჯარებს ლოდინი და შეტევის შეჩერება ან შენელება უწევდათ. ხშირად საწვავით გამართვას უშუალოდ ბრძოლის ველზე ახდენდნენ, რათა დრო დაეზოგათ.


გერმანული ძრავა ასევე დიდ მოგებას იძლევა ზომებში. ქვემოთ მოყვანილ ფოტოსურათზე ჩანს Abrams–ის ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება, რომელზეც გერმანული ძრავა, MB–883 არის მიხატული. ჩანს რომ გერმანული ძრავა თითქმის ერთი მეტრით მოკლეა.


არანაკლებ მნიშვნელოვანია სითბური კვალიც – ვიდეოში Abrams–ის სითბური გამოსახულებაა ნაჩვენები. ჩანს თუ როგორ ტოვებს გავარვარებულ კუდს ტანკი ქვიშაში გავლისას (გამონაბოლქვი ჰაერში აწეულ ქვიშას აცხელებს და ტანკი მეტეორივით კუდს იკეთებს).

No comments:

Post a Comment