Tuesday, September 30, 2014

დონეცკის საერთაშორისო აეროპორტი – უკრაინული ბრესტის ციხესიმაგრე


ბოლო ორი დღეღამის განმავლობაში აქ ტერორისტების ორი იერიში მოიგერიეს. დონეცკის აეროპორტის დამცველები – რეგულარული და მოხალისეთა ქვედანაყოფები, ურთულეს პირობებში იგერიებენ პრორუსი ტერორისტების იერიშებს. მოწინააღმდეგემ მათ, მათი მედეგობის გამო, "კიბორგები" შეარქვა.
– დონეცკის აეროპორტში უსაფრთხოდ მისვლა მხოლოდ ჯავშანმანქანით შეიძლება. თუმცა გასავლელი სულ რამდენიმე კილომეტრია. აქ ტერორისტთა დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ და მუდმივად ახორციელებენ ტერიოტრიის გაცხრილვას.
"ჯავშნის გარეშე აეროპორტში მიღწევა შეუძლებელია. ჩვენი მოსვლისთანავე მოწინააღმდეგე იწყებს სროლას", – ასეთია ოკუპირებული დონეცკის რეალობა.
"აქ მუდმივად ისვრიან შევენების გარეშე. გესმით? დაგვინახეს, რო გამოვედით და დაიწყეს ნაღმების სროლას. მაგრამ არაუშავს, ცხოვრება შეიძლება", – ყვება აეროპორტის ერთ–ერთი დამცველი.

აეროპორტის ტერიტორიაზე დახოცილი ტერორისტების გვამებია მოფენილი. უკრაინელმა ძალოვნებმა პრორუს სეპარატისტებს შესთავაზეს გვამების წაღება – ცეცხლის შეწყვეტის გარანტიაც კი მისცეს. მაგრამ რუსებმა უარი განაცხადეს (ძალიან ნაცნობი სიტუაციაა – რუსებს თავისები ფეხებზე ჰკიდიათ და მათთვის საბრძოლო ღირსება უცნობია). განსაკუთრები ბევრი გვამია სადისპეჩერო კოშკთან. ამ კოშკისთვის გამუდმებითი ბრძოლებია.
"კოშკი მნიშვნელოვანია იმით, რომ გაბატონებული სიმაღლე გააჩნია. აქედან ყველაფრის კონტროლი შეიძლება", – ყვება მებრძოლი.

დაწვრილებითი ვიდეოსიუჟეტი აეროპორტიდან
ამ აეროპრიტისთვის ბრძოლა ბოლო 4 თვეა არ შეჩერებულა – თავიდან რუსი ტერორისტები და დაქირავებული მებრძოლები რუსი ოფიცრების ხელმძღვანელობით, ცდილობდნენ აეროპორტის აღებას, მაგრამ წარუმატებლად. ბოლო ორი თვეა მათ დასახმარებლად რუსული რეგულარული ნაწილებიც გადაისროლეს – მაგრამ უკრაინელები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ფეხსაც არ იცვლიან აეროპორტიდან.

No comments:

Post a Comment