ჯონ ბაიდენის მაროკოში, უკრაინასა და თურქეთში ვიზიტისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა: ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გეგმავს უკრაინას სამხედრო დახმარება გაუზარდოს და იმედი აქვს რომ კონგრესი 2015 ფინანსური წლისთვის ბიუჯეტიდან ამ მიზნებისთვის დამატებით თანხებს გამოყოფს.
როგორც ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა – აშშ გაფართოებს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების სფეროში. პირველი სამი ცალი კონტრნაღმტყორცნული რადარი ამერიკამ უკვე გადასცა უკრაინის არმიას, მალე დანარჩენებიც გადაეცემა.
უკრაინას ასევე გადაეცემა გარკვეული რაოდენობის აღჭურვილობა, პენტაგონის არსენალში მყოფი ჭარბი მარაგებიდან საარმიო ავტომობილები, მათ შორის ყველგანმავალი HMMWV–ეები. აშშ–მ უკვე გამოყო 100 მილიონი დოლარი და გეგმავს დახარჯოს ათობით მილიონი უკრაინის არმიის გასაწვრთნელად. დაგეგმილი დაფინანსება კონგრესის განხილვაზეა გამოტანილი. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა რომ უკრაინას დახმარება ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა აღმოუჩინოს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–მდივანმა განაცხადა – შეერთებულ შტატებს არ ძალუძს უზრუნველყოს შესაბამისი დახმარება და ამიტომ მოელის რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპა მიიღებენ ამაში მონაწილეობას. კიევისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ განცახდება ვაშინგტონში, ბაიდენის ვიზიტის დროს გაკეთდა, რაზეც მოსკოვმა ეგრევე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა რომ თავდასხმითი იარაღის გადაცემა 17 აპრილის ჟენევის ხელშეკრულების დარღვევა იქნება.
წყარო:
No comments:
Post a Comment