ჩინურმა მასმედიამ გამოაქვეყნა ჩინური პერსპექტიული სამხედრო–სატრანსპორტო თვითმნფრინავის, Y-20–ის (საბორტე ნომერი "783"), მეორე პროტოტიპის ფოტოსურათები. თვითმფრინავი სამხრეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ჩჟუჰაიში ჩაფრინდა, სადაც მომდევნო კვირას ავიასალონი უნდა გაიმართოს.
თვითმფრინავი Y-20 დააპროექტა და ააწყო ჩინეთის ავიამშენებელმა საწარმოო Xi'an Aircraft Industrial Corporation–მა (ХАС), რომელიც იანლანში (სინაი, შენსის პროვინცია) მდებარეობს. Y-20–ის პირველმა საფრენმა პროტოტიპმა (საბორტე ნომერი "20001") პირველი ფრენა XAC–ის ქარხნული აეროდრომიდან 2013 წლის 26 იანვარს განახორციელა. მეორე საფრენმა პროტოტიპმა (თავდაპირველი საბორტე ნომერი "20002") პირველი ფრენა 2013 წლის 14 დეკემბერს განახორციელა. 2014 წლის ივლისში Y-20–ის მეორე პროტოტიპი "სახელმწიფო გამოცდების" განსახორციელებლად ჩინეთის საფრენოსნო–საგამოცდო ცენტრ CTFE–ს გადაეცა. გადაცემის შემდეგ თვითმფრინავი მუქ–ნაცრისფრად იქნა გადაღებილი და მას საბორტე ნომერი "783" მიენიჭა.
No comments:
Post a Comment