Saturday, January 17, 2015

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ ევროპაში NATO–ს სწავლებაში მონაწილების მისაღებად დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. ფოტოზე ბრიტანელი და პოლონელი ჯარისკაცები პოლონურ Leopard-2A4–ს ათვალიერებენ:

ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში NATO–ს სამხედრო თამაშების მხარდასაჭერად დამატებით 1000 სამხედროს გააგზავნის. როგორც ცნობილია ალიანის რეგიონში ცდილობს ძალის დემონსტრაცია მოახდინოს, რათა რუსული აგრესია შეაკავოს.
შარშან უელსში გამართულ ალიანსის სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რეგიონში ბრიტანელი ჯარისკაცების რაოდენობა 2200 კაცამდე გაიზრდება.
ამ წელს ყველაზე დიდ სამხედრო სწავლება სახელწოდებით "დრაკონი" (Exercise Dragon) პოლონეთში, სექტემბრის თვეში გაიმართება და მასში პოლონურ არმიასთან ერთად 1000 ბრიტანელი ჯარისკაცი და 300 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
წლის განმავლობაში ბრიტანეთი ასევე გააგზავნის ჯარებს ბალტიისპირეთში, ბულგარეთში და გერმანიაში. 
პრემიერ მინისტრის მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადების თანახმად, სამეფო ფლოტის ოპერატიული ჯგუფი შემოდგომის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს ბალტიის ზღვაში გამართულ სწავლებაში.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მისი ჯარების გააქტიურების ფონზე NATO–ს აღმოსავლეთით მდებარე წევრებმა ალიანსს დახმარებისკენ მოუწოდეს.
სამხედრო კავშირმა უარი განაცხადა პოლონეთში, ესტონესა და ლიტვაში შემაკავებელი ფაქტორის სახით ჯარების მუდმივ განთავსებაზე, თუმცა დათანხმდა სწავლებების კარუსელზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ჯარების ფაქტიურად მუდმივ ყოფნას უზრუნველყოს.
2014 წლის ნოემბერში, 1300–ზე მეტმა ბრტიანელმა ჯარისკაცმა და 100–ზე მეტმა ჯავშანტექნიკამ (მათ შორის ტანკებმა Challenger–2 და ქსმ Warrior–ებმა) მონაწილეობა მიიღეს ბრიტანულ/პოლონურ სწავლება "შავ არწივში" (BLACK EAGLE), რომელიც პოლონეთის დასავლეთ რეგიონში გაიმართა. სწავლების შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი – ბრიტანული ჯავშანი პოლონეთში და ბრიტანულ–პოლონური სწავლება "Black Eagle–2014".



წყარო:
British Ministry of Defense will send 1,000 additional troops for NATO exercise in Eastern Europe.

No comments:

Post a Comment