Monday, August 6, 2018

ფრანგული არმია Leclerc-ების მოდერნიზაციას იწყებს

საფრანგეთის არმიის 2019-2025 წლების საბიუჯეტო მონაკვეთში ჩადებულია 100 ცალი Leclerc-ის XLR ვერსიაში მოდერნიზაცია. ამჟამად ფრანგულ არმიას სულ 400 ცალამდე Leclerc-ის ტიპის ტანკი ყავს.
აღნიშნული პროგრამის შესახებ ბლოგზე ორი წლის წინ უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია ბმულზე - საფრანგეთი მოდერნიზირებული Leclerc-ების რაოდენობას ზრდის
მოდერნიზაციის პროგრამა 2015 წელს ჩაეშვა. ის ტანკების საცეცხლე ძალის და დაცვის გაუმჯობისკენაა მიმართული. მისი რეალიზაციისთვის ფრანგულმა მხარემ 330 მილიონი ევრო გამოყო. გეგმების თანახმად 2020 წლისათვის, ამჟამად საფრანგეთის არმიის სამსახურში მყოფი 200 ცალი ტანკი Leclerc Renove და 18 ცალი სარემონტო საევაკუაციო მანქანა DCL Renove იქნება მოდერნიზირებული.

მოდერნიზაციის შედეგბად მათი ექსპულატაციის ხანგრძლივობა 2040 წლამდე გაგრძელდება.

Leclerc Renove-ს მოდერნიზაცია საფრანგეთის არმიის მოდერნიზაციის, ეგრეთ წოდებული Scorpion-ის, პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

პროგრამის თანახმად , Leclerc Renove შემდეგ გაუმჯობესებებს განიცდის:
  • ახალი საინფორმაციო მენეჯმენტის სისტემა SICS (système d’information et de commandement Scorpion), რომელსაც შეეძლება ერთიან ქსელში ეფექტურად იმუშაოს მართვისა და ხელმძღვანელობის პერსპექტიულ სისტემის, GTIA Scorpion-ის, ყველა კომპონენტთან.
  • ტანკზე დაყენდება ახალი ციფრული კავშირგაბმუჯლობის სისტემები, რომელსაც  პროგრამა CONTACT (COmmunications Numériques TACtiques et de ThéâtrE - ციფრული და ტაქტიკური კავშირი საბრძოლო მოქმედებების თეატრზე) ფარგლებში კომპანია Thales ქმნის. პროგრამაზე მუშაობა, 2012 წელს, DGA-ას გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
  • განახლდება საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ვეტრონიკა და სისტემა "ჩემი-სხვისი".
  • სროლის ასათვისებლად განკუთვნილი ჩაშენებული ლაზერული აღჭურვილობა.
  • 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვწვით აღჭურვილი, დისტანციურად მართვადი, მსაბრძოლო მოდული, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის ველზე წრიულ დაკვირვებას და თავდაცვას.
  • თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობბილობებისგან თავდასაცავად განკუთვნილ ხარვეზების დამდგმელ აღჭურვილობას.
  • ნაღმმდგარდობის დამატებითი დაცვის კომპლექტი.
  • ყუმბარმტყორცნებისგან დაცვის დამატებითი კომპლექტი, რომელიც შეიცავს დასაკიდ დინამიკურ დაცვას, ცხაურებიან დაცვას და რბილ დაცვას, რომელიც რბილად, აფეთქების გარეშე, ამუხრუჭებს მოფრენილ რაკეტას.

შემქმნელი კომპანიის, Nexter-ის, თანახმად - ტანკზე გამოყენებულმა ყველა ელემენტმა საბრძოლო შემოწმება გაიარეს.

Leclerc-ის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა, დაცვის ჩამოსაკიდი კომპლექტების ხარჯზე მოხდება, რომელთა დაყენებაც უშუალოდ ბრძოლის წინ იქნება შესაძლებელი. ეს მკომპლექტი შეიცავს რამდენიმე პაკეტს, ის უზრუნველყოფს ან თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან და ნაღმებისგან დაცვას, ან ხელის ყუმბარმტყორცნებისგან გაზრდილ დაცვას. მასში ასევე შედის რადიომართვადი ნაღმებისთვის ხარვეზების დამდგმელი სისტემა, Barage IED.

Leclerc-ზე დაყენებული, Nexter Systems-ის მიერ შექმნილი, 120 მილიმეტრიანი, გლუვლულიანი ქვემეხი, F1 შენარჩუნდება და არსებული ჭურვების ნომენკლატურას ახალი ტიპის მსხვრევად-ფუგასური ჭურვი შეემატება, რომლის შექმნაზეც ამჟამად Nexter Systems მუშაობს და მისი აღნიშვნა 120mm HE M3M სახელწოდებით ხდება. ახალ ჭურვს აფეთქების რამდენიმე რეჟიმი ექნება - მოხვედრისას მყისიერი აფეთქება, შეყოვნებული აფეთქება და საჰაერო აფეთქება.

წყარო:

No comments:

Post a Comment