Showing posts with label Грифель. Show all posts
Showing posts with label Грифель. Show all posts

Thursday, March 21, 2013

ახალი რუსული სატანკო ჭურვები "Свинец", "Грифель" და სხვები

გასული წლის ზაფხულში ვწერდით რუსეთის ჯავშანტექნიკის საგამოცდო ცენტრში გადაღებული უცნობი ჭურვის წამყვან მოწყობილობაზე – დასავლეთის სატანკო ჭურვები რუსების ხელში.  მაშინ ჯერ გაურკვეველი იყო თუ რა ჭურვის დეტალებთან გვქონდა საქმე, ამჯერად ეს ამოცანა ამოხსნილია – ინტერნეტ–ფორუმ СИЛА РОССИИ–ზე გამოქვეყნდა ახალი რუსული 125მმ–ნი სატანკო ჭურვების ფოტოსურათები, რომელთა დახმარებითაც არაა ძნელი იმის გარკვევა თუ რომელი ჭურვის დეტალების ფოტოები გავრცელდა შარშან:

ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Грифель–1&2" და მსხვრევად ფუგასური "Грифель–3"

ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი "Ссвинец–1&2"

როგორც ცნობილია დღეს–დღეობით რუსული არმიის ყველაზე თანამედროვე მასიურ ქვეკალიბრული ჭურვს 3ВБМ-17 Манго წარმოადგენს, რომელიც სერიაში 1986 წელს იქნა ჩაშვებული და მისი ჯავშანგამტანობა 60 გრადუსიანი კუთხით სავარაუდოდ 430მმ–ს უტოლდება.
ზემოთ მოყვანილ ფოტოებზე გამოსახულია ამ სფეროში რუსეთის სამხედრო საწარმოო კომპლექსის უკანასკნელი მიღწევები – "Ссвинец–1&2", "Грифель–1&2". ამ ჭურვების ჯავშანგამტანობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის დაანგარიშებით "Ссвинец–2"–ს შემეგი გამტანობა გააჩნია:
2km V=1580, P(60)=730, P(0)=624 
2km V=1490, P(60)=700, P(0)=600

ორი ვარიანტის არსებობა ჭურვის საწყისი სიჩქარის ზუსტი მონაცემების არქონამ გამოიწვია. როგორც დაანგარიშებიდან ჩანს "Ссвинец–2"–ს 60 გრადუსიანი კუთხით 700–730მმ ჰომოგენური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია, ხოლო 0 გრადუსზე ეს მონაცემები 600–624მმ–ს ტოლია. ეს გამტანობა 90–იანი წლების დასავლური ჭურვების (მაგალითად გერმანული DM-53 და ამერიკული M-829A2) ანალოგიურია. მაგრამ აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც რომ "Грифель–1&2"–ს უფრო მეტი სიგრძე აქვს და მისი გამტანობაც გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ასევე უცნობია რამდენად სერიულებია ეს ჭურვები, ჟურნალ "ТиВ"–ის 2009 წლის მე–10 ნომრის სტატიის მიხედვით იმ დროს შემდეგი მონაცემები არსებობდა:
"რუსული ტანკების საცეცხლე ძალის გაზრდა გათვალისწინებულია საბრძოლო კომპლექტში ახალი, ეგრეთ წოდებული "გრძელი" (L=740 მმ) ჭურვების შეყვანით. ქვეკალიბრულ 3БМ42 "Манго"–თი აღჭურვილი გასროლა 3ВБМ17–ის ნაცვლად მიღებული იქნება გაზრდილი სიმძლავრის მქონე 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ22 და 3БМ60 "Свинец-2"–ით აღჭურვილი გასროლა 3ВБМ23. ამ ჭურვების გამოყენება გამტანობასთან ერთად ეფექტური სროლის მანძილსაც ზრდის".
P.S. ახალი რუსული ჭურვები Т-90А-ს ტექნიკური აღწერილობის თანახმად მუხტ 4Ж96–ს მოიხმარენ.
ამგვარად არაა გამორიცხული რომ ახალი გასროლები უკვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შემოზიდული იყოს.
რაც შეეხება თვითონ შარშანდელ ფოტოებს – ყველაზე სავარაუდოდ მასზე ერთ–ერთი "Грифель"–ია გამოსახული.
Свинец–1 (ან 2) ასევე გამოჩნდა რუსეთი ფედერაციის "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" (Научно-исследовательский машиностроительный институт) 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში:

სავარაუდოდ "Свинец"–ის აწყობის პროცესი (კადრები ინსტიტუტისადმი მიძღვნილი ვიდეოდან. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე – К 80-летнему юбилею НИМИ)


თვითონ "Свинец"–ისა და "Грифель"–ის ფოტოები "მანქანათმშენებლობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის" 80 წლის იუბილესამი მიძღვნილი წიგნიდანაა. წიგნში ასევე შესულია შემდეგი საინტერესო სატანკო ჭურვები:

პირდაპირი ჭავლის რეაქტიულ ძრავიანი სატანკო 125მმ–ნი ქვეკალიბრული ჭურვები

ქვეკალიბრული ჭურვი 3ВБМ-11 "Надежда"

ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ "Заступ"–ით აღჭურვილი 115მმ–ნი გასროლა

 ქვეკალიბრულ–ჯავშანგამტანი ჭურვ 3БМ20 "Изомер"–ით აღჭურვილი 100მმ–ნი გასროლა 3УБМ8

ქვემეხ М-62Т2С–ისთვის განკუთვნილი 122მმ–ნი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვი