Showing posts with label Т-90МС. Show all posts
Showing posts with label Т-90МС. Show all posts

Sunday, March 12, 2017

ირანში ტანკ Karrar-ის სერიული წარმოება დაიწყო


დღეს, 12 მარტს, ირანში უახლესი ტანკი, "Karrar" წარადგინეს, რაც თარგმანში "მოიერიშეს/შემტევს" ნიშნავს. დღესვე ამ ტანკის სერიული წარმოება დაიწყო.
ტანკის პრეზენტაციას ესწრებოდა ირანის თავდაცვის მინისტრი, ჰოსეინ დეჰგანი. მანქანის სერიული წარმოება ლურისტანის პროვინციაში არსებულ ქარხანა "ბენი ჰაშემში" დაიწყეს. ქარხანა ჯავშანტექნიკის წარმოებაზეა სპეციალიზირებული. როგორც ირანის საინფორმაციო სააგენტოები Fars და Tasnim იუწყებიან, ახალი ტანკი ყველა თანამედროვე მოწყობილობებითაა აღჭურვილი, მათ შორის თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით, დამიზნებისა და სამიზნის აღმოჩენის სისტემებით და ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან დაცვის კომპლექსით.
Karrar-ს შეუძლია მოძრაობაში და გაჩერებულ მდგომარეობაში აწარმოოს დამიზნებული ცეცხლის მოძრავ და უძრავ სამიზნეებზე, გადალახოს რთული წინაღობები და უზრუნველყოს ეკიპაჟის დაცვა. დეჰგანმა ახალ ტანკს ირანის არმიის სიმძლავრის სიმბოლო უწოდა.
ტანკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ როგორც ვიდეოდან ჩანს მანქანა ირანული წარმოების 125მმ-ნი ქვემეხით არის აღჭურვილი, კორპუსისა და კოშკურის დაცვას სავარაუდოდ ორმაგი დინამიკური დაცვა (სიქით თუ ვიმსჯელებთ) და ცხაურები უზრუნველყოფენ. ტანკი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ცნობილი რუსულ ტანკს, T-90МС. თუმცა მისგან განსხვავებით, ირანული ტანკი Т-72-ის მოდერნიზაციაა. ასევე აღსანიშნავია რომ, ირანული ტანკი შედუღებული კოშკურითაა აღჭურვილი







Saturday, January 14, 2017

Т-90 Прорыв-3 - რუსეთის არმიის Т-90А-ს ახალი ვარიანტი

Т-90 Прорыв-3 - ეს რუსეთის არმიის Т-90А-ს მოდერნიზაციის ახალი ვარიანტია, ძირითადი გაუმჯობესებები Т-90МС-ის პროგრამიდანაა გადმოტანილი, თუმცა სხვაობებიც ბევრია. მაგალითად პანოარამა და დისტანციური მოდული მეთაურის სარქველის წინაა, დამატებულია საკვამლე მორტირები მემიზნის სამიზნის მარცხენა გვერდზე, წინა ფრთაზე რაღაცა დინამიკური დაცვის მაგვარი ბლოკი აყენია, კოშკურის დინამიკური დაცვის ბლოკებზე ცხაურებია ჯაჭვებზე ჩამოკიდებული (კოშკურის ყელის დასაცავად). 


Friday, November 18, 2016

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთისგან 464 ცალი ტანკ Т-90МС შესყიდვის ნებართვა გასცა


როგორც ინდოეთის მასმედია იუწყება, ინდოეთის ტავდაცვითი შესყიდვების საბჭომ, რომელსაც ინდოეთის თავდაცვის მინისტრი მანოჰარომ პარრიკარი ხელმძღვანელობს, თავის 2016 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე რუსეთში 464 ცალი ტანკ Т-90МС შესყიდვის ნებართვა გასცა. აღსანიშნავია რომ, ინდოეთის არმიის მიერ 464 ცალი უახლესი რუსული ტანკის, Т-90МС  -ის შესყიდვის განზრახვის შესახებ ინფორმაცია პირველად „ურალვაგონზავოდის“ საიტზე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა.
ტანკ Т-90МС სანქცირებული შესყიდვის ღირებულება, როგოც მანამდე იყო გახმოვანებული, 13488 ქოორ რუპიას (მიახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. გაზეთ “The Times of India” ცნობის მიხედვით 464 ცალი Т-90МС-ის შესყიდვა 2006 წელს მიღეწული ხელშეკრულების კონვერტაციით მოხდება, რომლის თანახმადაც ინდოეთს ავადიში, Heavy Vehicles Factory (HVF)-ში 1000 ცალი Т-90С-ის ლიცენზირებული წარმოების უფლება გადაეცა (შესაბამისად 536 ცალი Т-90С  და 464 ცალი Т-90МС იქნება აწყობილია). ამ შეტყობინების ნამდვილობა ჯერ გაურკვეველია.

წყარო:

Monday, November 10, 2014

უბრალოდ Т-90МС

რუსული ტანკმშენებლობის სიამაყე Т-90МС. დაწვრილებით მანქანის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – T-90 «Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი

ფოტოების წყარო:

Friday, February 15, 2013

IDEX-2013-ზე ურალის ვაგონმშენებელი ქარხანა მოდერნიზირებულ Т-90С წარადგენს


მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის სამხედრო ტექნიკა უკვე ჩაყვანილია არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს გამოფენა IDEX–2013–ში. 17–დან 21 თებერვლამდე აბუ–დაბიში ახალ ფერებში შეღებილი საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор» და მოდერნიზირებული Т-90С და ასევე სხვა ტექნიკის ნამდვილი თუ სამაკეტო მოდელები იქნება გამოფენილი.
Т-90С არა ერთხელ გამოსულა საერთაშორისო გამოფენებზე, თუმცა ამჯერად ის პირველად მოახდენს თავისი სავალი და საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას.  
გამოფენაზე ურალის ვაგონმშენებელი ქარხნის დივიზიონში შემავალი შემდეგი კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას – ОАО «Завод №9», (ქ. ეკატერინბუირგი), ОАО «Уралтрансмаш», (ქ. ეკატერინბუირგი), ООО «ЧТЗ-Уралтрак», (ქ. ჩელიაბინსკი), ОАО «Электромашина», (ქ. ჩელიაბინსკი), ОАО «КБТМ» (ქ. ომსკი), ОАО «Спецмаш» (ქ. სანკტ–პეტერბურგი).
ასევე აღსანიშნავია ОАО «ЦНИИ «Буревестник»–ის მიერ გამოტანილი სპეც ტექნიკაც. როგორც ცნობილია აღნიშნული კომპანია ერთად–ერთია ურალის ვაგონმშენებელი კორპორაციის შემადგენლობაში, რომელიც სააზღვაო თემატიკითაა დაკავებული. გამოფენაზე კომპანია წარადგენს – 100მმ–იან სახომალდო საასრტილერიო დანადგარ А–190–ის და 57მმ–იან სახომალდო ქვემეს А-220М–ის 1:15 მაშტაბის მოდელებს.




წყარო: