Showing posts with label Уралвагонзавод. Show all posts
Showing posts with label Уралвагонзавод. Show all posts

Friday, September 2, 2016

120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსი" (Флокс)


"სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "ურალვაგონზავოდის"" მდივან-მოადგილემ სოციალურ ქსელ www.facebook.com-ში ახალი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსის" ფოტოები განათავსა. საარტილერიო დანადგარი სააქციონერო საზოგადოება "ბურევეტსნიკის" ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" მიერაა შემუშავებული და შექმნილი. დანადგარის ოფიციალური დემონსტრირება გამოფენა "Армия-2016"-ზე განხორციელდება.

120 მილიმეტრიანი ავტომატიზირებული ქვემეხი "ფლოკსი" შეჯავშნულ, 6x6 სავალი ნაწილის მქონე "Урал-ВВ"-ზეა განთავსებული. მანქანის შეჯავშნული კაბინის სახურავზე 12,7მმ-ნი დისტანციური საბრძოლო მოდულია დამონტაჟებული. მართვადი იარაღისგან დაცვას ლაზერული დასხივების აღმომჩენი და ხარვეზების დამდგმელი აპარატურა უზრუნველყოფს.


წყარო:

Thursday, June 2, 2016

რუსულ-ყაზახურ-სამხრეთაფრიკული ჯტრ-ის პრემიერა KADEX-2016-ზე



დღეს საღამოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გამოფენა KADEX-2016-ზე, ქვეყნის პრეზიდენტ, ნურსულტან ნაზარბაევის თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში "ურალვაგონზავოდის" ("Уралвагонзавод") და კომპანია "Kazakhstan Paramount Engineering"-ის ერთობლივი ნაწარმი - 8х8 სავალი ფორმულის მქონე ჯტრ "ბარის"-ი (Барыс) წარადგინეს. მანქანაზე "ურალვაგონზავოდის" 57მმ-ნი ავტომატური საარტილერიო დანადგარი, АУ-220М არის დამონტაჟებული

დანადგარის ძირითადი მახასიათებლები:
- სროლის მანძილი 12კმ
- სწრაფსროლა 120 გასროლა წუთში
- სროლის სექტორი ჰორიზონტალურად 360 გრადუსი
- სროლის სექტორი ვერტიკალურად -5-დან +75 გრადუსამდე



Tuesday, April 29, 2014

ცოტა УВЗ - Объект-186 და Т-72БУ

რამოდენიმე საინტერესო ფოტო წიგნიდან Т-72/90 опыт создания отечественных основных боевых танков, რომელიც УВЗ–ს მიერაა გამოცემული.

ფოტოეზე გამოსახულია შედუღებულ კოშკურიანი Объект–186 (მანამდე პირველ შედუღებულ კოშკურიან ტანკად УВЗ–ში Объект–187 ითველობდა, მის შესახებ ნახეთ შემდეგ ბმულებზე – T-90 და«Владимир»-ძირითადი საბრძოლო ტანკი და ჯავშანტექნიკის ექსპერიმენტალური მოდელები)

125მმ–ნი ქვემეხი 2А66 "Анкер" (Д-91Т) აღჭურვილი Объектом–188  (იმ მომენტში Т-72БУ, შემდეგში უკვე Т-90)

Saturday, May 18, 2013

დღის ფოტო – Т-90С–ის ეკიპაჟი

პერუში მიმდინარე გამოფენა SITDEF 2013–ზე რუსული კომპანია "Уралвагонзавод"–ის საგამოფენო სტენდი

Monday, February 18, 2013

მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ი გამოფენა IDEX–2013–ზე


საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор»





როგორც უკვე ვიუწყებოდით მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის სამხედრო ტექნიკა უკვე ჩაყვანილია არაბეთის გაერთიანებულ საემირატოში, სადაც მონაწილეობას ღებულობას გამოფენა IDEX–2013–ში. აბუ–დაბიში წარდგენილი იქნა ახალ ფერებში შეღებილი საცეცხლე მხარდაჭერის საბრძოლო მანქანა «Терминатор» და მოდერნიზირებული Т-90С და ასევე სხვა ტექნიკის ნამდვილი თუ სამაკეტო მოდელები, რომელთა ფოტოებიც ქვევითაა მოყვანილი:

82მმ–ნი ნაღმტყორცნები 2Б24 და 2Б25

100მმ–იან სახომალდო საარტილერიო დანადგარ А–190–ის და 57მმ–იან სახომალდო ქვემეი А-220М–ის 1:15 მაშტაბის მოდელები

მეცნიერულ–საწარმოო კორპორაცია «Уралвагонзавод»–ის შიდა და გარე პავილიონები გამოფენა IDEX–2013–ზე


ჯავშანტექნიკის მოდელები ურალვაგონმშენებელი ქარხნიდან – МТУ-90, ТОС-1А «Солнцепёк», Т-80У, БМПТ

და კიდევ ასეთი მოდელები





წყარო:
Уникальные разработки УВЗ на IDEX-2013