Showing posts with label დუელი. Show all posts
Showing posts with label დუელი. Show all posts

Tuesday, August 20, 2019

ერთი სატანკო დუელის ისტორია - Challeneg-2 ერაყული Т-55 წინააღმდეგ


2003 წლის 6 აპრილს, ერაყში, ქალაქ ბასრაში ოპერირების დროს, ბრიტანეთის არმიის Challenger-2-ს ერაყულმა Т-55-მა, კორპუსის წინა ქვედა დეტალში, 100 მილიმეტრიანი გასროლა ჩაახუტა. წინასწარი დათვალიერებით ერაყული ტანკი მიტოვებული ჩანდა, შესაბამისად ბრიტანელების ეკიპაჟი ამ თავდასხმას არ ელოდა, თუმცა წამებში მოახდინეს რეაგირება და აღნიშნული Т-55-სთვის ეს გასროლა ბოლო გამოდგა - ის ადგილზევე იქნა განადგურებული.

თვითონ მოხვედრამ Challenger-2  უმნიშნელოდ დააზიანა - სრულიად განადგურდა მხოლოდ ROMOR-A ტიპის დინამიკური დაცვის 2 ბლოკი (ის რომელსაც მოხვდა ჭურვი და მის ზემოთ მდებარე მეორე ბლოკი) და დაზიანდა გვერდითი ბლოკები, ტანკს სხვა ზიანი არ განუცდია, ჯავშანი არ გახვრეტილა.

ფოტოზე კარგად ჩანს დინამიკურიდ აცვის განადგურებული და დაზიანებული ბლოკები

იგივე ფოტო ნათელი ფილტრებით

შემთხვევის აღწერა ბრიტანულ პრესაში


Thursday, October 17, 2013

დუელი Т-72 vs РПГ-7


საკამოდ საინტერესო ვიდეო ANNA–სგან სირიაში განვითარებული ბრძოლების შესახებ. ვიდეოში ასახულია სირიის არმიის ტანკისა და ტერორისტის დუელი. ტერორისტს აშკარად არ გაუმართლა, მოკლედ თვითონ ნახეთ: