ინტერნეტში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი როგოზინის "Мотовилихинские заводы"–ში 2012 წლის 20 ივლისს ვიზიტისას გადაღებული პერსპექტიული ჯავშან და არტ ტექნიკის მოდელების ხარისხიანი ფოტოსურათი (ამ ტექნიკაზე ჩემს ბლოგზეც ვწერდი: რუსეთის პერსპექტიული ჯავშან და არტ სისტემები ).
როგორც აღმოჩნდა მოდელებს შორის არ იყო ახალი რუსული ტანკის, "Армата"–ს მოდელი, ის რაც "Армата"–დ მოიაზრებოდა აღმოჩნდა თვითმავალი საიერიშო ქვემეხი, როგოც მოდელის წინ განთავსებული დაფა მოწმობს მანქანა წარმოადგენს – "боевая артиллерийская машина на унифицированном базовом шасси "Армата".
ალექსეი ხლოპოტოვის ცნობით, მოცემული მანქანა წარმოადგენს საიერიშო მანქანას "Армата"–ს ბაზაზე.
P.S. როგორც სურათიდან ჩანს მანქანა აღჭურვილია ავტომატური ქვემეხით და ავტომატური ყუმბარმტყორცნით – იდეაში მანქანა ყველასთვის ცნობილი БМПТ–ს ნიშას შეავსებს, მაგრამ ამჯერად მისი შეიარაღება უფრო გააზრებულადაა შექმნილი.

