Showing posts with label იორდანია. Show all posts
Showing posts with label იორდანია. Show all posts

Saturday, February 1, 2014

იორდანული ჯტრ–ი Centurion-ის ბაზაზე

IHS Jane's–ი, იორდანიის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა (Jordan Armed Forces – JAF) 4 ცალი მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი (multi-purpose armoured platform – MAP) შეუკვეთა.
მრავალფუნქციური პლატფორმა მეფე აბდალლ–II–ის საკონსტრუქტორო ბიუროს (King Abdullah II Design and Development Bureau – KADDB) იქნა შექმნილი. მანქანის ბაზად აღებულია შეიარაღებიდან მოხსნილი ტანკ Tariq–ი (იგივე Centurion), რომელიც გაცილებით უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს ვიდრე ამჟამად იორდანიის არმიაში არსებული ამერიკული ჯტრ М–113.
KADDB–მა ასევე შეიმუშავა მანქანის სხვადასხვა ვარიანტებიც, ისეთები როგორიცაა თვითმავალი ნაღმტყორცნი და ჭურვების ტრანსპორტიორი.
KADDB–ის გენერალური დირექტორის, Shadi Majali–ს განცხადებით "KADDB–მა იორდანიის არმიის ყოფილი ტანკები იაფად გადააკეთა გაძლიერებულ ჯავშნიან ჯტრ–ებად". როგორც დირექტორმა განაცხადა, მათ ტანკს მოხსნეს კოშკურა, 45სმ–თი გააგანიერეს კორპუსი, გაუკეთეს წინა და უკანა კარებები და გააძლიერეს ჯავშანდაცვა.
იორდანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით  იორდანიის წარმოებისა და მომსახურების სამსახურის (Jordan Manufacturing and Services Solutions – JMSS) მიერ, 2014 წლისათვის შესყიდული იქნებ 4 ცალი მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც საცდელი ექსპულატაციისთვის იორდანიის არმიის მექანიზირებულ ბატალიონს გადაეცემა. მომავალში შეკვეთილი მანქანების რაოდენობა გაიზრდება.
ჯავშანტრანსპორტიორს შეეძლება 2 ეკიპაჟის წევრისა და 11 აღჭურვილი მედესანტის გადაყვანა, რომლებსაც საჭიროებისდამიხედვით წინა ან უკანა კარის გამოყენებით შეეძლება ჩამოქვეითება.


წყარო:

Tuesday, June 4, 2013

РПГ-32–ის საწარმოო ხაზი იორდანიაში

გასულ კვირას იორდანიის დედაქალაქ, ამანთან ახლოს, რუსულმა კორპორაცია "Ростех"–მა ყუმბარმტყორცნ РПГ-32–ის (არაბულად ყუმბარმტყორცნს "ნაშ–შამი" ეწოდება, რაც თარგმანში "არბალეტს" ნიშნავს) საწარმოო ხაზი გახსნა. საწარმოოს წელიწადში 60 ათასი გასროლის გამოშვება შეუძლია. პირველ ეტაპზე იორდანული მხარე მხოლოდ ყუმბარმტყორცნის აწყობით დაკავდება. შემდგომში დაგეგმილია წარმოების მაქსიმალურად ლოკალიზაცია.
გახსნის ცერემონიალს იორდანიის მეფე, აბდალლა–II იბნ ჰუსეინი და "Ростех"–ის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი დაესწრნენ. ჩემეზოვის განცხადებით იორდანიაში საწარმოოს გახსნა რუსეთისთვის წინ გადაგმული ნაბიჯია, რადგანაც რუსულმა საწარმოებმა ნაწარმის გარდა ტექნოლოგიებით ვაჭრობაც დაიწყეს.. რაც შეეხება მეფეს, გახსნის შემდეგ მან თვითონ გამოსცადა ყუმბარმტყორცნი და 500 მეტრზე მიზანი გაანადგურა.
"ნაშ–შაბი" რუსული РПГ-26 და РПГ-27–ის ბაზაზეა შექმნილი. სრულებით აღჭურვილი ყუმბარმტყორცნი 10კგ–ს იწონის (გამშვები მოწყობილობა სამიზნესთან ერთად 3კგ, რაკეტა 7კგ) და აღჭურვილია მოხსნადი ოპტიკური სამიზნით. РПГ-32–ის სროლის მანძილი 160–700 მეტრია. ყუმბარმტყორცნი ორი სახეობის რაკტას მოიხმარს – თერმობარულს და ტანდემურ კუმულაციურს. კუმულაციური ჭურვის ჯავშანგამტანობა დინამიკური დაცვის გავლის შემდეგ 650 მილიმეტრს, ხოლო დინამიკური დაცვის გარეშე კი 1000 მილიმეტრს უდრის. 

დაწვრილებით ყუმბარმტყორცნის შესახებ – РПГ-32

Sunday, May 13, 2012

Eager Lion 2012

იორდანიის ტერიტორიაზე, სირიის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლება Eager Lion 2012, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 17 ქვეყანის 12 000 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის არიან ისეთი ქვეყნების ქვედანაყოფები, როგორებიცაა აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი და სხვები. ამ სწავლების საშუალებით ეს ქვეყნები ცდილობენ შეტყობინება გადასცენ სირიასა და ირანს იმ კოალიციის შესახებ რომლის მოგერიებაც მათ მოუწევს თუ საერთაშორისო მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან.
რუსული სააგენტოების ცნობით სწავლებაში მონაწილეობას ღებულობენ დიდი რაოდენობით სპეც დანიშნულების ქვედანაყოფები, ავიაცია, მოიერიშე ვერტმფრენები და ასევე საზღვაო ძალები, რომლებიც წითელ ზღვაში არიან მობილიზირებულები.
SOCC-ის (Special Operations Command Centra) პრეს სამსახურის წარმომადგენლის,  მაიორ Robert Bockholt-ის განცხადებით სწავლების ტაქტიკური ფაზა დაიწყება 15 მაისს.