Showing posts with label შსს. Show all posts
Showing posts with label შსს. Show all posts

Thursday, May 2, 2019

წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ვერტმფრენს მიიღებს

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლა. საუბრის მსვლელობისას მინისტრმა მრავალ ინფრასტრუქტურულ და ტენოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა - მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერტმფრენების პარკის გაზრდა: 


შსს-ს ვერტმფრენი ყაზბეგში სამაშველო ოპერაციის დროს (ფოტოს წყარო - სამაშველო "რვიანი")

"მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში, დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება როტაციას სასაზღვრო პოლიციის, რომელიც ემსახურება მაგალითად თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციებში მართვის სამსახურს, როდესაც ადამიანი გვიზიანდება მთაში ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ოთხი ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენები იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის გამოისვლის სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე - ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

Monday, May 26, 2014

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა თავისუფლების მოედანზე (vol.3)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა

ებრაული ჯავშან მანქანა "Wolf"

თურქული ჯავშანმანქანა OTOCAR Cobra
თურქული კომპანია OTOCAR–ის მიერ თურქეთში ლიცენზიით წარმოებული Land Rover Defebder-ის შეჯავშნული ვერსია

სამაშველოს თოვლმავალი

დაცვის პოლიციის შეჯავშნული Mersedes

კვადროციკლები

Beretta FS-92

Glock-21 Gen-4

Sig-Sauer P-226

Beretta PX-4

H&K-45

შეიარაღების სტენდი

კრიმინალისტიკური სამსახურის აღჭურვილობის სტენდი

გაგრძელება იქნება!!!

Thursday, April 24, 2014

მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში ამავე რაიონების სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა ცხრამეტმა მოქალაქემ წარმოადგინა და ნებაყოფლობით ჩააბარა 3987 საბრძოლო ვაზნა, 10 ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა სახეობის 227 ცალი ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.

სულ ჩააბარეს: „ეფ-1“-ის ტიპის 14 ცალი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 10 ცალი და „ერ-გე 42“-ის ტიპის 21 ხელყუმბარა; ტანკის 125 მმ კალიბრის 1 ჭურვი; „ერ-კა-გე 3-ემ“-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო 3 ყუმბარა; 7,62 მმ კალიბრის „პე-კა-ტე“-ს ტიპის 1 ტყვიამფრქვევი; 5 გადაჭრილი სანადირო თოფი; „უ-ზე-ერ-გე-ემ“-ის ტიპის 49 ამფეთქი ფალია; 12 საიმიტაციო ელექტროდეტონატორი; სხვადასხვა ტიპის 11 ცალი ჭურვი; სხვადასხვა ტიპის 14 მუხტი; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 მჭიდი; 1 კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი; 1 თვითნაკეთი შაშხანა; 1 თვითნაკეთი პისტოლეტი; „გე-პე-ვე 2“-ის ტიპის 19 ცალი საარტილერიო ჭურვი; 400 გრ ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი; ღამის ხედვის 1 ელექტრომოწყობილობა; 1 ამფეთქი კოჭა; სხვადასხვა ტიპის 26 საკვამლე კოჭა; კუსტარული წესით დამზადებული 11 ცალი ფეთქებადი მოწყობილობა; ცეცხლსასროლი იარაღის 1 ლულა; 20 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის 3 მასრა; 376 გრ ფეთქებადი ნივთიერება დენთი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 3987 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).




ყველაზე საინტერესოა ისაა თუ რად უნდოდა ამ ხალხს ტანკის ქვეკალიბრული ჭურვები და მათი მაკეტები:

წყარო:

P.S. ტექსტში შავად მონიშნული – ამხელა სამინისტრო ხართ, როგორ იწერება ან რა რა არის არ უნდა იცოდეთ?

Sunday, May 26, 2013

შსს–ს ტექნიკის გამოფენა იმეილის შენობასთან

ყველას მოგილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს – ერთიანი და გაძლიერებული გვენახოს ჩვენი საქართველო

მოკლედ დილით ადრე გავედი, თავისუფლების მეტროსთან ჯერ ერთ ჩვენს ნაცნობ კადეტს შევხვდი მოვიკითხე და მერე რუსთაველის მეტროსაკენ ფეხით წამოვედი. მეილის შენობის წინ შსს–ს ტექნიკა იყო გამოფენილი და დათვალიერება მანდედან დავიწყე:

მარცხნიდან მარჯვნივ – სატვირთო მანქანები MAN და STEYR, ჯავშანმანქანები Wolf და Сobra და ყველგანმავალი Toyota HILUX
სატვირთო მანქანა MAN 
სატვირთო მანქანა STEYR
ჯავშანმანქანა Wolf
ჯავშანმანქანა Wolf–ის მოკლე ტექნიკური აღწერილობა
ჯავშანმანქანა Сobra 
ჯავშანმანქანა Сobra–ს მოკლე ტექნიკური აღწერილობა
ყველგანმავალი Toyota HILUX
საპატრულო პოლიციის მოტოციკლეტი
 შსს–ს სამაშველო სამსახური სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი კვადროციკლი