Showing posts with label DDG-1000. Show all posts
Showing posts with label DDG-1000. Show all posts

Friday, October 21, 2016

DDG 1000 Zumwalt აშშ-ს ფლოტს გადაეცა

ბალტიმორში, 2016 წლის 15 ოქტომბერს, განხორციელდა საესკადრო ნაღმოსან DDG 1000 Zumwalt-ის აშშ-ს საზღვაო ფლოტისთვის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. ცერემონიალს აშშ-ს საზღვაო მინისტრი რეი მაბუსი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელი (CNO) ადმირალი ჯონ რიჩარდოსნი დაესწრნენ. აღნიშნული ცერემონიალი ხომალდის აშშ-ს საზღვაო-ძალების რიგებში ჩარიცხვას არ ნიშნავს, რადგანაც ნაღმოსანს ჯერ კიდევ საბრძოლო სისტემების ინტეგრაციისა და გამოცდების ფართო პროგამა აქვს გასავლელი და მისი ფაქტიური სამხედრო მზადყოფნა გეგმის მიხედვით 2018 წელსაა მოსალოდნელი.

ფლოტისტვის ხომალდის გადაცემის ცერემონიალი 
(ხომადლის შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი - 

ახალი თაობის სათაო საესკადრო ნაღმოსან DDG 1000 Zumwalt-ი აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის შტატ მენსში General Dynamics-ის ხომალდამშენებლო კომპანია Bath Iron Works-მა ააგო. ხომალდის აგების 1,4 მილიარდ დოლარიან ხელშეკრულებას ხელი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანიას შორის 2008 წელს მოეწერა ხელი. Zumwalt-ის ფაქტიური მშენებლობა Bath Iron Works-ის ვერფზე 2009 წლის 11 თებერვალს დაიწყო, ხოლო აწყობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2011 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა. ხომალდი გახმაურების გარეშე 2013 წელს იქნა წყალზე ჩაშვებული, ნათლობის ცერემონიალი 2014 წლის 12 აპრილს  ჩატარდა. Zumwalt-ის პირველი ცურვა 2015 წლის 7 დეკემბერს შესდგა. ფორმალურად ხომალდი აშშ-ს საზღვაო ძალებმა 2016 წლის 20 მაისს, ქარხნული გამოცდების შემდეგ მიიღო.
2016 წლის 7 სექტემბერს Zumwalt-მა Bath Iron Works-ის სამშენებლო-ვერფიდან კალიფორნიაში, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, აშშ-ს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, სან დიეგოში, დაიწყო გადასვლა. როგორც ვარაუდობენ, გაჩერებებით, გადასვლა სამ თვეს გასტანს. და სწორედ ამ გადასვლის დროს, 15 ოქტომბერს ბალტიმორში გაჩერების მომენტში მოხდა ხომალდი საზღვაო ძალების რიგებში მიღება. სან დიეგოში მისვლის შემდეგ ხომალდი გამოცდების ფართო პროგამაში ჩაერთვება.
დასაწყისიდანვე ხომალდის ავანგარდულობის გამო პროგრამამ მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეყოვნებები და ღირებულების ზრდა განიცადა და ამჟამად წინასწარ განსაზღვრულ ვადებს სამი წლით ჩამორჩება. სათავო ხომალდის აშენების ღირებულება დღეს 4,4 მილიარდ დოლარს აღწევს.
2009 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო DDG 1000 Zumwalt-ის ტიპის ხომალდების სერიის მხოლოდ სამი ცალი ერთეულის აგების გადაწყვეტილება (წინასწარდაგეგმილი 32 ცალი ნაცვლად). 2010 წლიდან Bath Iron Works-ის ახორციელებს მეორე, იმავე ტიპის ხომალდის, სახელწოდებით DDG 1001 Michael Monsoor-ის მშენებლობას. მისი აწყობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2013 წლის 23 მაისს განხორციელდა, ხოლო წყალზე ჩაშვება 2016 წლის 21 ივნისს. მესამე ხომალდის, სახელწოდებით DDG 1002 Lyndon B. Johnson, მშენებლობა Bath Iron Works-მა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, ხოლო მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონიალი 2015 წლის 4 აპრილს განხორციელდა. დაპროექტების და სამი ხომალდის აშენების პროგრამის მთლიანი ღირებულება ამჟამად 22,5 მილიარდ დოლარს აღწევს.


წყარო:


ცერემონიალის შემდეგ განხორციელებული ავიაჩვენება ხომალდის ფონზე.

Sunday, October 20, 2013

Zumwalt - ახალი ფორმები ზღვაში

გუშინ, 19 ოქტომბერს, დაგეგმილი იყო ამერიკის საზღვაო ძალების შეკვეთით აწყობილი, ახალი თაობის საესკადრო ნაღმოსანის, DDG-1000–ის (მის შესახებ არაერთხელ ვწერდი –USS Zumwalt DDG-1000, რაღაცა «Zumwalt»–ისაგან) ნათლობის ოფიციალური ცერემონია. ეს ცერემონია აშშ–ში არსებული საბიუჯეტო კრიზისი მიზეზით გადაიდო. მაგრამ ახალი ხომალდის ფოტოების დასათვალიერებლად ეს ხელს არ გვიშლის.

წყარო US Navy/General Dynamics Bath Iron Works, ფოტოგრაფი  Michael C. Nutter. დამატებით ფოტოები და ხომალდის აწყობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – Llatest pics of zumwalt.

Sunday, December 23, 2012

USS Zumwalt DDG-1000


Huntington Ingalls Industries–მა 2012 წლის 9 ოქტომბერს დაასრულა და შემკვეთს მიაწოდა დასამონტაჟებლად USS Zumwalt–ის (DDG 1000) 900 ტონიანი საგემბანო ჯიხური.



ჯიხური კომპანიამ, Gulfport–ში (მისისიპის შტატი) სრულებით კომპოზიტური მასალებისგან დაამზადა. ჯიხურის გაგზავნა შტატ მეინში, სადაც General Dynamics–ი 182.88 მეტრი სიგრძის ხომალდის, USS Zumwalt DDG-1000–ის აწყობას ახორციელებს.
ჯიხური წარმოადგენს უნიკალურ კონსტრუქციას, რომელშიც განთავსდება – კაპიტნის ხიდი, რადარები, ანტენები და სხვა მოწყობილობები. ჯიხური სტელს ტექნოლოგიებითაა შექმნილი, რაც მის რადარის შემჩნევადობას საგრძნობლად ამცირებს.
"ეს მსოფლიოში აქამდე აწყობილი ყველაზე დიდი ნახშირბადის კომპოზიტისგან დამზადებული კონსტრუქციაა" – განაცხადა Zumwalt–ის გენერალურმა მენეჯერმა, Steve Sloan–მა. მისივე სიტყვების თანახმად – "კომპანია აწარმოებს შესანიშნავ ნაწარმს, მაქსიმალური ხარისხით".



14 დეკემბერს, ქალაქ Bath–ში მდებარე ვერფზე  განხორციელდა ჯიხურის განთავსება და მონტაჟი Zumwalt–ის კორპუსზე. DDG–1000 ამჟამად 80%–თაა დასრულებული. მისი წყალში ჩაშვება 2013 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი, ფლოტისთვის გადაცემა  – 2014 წელს. პარალელურად მიმდინარეობს იმავე კლასის ორი ნაღმოსანის მშენებლობა (15 000ტ. წყალწვის და 200მ. სიგრძის) – DDG–1001 Mikel Monsur (გადაცემა 2016 წელს) და DDG-1002 Lyndon B. Johnson (გადაცემა 2018 წელს).







Zumwalt–ის კოშკურა

Zumwalt–ის ქვემეხი

მჭიდი

სატისტიკური საცეცხლე გამოცდები

Thursday, November 8, 2012

რაღაცა «Zumwalt»–ისაგან


Zumwalt–ის (DDG-1000) კლასის საესკადრო ნაღმოსანს, რომელსაც ასევე Zumwalt ეწოდება, სამსახურში ჩადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა, მაგრამ Norfolk–ის ნავსადგურის პერსონალს მიეცა იმის საშუალება ენახათ ამ ხომალდის გემბანსზედა დანაშენი, რომელიც მისისიპიდან მეინში გადაჰქონდათ სატვირთო ხომალდით, რომელიც  6 ნოემბერს, ქარიშხალ «Sandy»–ს გამო იძულებული იყო ნავსაყუდელში შესულიყო.