Showing posts with label Singapore Air Show. Show all posts
Showing posts with label Singapore Air Show. Show all posts

Wednesday, February 19, 2014

Mechanised Igla

სინგაპურში მიმდინარე ავიასალონზე გამოტანილი ჰსთ სისტემების შესახებ უკვე ვწერდი – Singapore Airshow-2014 - ჰსთ სისტემები
სინგაპურში, ქვეყნის საჰაერო ძალების 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ავიასალონის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა სსკ "მექანიზირებული იგლა (Mechanised Igla).
АРМС-ТАСС მონაცემების თანახმად, რუსულმა მხარემ სინგაპურის მთავრობასთან, 1997 წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 440 ცალი გსსკ "Игла"–ს მიწოდების შესახებ. კონტრაქტის თანახმად რუსულ მხარეს სინგაპურისთვის, "Игла"–ს რაკეტებისთვის განკუთვნილი 12 ცალი საყრდენ–გამშვები დანადგარი (Опорно-пусковая установка – ОПУ) "Джигит" უნდა მიეწოდებინა და ჩაეტარებინა სამუშაოები ამ მოდულის უცხოურ სატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟი.

Mechanised Igla წარმოადგენს ახლო მანძილის ჰსთ კომპლექსს, რომელიც შესდგება მუხლუხოვანი ჯტრM-113–ისგან, "Стрелец"–ის ორი გამშვები მოდულისგან, თითოში 2 ცალი გსსკ "Игла"–თი, აღმომჩენი რლს–ისგან და დღე–ღამის ნებისმიერ დროს სამოქმედო ოპტიკურ–ელექტრონული სადგურისგან (ოეს).
4 ცალი გსსკ, რლს და ოეს დამონტაჟებულია მობრუნებად კოშკურაზე. თავდაცვის მიზნით მანქანა აღჭურვილია ტყვიამფრქვევით, რომელიც "Стрелец"–ის მარჯვენა გამშვების ქვევითაა განლაგებული.
  • მიზნის დაზიანების მანძლი - 5კმ.
  • გამანადგურებლის აღმოჩენის მანძლი – 14კმ.
  • ვერტმფრენის აღმოჩენის მანძლი – 8კმ.



წყარო:

Tuesday, February 18, 2014

Singapore Airshow-2014 - ჰსთ სისტემები

გსსკ "Игла" მუხლუხოვანი M-113–ის შასიზე, მძიმე გსსკ RBS-70 თვლიანი ჯტრ–ის შასიზე, ბუქსირებადი სსკ I-Hawk და ებრაული თვითმავალი სსკ SpyDer
Singapore Airshow-2014 წარმოდგენილი იქნა ქვეყნის არმიის შეიარაღებაში არსებული ჰსთ სისტემები. სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული ჰსთ სისტემების ასეთი დომხალის ნახვა იშვიათად თუ სადმე შეიძლება.

გსსკ "Игла" მუხლუხოვანი M-113–ის შასიზე
 ებრაული სსკ SpyDer
  მიზნის აღმომჩენი რლს
 Improved Hawk ფრანგული სსკ SAMP/T–ეს შეიარაღებაში მიღებამდე დარჩება მწყობრში
ფრანგული გსსკ Mistral

წყარო:
Выставка Singapore Airshow-2014

Wednesday, February 12, 2014

Singapore Air Show: ახალი Super Heron HF

Super Heron HF
სინგაპურის ავიასალონის ფარგლებში ებრაულმა კომპანია  ΙΑΙ–მ განახორციელა ახალი გაუმჯობესებული უპილოტო საფრენი აპარატის, Super Heron HF–ის პრეზენტაცია. უპილოტოში ძირითად ცვლილებეას 115ც/ძ–ნი Rotax 914–ის ნაცვლად ჩაყენებული იტალიური FIAT–ის დიზელის, 200ც/ძ–ნი ძრავა წარმოადგენს.
ახალი ძრავის დახმარებით უპილოტომ ასაფრენი წონა 1250–დან 1450 კგ–მდე გაზარდა, ასევე გაიზარდა სიჩქარე 115 კვანძიდან (213კმ/სთ) 150 კვანძამდე (277,8კმ/სთ), თუმცა ფრენის ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა – 45 საათი 30 000 ფუნტის (9150მ) სიმაღლეზე.