თავისი წინამობედებისგან Т-90 განსხვავდება იმით, რომ გააჩნია ცეცხლის მართვის ავტომატიზებული კომპლექსი, რომელიც მას საშუალებას აძლევს აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე როგორც საარტილერიო გასროლებით, ასევე მართვადი რაკეტებით. მასზე აყენია ცეცხლის მართვის კომლექსი 1А45Т«Иртыш», რომელიც მემიზნე-ოპერატორს აძლევს საშუალებას აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დღისით და ღამით, უძრავ და მოძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან მოძრავი ტანკიდან როგორც ქვემეხიდან, ასევე მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან და ასევე ტანკის მართვადი იარაღის აპარატურასთან შეთანხმებით მართვადი რაკეტების დამიზნება და სროლა. იარაღის მართვის კომპლექსი ასევე საშუალებას აძლევს მეთაურს დღისით და ღამით, გაჩერებული და მოძრავი ტანკიდან: მისცეს მიზანჩვენება მემიზნე ოპერატორს, აწარმოოს მიზნების ძებნა, აღმოჩენა და იდენტიფიკაცია, აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დუბლირებულ რეჟიმში სახმელეთო მიზნებზე ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან ტანკის ექსპულატაციის ყველა პირობებში და ასევე აწარმოოს ცეცხლი სახმელეთო მიზნებზე სტმ-იდან.
ტანკ Т-90 ცეცხლის მართვის კომპლექს 1А45Т-ის შემადგენლობაში შედის:
• ცეცხლის მართვის ავტომატიზებული სისტემა (ცმს) 1А42.
• ღამის აქტიურ-პასიური სამიზნე კომპლექსი Т01-К01 «Буран-ПА» ან თბოვიზორული Т01-П02Т «Агава-1».
• მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი ПНК-4С.
ცეცხლის მართვის ავტომატიზებული სისტემის 1А42 დახმარებით მემიზნე-ოპერატორი აწარმოებს ეფექტურ დამიზნებულ ცეცხლს ყველა სახის ჭურვებით ტანკის ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან დღისით და ღამით, უძრავ და მოძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან მოძრავი ტანკიდან, მანძილის, ჭურვის სახეობის, მიზნის შედარებითი გადაადგილების, ტანკის სიჩქარისა და დახრის და მეტეობალისტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე მართვის ბლოკის დახმარებით მართვადი რაკეტების სროლას.
ტანკის მეთაურს ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას აძლევს:
• ბრძოლის ველზე მიზნების ძებნის, აღმოჩენის და ამოცნობის.
• მემიზნესთვის მიზანჩვენების.
• დუბლირებულ რეჟიმში დღისით და ღამით, მოძრავი და გაჩერებული ტანკიდან აწარმოოს ცეცხლი ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან.
ავტომატიზირებულ ცმს 1А42 წინამორბედ Т-64Б და Т-80Б ტანკების ცმს-სგან განსხვავებით შეუძლია შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან სროლისას ავტომატურ რეჟიმში გამოითვალოს და გამოიყენოს დამიზნების კუთხე და გვერდითი წინსწრების მონაცემები.
ცმს 1А42 შემადგენლობაში შედის:
• დღის საინფორმაციო-გამომთვლელი კომპლექსი (დსგკ) 1А43;
• შეიარაღების სტაბილიზატორი 2Э42-4 «Жасмин»;
• დენის გარდამქმნელი ПТ-800, რომელსაც გააჩნია სიხშირის და ძაბვის გარდამქმნელი РЧН-3/3.
დღის საინფორმაციო-გამომთვლელი კომპლექსში (დსგკ) 1А43 გაერთიანებულია:
• დამიზნების მანძილმზომ-სამიზნე მოწყობილობა (დმსმ) 1Г46;
• ტანკის ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი (ტბგ) 1В528-1;
• გადამრთველების ბლოკი 1В216;
• სროლის პირობების ავტომატურ გადამწოდთა კომლექსი (ქვემეხის გვერდითი დახრის, მეტეოროლოგიური (მოცულობითი გადამწოდი ДВЕ-БС), ტანკის სიჩქარის და მიზანთან მიმართებაში საკურსო კუთხის გამომთვლელი მოწყობილობები).
დსგკ 1А43 საშუალებას იძლევა სროლის დროს ავტომატურად გამოითვალოს და შეიტანოს შეს-წორებები: მიზნამდე მანძილში, დამიზნების კუთხეში და გვერდით წინსწრებაში, ქარის გვერდით სიჩქარეში, ქვემეხის პოჭოჭიკთა ღერძის დაგვერდების კუთხეში, ჭურვისა და ჰაერის ტემპერატურაში, ატმოსფეროს ბარომეტრულ წნევაში, ქვემეხის ლულის ცვეთაში და ჭურვის სახეობაში. მთელი საჭირო ინფორმაციის შეყვანა ტბგ 1В528-1-ში ხდება ავტომატურად ლაზერული მანძილმზომიდან და ასევე სხვა გადამწოდებებისგან, ასევე ხელით, წინ განლაგებული პანელის პოტენციომეტრების მეშვეობით.
დმსმ 1Г46 წარმოადგენს ცეცხლის მართვის ძირითად ხელსაწყოს, რომელთანაც მუშაობს მემიზნე-ოპერატორი ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოებისას და ასევე მართვადი რაკეტის სროლისას. იგი წარმოადგენს პერისკოპულ დღის სამიზნე-მანძილმზომს, რომელსაც აქვს ხედვის არის ორ სიბრტყეში დამოუკიდებელი სტაბილიზაცია და ზუმის რეგულირების 2,7-დან 12-მდე შესაძლებლობა. კონსტრუქციულად მასში გაერთიანებულია: ოპტიკური სამიზნებელი, იმპულსური ლაზერული მანძილმზომი, მასტაბილიზირებელი ბლოკი და მართვადი რაკეტის დამიზნების სისტემის საინფორმაციო ბლოკი.
დმსმ 1Г46 უზრუნველყოფს: ხედვის არის და საინფორმაციო ლაზერული სხივის ქვემეხისგან დამოუკიდებელ სტაბილიზაციას ორ სიბრტყეში, მიზნამდე მანძილის გაზომვას და მის ინდიკაციას მემიზნის ოკულარში, ასევე გაზომილი ან ხელით შეყვანილი მანძილის შესაბამისი ელექტრონული სიგნალის გამომუშავებას, დამიზნების ხაზსა და ლულის არხის ღერძს შორის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში არსებული განსხვავების კუთხის გაზომვას და მისი პროპორციული ელექტრონული სიგნალის გამომუშავებას კოშკურისა და ქვემეხის დამიზნების ამძრავების მართვისათვის.