ნაწილი მეოთხე
ავტომატური დამტენი
125მმ-იანი ქვემეხის საბრძოლო კომპლექტის 22 ჭურვი მოთავსებულია ავტომატურ დამტენში. T-90-ის ავტომატური დამტენი მცირედი ცვლილებების გარდა ანალოგიურია T-72-ის ავტომატური დამტენისა. ცვლილებები ძირითადად შეეხო მბრუნავი ტრანსპორტიორის ფოლადის დამცველებით დაფარვას და ასევე პირველად 72-ის სერიაში ავტომატურ დამტენს რევერსის შესაძლებლობა შეეძინა, მანამდე ავტომატურ დამტენს მხოლოდ ერთი, საათის მიმართულებით შეეძლო ბრუნვა და ამორჩეული ჭურვის ქვემეხამდე მისატანად ხანდახან 360º-გრადუსიანი ბრუნი იყო საჭირო, რევერსის შემთხვევაში ჭურვი ქვემეხამდე უმოკლესი გზით მიდის. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოღებულია რეჟიმი “დუბლი”, რომლის დროსაც დატენვის პროცესს და ჭურვების ამორჩევას მეთაური ახორციელებს ავტომატურ რეჯიმში, წინამორბედებზე ეს შესაძლებლობა არ იყო.
ავტომატური დამტენის დანიშნულებაა მოთავსდეს მასში გასროლები და მუხტები და მათი ჩაწყობის თანმიმდევრობის ინფორმაციის შენახვა ქვემეხის ავტომატურად დატენვის პროცესისთვის, ასევე გასროლის შემდეგ ექსტრაქცირებული მასრის დაჭერა და მისი კოშკურიდან გარეთ გადმოგდება.
ავტომატური დამტენის მუშაობა ელექტრომექანიკური ამძრავების დახმარებით ხდება, მას გააჩნია ქვემეხის დატენვის მუდმივი კუთხე, დატენვა ხდება განცალკევებით - ჯერ იდება ჭურვი და შემდეგ მუხტი.
ავტომატური დამტენის მბრუნავი ტრანსპორტიორი.
1 - მბრუნავი ტრანსპორტიორის კარკასი. 2 - კასეტა. 3 – ტრანს-პორტიორის საყრდენის ყელი
ავტომატური დამტენის სქემატური გამოსახულება:
1 - წინა ავზ-სტელაჟი. 2 - მარჯვენა მტიხრავი ფირფიტა. 3 -ნამსხვრევების საწინააღმდეგო ეკრანები კორპუსის და კოშკურის შიდა ზედაპირზე. 4 - შუა ავზ-სტელაჟი. 5 - მბრუნავი ტრანსპორ-ტიორი. 6 - მბრუნავი ტრანსპორტი-ორის ნაფენი. 7 - მარცხენა მტიხ-რავი ფირფიტა. 8 - ფირფიტის საყრდენი. 9 - წინა მტიხრავი ფირფიტა
კოშკურის მოქმედი სასწავლო სტენდი, რომლის ძირზეც ჩანს ავტომატური დამტენის მბრუნავი ტრანსპორტიორი მასზე დალაგებული სასწავლო მუხტებით
ავტომატური დამტენის დატენილი კასეტა: 1 - ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრული ჭურვი. 2 - მუხტი. 3 - ჯავშანგამტანი- ქვეკალიბრული ჭურვის ჩამკეტი. 4 - კუმულაციური ჭურვის ჩამკეტი. 5 - მსხვრევად-ფუგასური ჭურვის ჩამკეტი
ავტომატური დამტენის ტექნიკური მონაცემები
იარაღის მართვის კომპლექსი
თავისი წინამობედებისგან Т-90 განსხვავდება იმით, რომ გააჩნია ცეცხლის მართვის ავტომატიზებული კომპლექსი, რომელიც მას საშუალებას აძლევს აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე როგორც საარტილერიო გასროლებით, ასევე მართვადი რაკეტებით. მასზე აყენია ცეცხლის მართვის კომლექსი 1А45Т«Иртыш», რომელიც მემიზნე-ოპერატორს აძლევს საშუალებას აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დღისით და ღამით, უძრავ და მოძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან მოძრავი ტანკიდან როგორც ქვემეხიდან, ასევე მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან და ასევე ტანკის მართვადი იარაღის აპარატურასთან შეთანხმებით მართვადი რაკეტების დამიზნება და სროლა. იარაღის მართვის კომპლექსი ასევე საშუალებას აძლევს მეთაურს დღისით და ღამით, გაჩერებული და მოძრავი ტანკიდან: მისცეს მიზანჩვენება მემიზნე ოპერატორს, აწარმოოს მიზნების ძებნა, აღმოჩენა და იდენტიფიკაცია, აწარმოოს დამიზნებული ცეცხლი დუბლირებულ რეჟიმში სახმელეთო მიზნებზე ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან ტანკის ექსპულატაციის ყველა პირობებში და ასევე აწარმოოს ცეცხლი სახმელეთო მიზნებზე სტმ-იდან.
ტანკ Т-90 ცეცხლის მართვის კომპლექს 1А45Т-ის შემადგენლობაში შედის:
• ცეცხლის მართვის ავტომატიზებული სისტემა (ცმს) 1А42.
• ღამის აქტიურ-პასიური სამიზნე კომპლექსი Т01-К01 «Буран-ПА» ან თბოვიზორული Т01-П02Т «Агава-1».
• მეთაურის სამიზნე-სათვალთვალო კომპლექსი ПНК-4С.
ცეცხლის მართვის ავტომატიზებული სისტემის 1А42 დახმარებით მემიზნე-ოპერატორი აწარმოებს ეფექტურ დამიზნებულ ცეცხლს ყველა სახის ჭურვებით ტანკის ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან დღისით და ღამით, უძრავ და მოძრავ სამიზნეზე გაჩერებული ან მოძრავი ტანკიდან, მანძილის, ჭურვის სახეობის, მიზნის შედარებითი გადაადგილების, ტანკის სიჩქარისა და დახრის და მეტეობალისტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე მართვის ბლოკის დახმარებით მართვადი რაკეტების სროლას.
ტანკის მეთაურს ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას აძლევს:
• ბრძოლის ველზე მიზნების ძებნის, აღმოჩენის და ამოცნობის.
• მემიზნესთვის მიზანჩვენების.
• დუბლირებულ რეჟიმში დღისით და ღამით, მოძრავი და გაჩერებული ტანკიდან აწარმოოს ცეცხლი ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან.
ავტომატიზირებულ ცმს 1А42 წინამორბედ Т-64Б და Т-80Б ტანკების ცმს-სგან განსხვავებით შეუძლია შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან სროლისას ავტომატურ რეჟიმში გამოითვალოს და გამოიყენოს დამიზნების კუთხე და გვერდითი წინსწრების მონაცემები.
ცმს 1А42 შემადგენლობაში შედის:
• დღის საინფორმაციო-გამომთვლელი კომპლექსი (დსგკ) 1А43;
• შეიარაღების სტაბილიზატორი 2Э42-4 «Жасмин»;
• დენის გარდამქმნელი ПТ-800, რომელსაც გააჩნია სიხშირის და ძაბვის გარდამქმნელი РЧН-3/3.
დღის საინფორმაციო-გამომთვლელი კომპლექსში (დსგკ) 1А43 გაერთიანებულია:
• დამიზნების მანძილმზომ-სამიზნე მოწყობილობა (დმსმ) 1Г46;
• ტანკის ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი (ტბგ) 1В528-1;
• გადამრთველების ბლოკი 1В216;
• სროლის პირობების ავტომატურ გადამწოდთა კომლექსი (ქვემეხის გვერდითი დახრის, მეტეოროლოგიური (მოცულობითი გადამწოდი ДВЕ-БС), ტანკის სიჩქარის და მიზანთან მიმართებაში საკურსო კუთხის გამომთვლელი მოწყობილობები).
დსგკ 1А43 საშუალებას იძლევა სროლის დროს ავტომატურად გამოითვალოს და შეიტანოს შეს-წორებები: მიზნამდე მანძილში, დამიზნების კუთხეში და გვერდით წინსწრებაში, ქარის გვერდით სიჩქარეში, ქვემეხის პოჭოჭიკთა ღერძის დაგვერდების კუთხეში, ჭურვისა და ჰაერის ტემპერატურაში, ატმოსფეროს ბარომეტრულ წნევაში, ქვემეხის ლულის ცვეთაში და ჭურვის სახეობაში. მთელი საჭირო ინფორმაციის შეყვანა ტბგ 1В528-1-ში ხდება ავტომატურად ლაზერული მანძილმზომიდან და ასევე სხვა გადამწოდებებისგან, ასევე ხელით, წინ განლაგებული პანელის პოტენციომეტრების მეშვეობით.
დმსმ 1Г46 წარმოადგენს ცეცხლის მართვის ძირითად ხელსაწყოს, რომელთანაც მუშაობს მემიზნე-ოპერატორი ქვემეხიდან და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის წარმოებისას და ასევე მართვადი რაკეტის სროლისას. იგი წარმოადგენს პერისკოპულ დღის სამიზნე-მანძილმზომს, რომელსაც აქვს ხედვის არის ორ სიბრტყეში დამოუკიდებელი სტაბილიზაცია და ზუმის რეგულირების 2,7-დან 12-მდე შესაძლებლობა. კონსტრუქციულად მასში გაერთიანებულია: ოპტიკური სამიზნებელი, იმპულსური ლაზერული მანძილმზომი, მასტაბილიზირებელი ბლოკი და მართვადი რაკეტის დამიზნების სისტემის საინფორმაციო ბლოკი.
დმსმ 1Г46 უზრუნველყოფს: ხედვის არის და საინფორმაციო ლაზერული სხივის ქვემეხისგან დამოუკიდებელ სტაბილიზაციას ორ სიბრტყეში, მიზნამდე მანძილის გაზომვას და მის ინდიკაციას მემიზნის ოკულარში, ასევე გაზომილი ან ხელით შეყვანილი მანძილის შესაბამისი ელექტრონული სიგნალის გამომუშავებას, დამიზნების ხაზსა და ლულის არხის ღერძს შორის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში არსებული განსხვავების კუთხის გაზომვას და მისი პროპორციული ელექტრონული სიგნალის გამომუშავებას კოშკურისა და ქვემეხის დამიზნების ამძრავების მართვისათვის.
მემიზნე-ოპერატორის ადგილი, ცენტრში, ჩანს ძირითადი სამიზნე მოწყობილობა 1Г46, მარცხნივ ღამის სამიზნე კომპლექსი Т01-К01 «Буран-ПА»
დმსმ 1Г46 ტანკის კოშკურაზე
დმსმ 1Г46 ხედი უკანა მარცხენა და მარჯვენა მხარიდან
სამიზნე-მანძილმზომს გააჩნია ინტეგრირებული, ქვემეხის სამიზნესთან გამიზვნის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს გამიზვნის ჩატარებას ეკიპაჟის ტანკიდან ამოუსვლელად. ასევე გააჩნია რეჟიმი “კონტროლი”, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მანძილმზომის ფუნქციურობის შემოწმება და ძირითადი სამიზნე მარკისა და მანძილმზომი ლაზერის დამთხვევის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მის კორექტირება.
დმსმ 1Г46-ის ტექნიკური მონაცემები
ტბგ 1В528-1
ტანკის ბალისტიკური ციფრული გამომთვლელი 1В528-1 ახორციელებს დამიზნების კუთხის და გვერდითი წინსწრების ავტომატურ გამოთვლას და გამოიმუშავებს ამ კუთხეების პროპორციულ ელექტრონულ სიგნალებს ჭურვის ტიპის მიხედვით და მიზნამდე გაზომილი მანძილის და სროლის რეალური პირობების გათვალისწინებით. ბალისტიკური გამომთვლელი წარმოადგენს ციფრული ელექტრონული ტექნიკის საფუძველზე შექმნილ, მყარ პროგრამაზე მომუშავე ელექტრონულ გამომთვლელ მოწყობილობას, რომელიც შედგება:
• ცენტრალური პროცესორის.
• ოპერატიული მახსოვრობის მოწყობილობის.
• მუდმივად ჩამწერი მოწყობილობის.
• მონაცემთა და ნიშან-თვისებების რეგისტრის.
• ძირითადი და დამატებითი გამომთვლელების.
• კომუტატორის.
• დამახსოვრების ანალოგური ბლოკის.
• ანალოგურ-ციფრული და ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელისგან.
ტბგ 1В528-1 მეთაურის წინ, მარჯვენა ქიმზე, რადიოსადგურის ზემოთაა განთავსებული
მართვადი რაკეტებით სროლისას ტბგ გამოიმუშავებს ელექტრონულ ბრძანებებს, ქვემეხის და სამიზნის ხედვის არეს საწყისი ამაღლების და გვერდითი წინსწრების კუთხეზე გადასაადგილებლად, მართვადი რაკეტის სროლის რეჟიმის და მოძრავ სამიზნეზე თვალთვალის სიჩქარის რეჟიმის გათვალისწინებით. ამას გარდა, ტბგ განსაზღვრავს მიზნამდე გაზომილი მანძილის შესაბამისად რაკეტის ამაღლებული ფრენის ბრძანების მოხსნას რაკეტის მიერ შესაბამისი მანძილის გავლის შემდეგ.
ტბგ ასევე ასრულებს სროლის თანხმობის ბლოკის დანიშნულებას, სხვანაირად რომ ვთქვათ, საშუალებას იძლევა ჩაიკეტოს სროლის ჯაჭვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვემეხის ლულის არხის ღერძის გადახრა მისთვის მიცემული მიმართულების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში არ აღემატება დაწესებულ ზღვრულ მნიშვნელს.
ტბგ-ში გათვალისწინებულია სროლის პირობების გადახრის პარამეტრების კონტროლისა და შესწორების ინტეგრირებული ავტომატური რეჟიმი. ამისათვის მართვის პანელზე განთავსებულია 4 ცალი შუქ-ინდიკატორი და გადამრთველი «КОНТРОЛЬ». გადამრთველი კონტროლის სისტემის ჩამრთველია ხოლო შუქ-ინდიკატორები იძლევიან შუქ-სიგნალს შესაბამისი გადახრის შემთხვევაში.
ტბგ 1В528-1 მართვის პანელი, ციფრებით აღნიშნულია ინფორმაციის შესაყვანი გადამრთველები:
1 - ატმოსფერული წნევის. 2 - ცხრილში მოცემული სიჩქარისგან ჭურვის საწყისი სიჩქარის გადახრის. 3 და 4 - მანძილი მეტრებში და ათას მეტრებში, იხმარება მანძილმზომი ლაზერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. 5 - ლულის არხის ცვეთის. 6 - მუხტის ტემპერატურის. 7 - ატმოსფეროს ტემპერატურის. 8 - გადახრის გადამცემის ჩამრთავგამომრთავი ტუმბლერი. 9 - ტბგ გამართულობის შემოწმების ინტეგრირებული სისტემის ჩამრთველი. 10 -ოთხი შუქ-ინდიკატორი: სროლის პირობების შემოწმების სისტემის სიგნალიზაცია
გადამრთველების ბლოკი 1В216
გადამრთველთა ბლოკი მოთავსებულია მეთაურის წინ, მარჯვენა მხარეს, მეთაურის სამიზნის ქვეშ, მას გააჩნია ჭურვების სახეობების გადამრთველი, რომელთა მეშვეობითაც მეთაური ირჩევს საჭირო ჭურვს. ტუმბლერის საჭირო ნიშნულზე დაყენების შემდეგ ელექტროსიგნალით ავტომატურად ხდება ქვემეხის და დამიზნების კუთხის გამოთვლა ბალისტიკური გამომთვლელის მიერ ჭურვის ბალისტიკის შესაბამისი მონაცემების მიხედვით. გადამრთველების ბლოკის დანიშნულებაა ძაბვის კორექცია, რომელიც ტბგ-ს მიერ გამომუშავდება დამიზნების კუთხის გამოთვლისას, ახალი ჭურვების ბალისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ამგვარად იგი აძლევს ცმს 1А42-ს საშუალებას, გამოითვალოს შესწორებები ჭურვების სახეობების მიხედვით, როგორც თანამედროვე, ასევე შედარებით ძველის.
გადამრთველთა ბლოკი 1В216 მოთავსებულია მეთაურის წინ, მარჯვენა ქიმზე:
Б-ჯავშანგამტანი.
К-კუმულაციური.
О-მსხვრევად-ფუგასური.
У-მართვადი რაკეტა.
Р-მსხვრევად-ფუგასური დისტანციური აფეთქების სისტემა «Айнет»-თან გამოყენებაში
С-მზა, ისრისებური დამაზიანებელი ელემენტებიანი ჭურვი, დისტანციური აფეთქების
სისტემა «Айнет»-თან გამოყენებაში
სტაბილიზატორი 2Э42-4«Жасмин»
Т-90-ის ქვემეხისა და მასთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევის დამიზნებასა და სტაბილიზაციას უზრუნველყოფს გაძლიერებული სტაბილიზატორი 2Э42-4 «Жасмин», მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს იარაღის და დამიზნების სტაბილიზაცია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში გაჩერებული და მოძრავი ტანკიდან ნებისმიერი სახის ჭურვებით.
მანამდე T-72-ზე ეყენა შედარებით დაბალი სიმძლავრის 2Э42-2. სტაბილიზატორის სიმძლავრის გაზრდა გამოიწვია კოშკურის წონის გაზრდამ.
სტაბილიზატორ 2Э42-4«Жасмин»-ის ტექნიკური მონაცემები
დენის გარდამქმნელი ПТ-800
РЧН-3/3 რეგულატორიანი დენის გარდამქმნელი ПТ-800-ის დანიშნულებაა გამოიმუშავოს ცვალებადი, სამფაზიანი 36-ვოლტიანი ძაბვა 400ჰერცი სიხშირით, ტანკის იარაღის მართვის კომპლექსის კვებისათვის. ის წარმოადგენს ელექტრომექანიკურ აგრეგატს, რომელიც ახორციელებს დენის გარდაქმნას მუდმივიდან ცვალებადზე. გამომავალი ძაბვის და სიხშირის სტაბილიზაცია ხორციელდება სიხშირის და ძაბვის რეგულირების ბლოკით.
მოცულობითი გადამწოდი ДВЕ-БС
მოცულობითი გადამწოდი ДВЕ-БС გამოიყენება მოძრავ და უძრავ ობიექტებზე ჰაერის ტემპერატ-ურის, ატმოსფერული წნევის და ქარის სიჩქარის განსასაზღვრავად. გადამწოდის მიერ გაზომილი მონაცემები გადაეწოდება ტბგ რომელიც ამ მონაცემებს გარდაქმნის ელექტრონულ სიგნალებად ტანკის კოშკურის და ქვემეხის ამძრავებისთვის დამიზნების შესაბამისი ვერტიკალური და გვერდითი წინსწრების კუთხის გამოსამუშავებლად.Т-90 გადამწოდი განლაგებულია კოშკურაზე მემიზნე ოპერატორის სარქველის უკან,გასროლილი ჰილზების ამოსაგდები სარქველის მარცხნივ.
გადამწოდ ДВЕ-БС-ის მგრძნობიარე თავაკი
გადამწოდ ДВЕ-БС-ის მგრძნობიარე თავაკი
გადამწოდი ДВЕ-БС ტექნიკური მონაცემები
No comments:
Post a Comment