As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Monday, November 12, 2012
Sunday, November 11, 2012
გამოფენა Indo-Defence-2012 (ინდონეზია, ჯაკარტა)
7 ნოემბერს, ჯაკარტაში (ინდონეზია) გაიხსნა სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა Indo-Defence-2012 – რამოდენიმე სურათი გამოფენიდან:
ინდონეზიის საზღვაო ქვეითების БМП-3Ф
ფრანგული ჰაუბიცა Caesar (Nexter–ისგან)
ფრანგული, შეწყვილებული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Mistral
ბრაზილიური 300მმ–ნი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ASTROS II (Artillery SaTuration ROcket System)
БТР-50П–ს ადგილობრივი მოდერნიზაცია – APC Amhibi
გერმანული Marder 1A3
ვერტმფრენი Eurocopter EC120B
წყარო:
Выставка Indo-Defence-2012 в Джакарте.
რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების პერსპექტიული ავიამზიდი
2012 წლის 10 ნოემბრის საღამოს, ტელეარხ "Россия-1"–ის საინფორმაციო გადაცემა "Вести"–ში ნაჩვენები იქნა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ ვ.ვ. ჩირკოვის ინტერვიუ. ინტერვიუში, რომელიც რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ახალ საადმირალოში, სანკტ–პეტერბურკში, იქნა ჩაწერილი, დემონსტრირებული იქნა რუსეთის ფლოტის პერსპექტიული ავიამზიდის (საზღვაო ავიამზიდი კომპლექსი) მოდელი.
პერსპექტიული ავიამზიდის ავანპროექტის მოდელი
ინტერვიუ (Video):
Saturday, November 10, 2012
ახალი რუსული ჯავშანმანქანა
გაირკვა თუ რას წარმოადგენს უცნობი, რუსული, 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანტრანსპორტიორი, რომელზეც ბლოგში უკვე ვწერდით ("Бумеранг"–ის ახალი ფოტოები) – სურათებზე გამოსახულია Камаз-63969, რომელიც სავარაუდოდ
"Тайфун"–ის შემცირებული, მაქსიმალურად უნიფიცირებული ვარიანტია, სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებლად. მანქანის დასახელება მოდელების მწარმოებელი ფირმის, ARTIC–ის, ვებ გვერდზე გამოქვეყნებული რეკლამის შედეგად გახდა ცნობილი.
Камаз-63969 модульный "Тайфун"
ვებ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა რამოდენიმე სხვა საინტერესო პროექტის მოდელების სურათებიც
Камаз-6398 бортовой "Тайфун"
Камаз-53889 корпусной "Тайфун"
Камаз-63968 "Тайфун"
Friday, November 9, 2012
იარაღის მეგაშესყიდვები ყატარის მიერ
2012 წლის 8 ნოემბერს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის სააგენტომ (Defense Security Cooperation Agency – DSCA) გაავრცელა მის მიერ აშშ–ს კონგრესისათვის გაგზავნილი შეტყობინების პრეს–რელიზი, სადაც საუბარია ყატარისთვის FMS (Foreign Military Sales) ხაზით 9,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 11 ერთეული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot PAC-3–ის (ანუ 11 ბატარეის) მოსალოდნელი მიწოდების. ამ თანხაში ასევე შედის სისტემების თანმხლები მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, სერვისული მხარდაჭერა და პირადი შემადგენლობის მომზადება.
პრეს–რელიზის თანახმად, მოსალოდნელ შესყიდვაში შევა 11 ცალი რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-65, 11 ცალი მართვის სისტემა AN/MSQ-132, 30 ცალი ანტენა, 44 ცალი გამშვები დანადგარი M–902, 248 ცალი საზენიტო რაკეტა MIM-104E GEM-T (მათშორის ორი საცდელი), 778 ანტირაკეტა PAC-3 (მათშორის 10 საცდელი) და 11 ცალი ელექტროსადგური.
მანამდე, 5 ნოემბერს DSCA იტყობინებოდა, რომ მოსალოდნელია ყატარს FMS ხაზით 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტირაკეტა THAAD–ები მიაწოდონ. შეკვეთაში უნდა შევიდეს THAAD–ის 12 ცალი გამშვები დანადგარი, 150 ცალი ანტირაკეტა, ცეცხლის მართვის ორი პუნქტი, ორი რადიოლოკაციური სადგური AN/TPY-2 და ერთი ცალი შორეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგური.
წყარო:
Subscribe to:
Posts (Atom)














