მოსკოვში, 2016 წლის 28 აპრილის, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიცია გაიმართა. აღლუმში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მრეწველობის მიერ წარმოებული უახლესი საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
წყარო:
As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.



P.S. КамАЗ-63968 «Тайфун-К» – უკაპოტო, მრავალფუნქციური, ერთმოცულობიანი კორპუსის მქონე ჯავშანმანქანა. გააჩნია სამხიდიანი, სრული ამძღაობის შასი, რომელიც აღჭურვილია რეგულირებადი წჯევის მქონე საბურავებით. პირადი შემადგენლობის გადასაყვან ვარიანტს შეუძლია 10–დან 16 კაცამდე გადაყვანა. გათვალისწინებულია დისტანიურად მართვადი სატყვიამრქვევო მოდულის დაყენება.
"Тайфун-К" აღჭურვილია მთელი ოჯახობისთვის უნიფიცირებული სისტემებით და აგრეგატებით: ძრავა ЯМЗ-536, ინფორმაციული მართვის სისტემით, კონსტრუქციული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით, დამოუკიდებელი საკიდრით.
კომბინირებული (კერამიკა+ფოლადი) ჯავშანდაცვა და ჯავშანშუშები უზრუნველყოფენ წრიულად მანქანის დაცვას STANAG 4569–ის მე–4 დონის შესაბამისად. მანქანის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა V-ბური ფსკერითა და აფეთქების ენერგიის მშთანთქავი სავარძლების გამოყენებით ხდება და ის STANAG 4569–ის 3b–ს შესაბამისია (8კგ ტორტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მოწყობილობა). კაბინის შუბლი გაძლიერებული ჯავშნითაა აღჭურვილი, რომელიც ეკიპაჟს 30მმ–ნი ჭურვებისგან იცავს. გათვალისწინებულია ჯავშანფარის დაყენებაც, რომელიც საქარე შუშას დაფარავს.