ამ ერთი კვირის წინა КамАЗ-63969 «Тайфун-К» გამოცდების ფოტო დავდე ბლოგზე – КамАЗ-63969 «Тайфун-К» გამოცდები. ამჯერად წარმოგიდგენთ მანქანის გამოცდების დაწვრილებით ინფორმაციას.
2014 წლის სექტემბერში მწარმოებელმა აღნიშნული მანქანის წინასწარი გამოცდები დაასრულა და შეუდგა მათ გამოცდებს ЦНИИТОЧМАШ–სა და 3 ЦНИИ БТ–ში. წყაროს თანახმად, რუსეთში მანქანის გამოცდების დროს პირველად მოხდა ღორის ნაცვლად სპეციალური, საგამოცდო მანეკენების, Hybrid III–ბის გამოყენება.
მანეკენი Hybrid III მანქანის კაბინაში
განახორციელეს მანაქნის დაცხრილვა მთელს პერიმეტრზე, გაკეთებული იქნა 200–ზე მეტი გასროლა სხვადასხვა რაკურსიდან და მანძილიდან. შემდეგ მოახდინეს ტაქტიკურ–ტექნიკური დავალებისა და პროგრამა–მეთოდიკის მოთხოვნის მიხედვით სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებით მანქანის აფეთქება. ჯავშნის გახვრეტა არ დაფიქსირებულა, 37 გადამწოდით (აჩქარების, გადაადგილების, წნევის) აღჭურვილმა მანეკენებმა მაქსიმალური დასაშვები დატვირთვის 35–50% აჩვენეს
КамАЗ-63968 «Тайфун-К» 10კგ TNT–ის გვერდით აფეთქებამდე
КамАЗ-63968 «Тайфун-К» 10კგ TNT–ის გვერდით აფეთქების შემდეგ
КамАЗ-63968 «Тайфун-К» 10კგ TNT–ის გვერდით აფეთქების ვიდეო
გამოცდების შედეგების მიხედვით გაკეთდა დასკვნა რომ, მანქანაში მჯდომი ადამიანი სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას არ მიიღებდა. ასევე გათვალისწინებული იყო 152მმ–ნი მსხვრევად–ფუგასური ჭურვის აფეთქება მანქანიდან 25 მეტრში. შემდეგ ეს მანძილი ჯერ 10 და მერე 5 მეტრამდე შეამცირეს, ბოლოს კი გადაწყდა აფეთქების 2 მეტრის მოშორებით განხორციელება. აფეთქების შედეგად ნამსხვრევებმა კერამიკა დაჩეხა, მაგრამ ჯავშნის გარღვევა ვერ მოახერხა, მანეკენებზე დამონტაჟებულმა გადამწოდებმა სიცოცხლისთვის დასაშვები გადატვირთვები არ დააფიქსირა.
КамАЗ-63968 «Тайфун-К»-ს აფეთქების მომენტი შიგნიდან, მანქანაშ მანეკენი Hybrid III მოთავსებული
КамАЗ-63968 «Тайфун-К»-ს ფსკერის ქვეშ 6კგ TNT აფეთქების ვიდეორგოლი
სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
No comments:
Post a Comment