Friday, January 18, 2013

ამერიკული დამრტყმელი შვეულმფრენი Guardian



ამერიკის არმიამ ოფიციალურად გადაწყვიტა AH-64E–სთვის (AH-64D Block III) ახალი სახელწოდების მიცემა – ამიერიდან ის Guardian–ად იწოდება. ამ გზით ხდება ვერტმფრენის მისი წინამორბედებისგან დისტანცირება და იმის აღნიშვნა რომ ის მართლაც ახალი თაობის ვერტმფრენია.

AH-64E Guardian

ჩვენი დოსიე:
აშშ–ს არმიის შეიარაღებაში ამჟამად 757 ერთეული AH-64D Block I/II იმყოფება, გეგმის ტანახმად აქედან მოდერნიზაციას AH-64E Block III Apache Longbow–ის დონემდე 696 ცალი ვერტმფრენი გაივლის.


Thursday, January 17, 2013

ამერიკული რობოტი "Alpha Dog" ჩინურად

ჩინურ ინტერნეტ რესურსებში გამოჩნდა ამერიკული კომპანია Boston Dynamics–ის წარმოებული სატრანსპორტო რობოტის, LS3 Alpha Dog–ის, რომელიც უკვე ავღანეთში გადის გამოცდებს, ჩინური ანალოგი. ჩინური რობოტის ტექნიკური მზადყოფნის ხარისხი და მახასიათებლები ჯერ–ჯერობით უცნობია.









P.S. დარჩა საერთოდ რამე ამ სამყაროში რაც ამ ხალხმა არ დააკოპირა?

Wednesday, January 16, 2013

პოლონური საშუალო, მრავალფუნქციური ჯავშანპლატფომრა ANDERS

პოლონეთი აგრძელებს თავისი არმიის მოდერნიზაციას, აქამდე ბევრი რამე გაურკვეველი იყო, მაგრამ ნელ–ნელა უფრო მეტი ინფორმაცია ხდება საჯარო. ქვეითთა საბრძოლო მანქანა ANDERS გადაკეთდება 25–35 ტონიან მრავალფუნქციურ პლატფორმად. მანაქნის ვარიანტებში სხვაობა ჯავშანსა და კონფიგურაციაში იქნება. 25 ტონიან ვარიანტში ის ამფიბიური იქნება.
მაგრამ ქვეითთა საბრძოლო მანქანის გარდა შემუშავებული იქნება ასევე ძირითადი საბრძოლო ტანკი. ცნობილია რომ 25–35 ტონიანი პლატფორმა და 50+ ტონიანი პლატფორმა ბერ საერთი დეტალებს გაიზიარებენ.


25–35 ტონიანი მრავალფუნქციური მანქანის კოცეფცია



მრავალფუნქციური პლატფორმა

Tuesday, January 15, 2013

"კანადის და დანიის ხელები" ოპერაცია Serval–ში




კანადის პრემირმინისტრის კაბინეტის განცხადების თანახმად – "კანადა დატანხმდა საფრანგეთის მოთხოვნას დახმარების თაობაზე" და დახმარების სახით საფრანგეთის განკარგულებაში გადასცემს ერთ ცალ სტრატეგიულ სატრანსპორტო თვითმფრინავ C-17–ს (CC-117). თვითმფრინავი გამოყენებული იქნება ფრანგების მიერ განხორციელების სტადიაში მყოფი ოპერაციის, Serval–ის მხარდასაჭერად ერთი კვირის განმავლობაში.
ასევე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების ტანახმად ქვეყანა საფრანგეთს ერთი ცალი სატრანსპორტო C-130J-30–ით დაეხმარება.

P.S. ამას გარდა ოპერაციაში ამერიკული, ბელგიური და ბრიტანული სატრანსპორტო საშუალებებიც გამოიყენება.

"კუბიზმი" საბრძოლო ტექნიკაში

ბევრმა იცის "კუბიზმის" მიმდინარეობა მხატვრობაში, მაგრამ მგონი "კუბიზმი" სამხედრო ტექნიკაში არავის გაუგია ჯერ – მაშ ასე ნახეთ და ისიამოვნეთ კუბელების თვითშემოქმედებით:

  Light tank based on BTR-60


T-34 with D-30 howitzer


BTR-60 with BMP-1 turret

Self-propelled version of the KS-19 AA gun based on T-34

BRDM with 120mm mortar

Amphibious armored vehicle based on BRDM (Cuba+North Korea)

The S-75 Dvina (SA-2) and S-125 Neva (SA-3), based on a T-55 chassis

BTR-60 STROP with twin 30mm AA guns


რუსეთში აწყობილი პირველი იტალიური ვერტმფრენი AW139

გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოებამ "რუსეთის ვერტმფრენებმა" (ОАО «Вертолёты России») გაავრცელა პრეს რელიზი, რომელიც იუწყება, რომ 2012 წლის 19 დეკემბერს რუსეთში აწყობილმა პირველმა AgustaWestland AW–139–მა (ქარხნული ნომერი 60001) პირველი ფრენა განახორციელა. ვერტმფრეწნი აწყობილია იტალიური AgustaWestland–ისა და რუსული «Вертолётами России»–ს ერთობლივ საწარმოო "ХелиВерт"–ში, რომელიც მოსკოვთან მდებარე ტომილინოშია განთავსებული. ვერტმფრენის გამოგორება 18 დეკემბერს განხორციელდა. ვერტმფრენმა 37 წუთი იფრინა და შეასრულა ყველა დასმული ნორმატივი. კომპანიის ცნობით AW–139–ის მეორე პროტოტიპი (ქარხნული ნომერი 60002) 2013 წლის თებერვალში დაიწყებს ფრენას.


კომპანია AgustaWestland-სა და  ჰოლდინგ «Вертолёты России»–ს შორის წინასწარ ხელშეკრულებას, ერთობლივი საწარმოო «ХелиВерт»–ის შექმნის შესახებ, ხელი ფრანბობორში, 2008 წლის თებერვალში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად საწარმოო სამოქალაქო ვერტმფრენის, AW–139–ის გამოშვებით უნდა დაკავდეს. ამის შემდეგ 2008 წლის 6 ნოემბერს, ხელშეკრულებას ერთობლივი საწარმოოს შექმნის შესახებ, ხელი რუსეთისა და იტალიის პრემიერ მინისტრებმა, მედვედევმა და ბერლუსკონიმ მოაწერეს. 2011 წლის ზაფხულში, საფრანგეთში ხელი მოეწერა ძირითად ნორმატიულ–სამართლებლივ დოკუმენტებს, რომლებიც ერთობლივი საწარმოოს მოღვაწეობას არეგულირებდნენ. ხოლო 2012 წლის იანვარ–მარტში, «ХелиВерт»–ისსპეციალისტებმა იტალიაში,  AgustaWestland–ის სასწავლო ცენტრში სპეციალური მომზადება გაიარეს.

წყარო:


Monday, January 14, 2013

ოპერაცია “Serval” – საფრანგეთი მალიში იბრძვის vol.2

გუშინ უკვე ვწერდი მალიში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლებშიც საფრანგეთის ავიაცია და სახმელეთო ძლაებიც ღებულობენ მონაწილეობას. დღეს ცნობილი გახდა რომ ოთხმა Rafale–მ მალიში საჰაერო დარტყმა განახორციელა. გამანადგურებლები თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ბაზა Saint Dizier–იდან, შაბთს, 12 იანვარს საღამოს აფრინდნენ და იმავე ღამეს განახორციელეს საჰაერო დარტყმა ტუარეგების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე – Gao–ზე და Kidal–ზე. საჰაერო რეიდის დროს ყოველი გამანადგურებელი აღჭურვილი იყო – 6 ცალი AASM–ით ან 6 ცალი GBU-49–ით, 2000 ლიტრიანი სამი დასაკიდი საწვავის ავზით და თითო კონტეინერი Damocles–ით.
საინტერესოა რომ რეიდიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც გამანადგურებლები ჩადში, N' Djamena–ში დაეშვნენ, ფრანგი ჟურნალისტების დაკვირვების შედეგად გაირკვა რომ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი იყო აღჭურვილი სამი ცალი AASM–ით, რაც იმას ნიშნავს რომ ოთხმა გამანადგურებელმა საერთო ჯამში 21 ცალი ბომბი ჩამოაგდეს მიზანზე. კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ ოთხი გამანადგურებლიდან სამი ორ ადგილიანი Rafale B იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი პილოტით.

January 13, 4 Rafale ready to take off to bomb their targets near Gao on the tarmac of the air base 113 Saint Dizier

რაც შეეხება მთლიანობაში საჰაერო ოპერაციებს – მასში მონაწილეობენ Mirage–2000D და Rafale–B. გამანადგურებლების დისლოკაციის ადგილს ჩადში მდებარე საჰაერო ბაზა N' Djamena წარმოადგენს. ამავე ბაზაზეა განთავსებული სადაზვერვო Mirage–F1CR. მაგრამ ორ ქვეყანას შორის მანძილები საკმაოდ დიდია, მიახლოებით 2800 კილომეტრი. ამგვარად საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ხუთი ცალი საჰაერო ტანკერი KC-135 (ორი მათგანი Rafale–ბთან ერთად ჩამოფრინდა). საერთო ჯამში ჩადში ექვსი Mirage–2000D, ოთხი Rafale–B, ორი Mirage F1CR, ხუთი KC-135, ერთი C-130 და ერთი ცალი ფრანგული C-160 ბაზირდება.


მეორე საჰაერო ბაზა, რომელსაც საფრანგეთის ავიაცია იყენებს ეს Abidjan–ია, რომელიც სპილოს ძვლის სანაპიროზე მდებარეობს. Abidjan–იდან საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი, Atlantique–II ახორციელებს ფრენებს, რომელიც ISR ამოცანებს ასრულებს. ამას გარდა ოპერაციაში მონაწილეობს ორი ცალი უპილოტო საფრენი აპარატი Harfang. უპილოტოები ნიგერიის ავიაბაზა Niammey–დან ოპერირებენ. ასევე საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ სადაზვერვო თანამგზავრებიც, საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია კომერციული დანიშნულების ორმა თანამგზავრმა Pleiades–ის მაღალმა სადაზვერვო მაჩვენებლებმა.  
რაც შეეხება ვერტმფრენებს – ფრანგები Gazelle–ბის რაოდენობას Tigre HAP–ებით აძლიერებენ. აღსანიშნავია რომ პარაკსევს, მალიში, ქალაქ Conna–ში განხორციელებული ოპერაციის დროს Gazelle–ს ერთი პილოტი მძიმედ დაიჭრა ტუარეგების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად (ჭრილობა მსუბუქი ცეცხლასროლი იარაღით იქნა მიყენებული), რის შედეგადაც პილოტი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. Gazelle–ბი აღჭურვილია 20მმ–ნი ქვემეხით და რაკეტა HOT–ებით, ხოლო Tigre HAP–ის შეიარარებას 30მმ–ნი ქვემეხი და უმართავი რაკეტები წარმოადგენენ. Tigre–ბი აფრიკაში ბრიტანული C-17–ის დახმარებით იქნა ტრანსპორტირებული.


როგორც ვხედავთ მიტროპოლიიდან ასე მოშორებულ რეგიონში ოპერაციის დამოუკიდებლად  წარმოებამ ფრანგებს უამრავი პრობლემა შეუქმნა. სატრანსპორტო თვითმფრინავი  A–400M–ის სერიაში ჩაშვების დაგვიანების ფონზე ფრანგებმა დასახმარებლად ბრიტანელებს მიმართეს და მათი C-17–ები გამოიყენეს. ასევე საფრანგეთი ამერიკისგან ფურო აქტიურ მოქმედებას ითხოვს. მეორე სუსტი მხარე  ISR და UAV სისტემების უკმარისობაა. საფრანგეთი იმედოვნებს რო ამ სფეროში მათ აშშ დაეხმარება.


წყარო:


Sunday, January 13, 2013

ოპერაცია “Serval” – საფრანგეთი მალიში იბრძვის

აფრისკის დასავლეთ რეგიონში მდებარე მალიში საბრძოლო მოქმედებები მას შემდე გადაიზარდა ფართომაშტაბურ ომში რაც მასში საფრანგეთმა ამ ქვეყნის მთავრობის მხარდასაჭერად თავისი ავიაცია და საბრძოლო ქვედანაყოფები ჩართო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ფრანგული მხარის მოქმედება სრულებით შეთანხმებულია გაეროსთან.
დასავლეთ აფრიკაში მდებარე რეგიონში, რომელის ფართობიც  1.240.192 კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი, კრიზისი მას შემდეგ დაიწყო რაც 2012 წლის 23 თებერვალს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო რეჟიმი დამყარდა და რეგიონი Awazad დამოუკიდებელ ქვეყანად გამოცხადდა. ამ უკანასკნელში ტურაგეი პარტიზანები მოქმედებენ – რომელთაც ისლამისტირუი დაჯგუფებები ეხმარებიან. მალიში მიახლოებით 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მის ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი ბუნებრივი მასალები როგორებიცაა – ოქრო, ურანი, ფოსფატები, კაოლინი, მარილი და კირქვა. აღსანიშნავია რომ გამოყოფილი ტერიტორია ქვეყნის 2/3 შეადგენს. მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგად დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებმა სამხედრო რეჟიმის იზოლაცია განახორციელეს. საფრანგეთმა იმავე დროს განაცხადა რომ მზადაა ლოჯისტიკური და საჰაერო დახმარება გაუწიოს იმ აფრიკულ ქვეყანას რომელი გადაწყვიტავს მალიში შეჭრას. ამგვარად ქვეყანაში ნიგერიისა და სენეგალის შეიარაღებული ძალების გარდა ფრანგული კონტინგენტიც აღმოჩნდა.
პარტიზანთა წარმატებების განვითარება, ქალაქი Conna–ს დაპყრობის საფრთხე და სამთავრობო ძალების პარტიზანებისთვის ამაში ხელის შეშლის უუნარობა პარიზისთვი სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზად იქცა. "მოკავშირეთა" სახმელეთო ძალებმა მოქმედება ქალაქ Conna–დან სამხრეთით, 70 კილომეტრის მოშორებით დაიწყეს, სადაც მალის არმიის მართვის ცენტრი მდებარეობდა.


საბრძოლო ოპერაციას «Serval» ეწოდა. საფრანგეთმა ამ ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების ძალები და უცხოელთა ლეგიონის ნაწილები გაგზავან – საერთო ჯამში 300 კაცი, რომლებიც ჩადში ბაზირებულ საჰაერო ძალებთან ერთად მოქმედებენ. სავარაუდოდ ამ ოპერაციაში აშშ–ცაა ჩართული, რომელიც მონაწილე მხარეებს ლოჯისტიკურად და ინფორმაციულად ეხმარება. 
საფრანგეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართულია შემდეგი ტექნიკა და სახმელეთო ქვედანაყოფები:
  • 300 სამხედრო მოსამსახურე რომლებიც ეკუთვნის:
  1. საზღვაო ქვეითების 21–ეე პოლკი.
  2. უცხოელთა ლეგიონის პირველ პოლკი.
  3. საზღვაო ქვეითების მე–2 პოლკი.
  • 2 ცალი Mirage F-1CR.
  • 6 ცალი Mirage 2000D.
  • 3 ცალი C–135.
  • 1 ცალი C-130.
  • 1 ცალი C-160.
ასევე უახლოეს მომავალში ელიან დამრტყმელ ვერტმფრენებს Tiger–ებს, რომლებიც შეავსებენ რეგიონში არსებულ Cougar–ებისა და Gazelle–ბის პარკს, ასევე არაა გამორიცხული რომ ბურკინა ფასომ თავისი ახლად შეძენილი Super Tucano–ები ჩართოს ბრძოლებში.



















წყარო:

სირიული გენიის კიდევ ერთი გამოვლინება–2

სირიელებმა Gun-Track–ების სერიული წარმოებაც კი მოაწყვეს–სურათზე სვადასხვა შეიარაღებით აღჭურვილი სატვირთო მანქანებია, რომლებიც სტანდარტულ ფერებშია შეღებილი



ასევე იყენებენ ხელთ არსებულ მასალებს რომ მანაქანები ჯავშნით აღჭურვონ – კონკრეტულ მანქანაზე რესორებია გამოყენებული



Saturday, January 12, 2013

უკრაინაში Ан-70–ის გამოცდები გრძელდება

Antonov-ი აგრძელებს Ан–70–ის პირველი და ერთადერთი პროტოტიპის გამოცდებს. გამოცდები გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ განახლდა რაც თვითმფრინავმა მოდერნიზაცია განიცადა.
ქვემოთ მოყვანილი სურათები თვითმფრინავის მიერ ამ წელს განხორციელებული პირველი ფრენის დროსაა გადარებული. გამოცდების ამ ფაზის დასრულების შემდეგ Ан–70 რუსულ–უკრაინულ ერთობლივ კომისიას გადაეცემა გამოსაცდელად, რომლის შედეგების საფუძველზეც რუსული მხარე გადაწყვიტავს შეისყიდოს თუ არა ეს უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავი.







P.S. ვიზუალურად საკმაოდ ლამაზი თვითმფრინავია.