Sunday, October 13, 2013

საავიაციაო "ნიუსები"

Rafale - 100 000 საათი ჰაერში 
ინტერნეტ რესურსი Air&Cosmos–ის თანახმად ფანგულმა გამანადგურებელმა Rafale–მ ჰაერში 100 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. ამ გამანადგურებლის ისტორიაში ეს ზღვარი ავიამზიდებზე ბაზირებულმა, საზღვაო ვერსიამ გადალახა.
დღემდე მთლიანობაში აწყობილია 122 სერიული გამანადგურებელი – 38 ცალი Rafale–M საზღვაო ძალებისთვის და 84 ცალი  Rafale–B/C საჰაერო ძალებისთვის, აქედან 44 ცალი ერთადგილიანი და 40 ცალი ორადგილიანია. 2014–2019 წლებში საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს დამატებით 26 გამანადგურებელი უნდა გადაეცეს.
ამ 100 000 საათის განმავლობაში კატასტროფა განიცადა ხუთმა გამანადგურებელმა, აქედან ოთხი ცალი ავიამზიდებზე ბაზირებული საზღვაო მოდიფკაციისა იყო. 
შეგახსენებთ რომ ამა წლის სექტემბერში, Eurofighter–ის კონსორციუმის განცხადების თანახმად, Typhoon–ის მსოფლიო პარკმა 200 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. აღსანიშნავია რომ დღეს 380 ცალი Typhoon ექვსი ქვეყნის საჰაერო ძალების შეიარაღებაში იმყოფება.

F-35 - 10 000 საათი ჰაერში
Lockheed Martin–ის პრეს–რელიზის თანახმად მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა F-35 Lightning II–მა თავის არსებობის ისტორიაში 10 000 საფრენოსნო საათი შეასრულა. ამ საფრენოსნო საათების ნახევარი ბოლო 11 თვის განმავლობაში განხორციელდა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შემდეგ კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს – გასული თვის ბოლოსთვის გამანადგურებელმა 6 692 გაფრენა განახორციელა და მთლიანობაში 10 077 საათი იფრინა, ამ მონაცემების თანახმად გასული 6 წლის განმავლობაში ნაფრენი 5000 საათი გამანადგურებელმა ბოლო წლის განმავლობაში გააორმაგა.

პირველი ავსტრალიური F-35
ტეხასში მდებარე Lockheed Martin–ის ქარხნის საწარმოო ხაზზე ხორცის შეხმა და ფორმების მიღება დაიწყო RAAF-ისთვის (ავტრალიის სამეფო საჰაერო ძალები) განკუთვნილმა პირველმა F-35 Lightning II–მა.
გამანადგურებელი, რომელიც AU-1 ინდექსითაა ცნობილი, ავსტრალიის საჰაერო ძალებს 2014 წლის ზაფხულში უნდა გადაეცეს.

Thursday, October 10, 2013

AH-1W + Cirit

თურქეთის საარმიო ავიაცის კუთვნილი ვერტმრენი AH-1W კომპანია Roketsan–ის ლაზერით მართვადი რაკეტის, Cirit–ის გამოცდებზე

თურქული ვერტმფრენი რაკეტა Cirit–ის გამოცდებს ანხორციელებს. 70მმ–ნი რაკეტა განკუთვნილია მსუბუქად შეჯავშნული და შეუჯავშნავი სამიზნეების და ასევე პირადი შემადგენლობის და მსუბუქი საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. რაკეტის სროლის მანძილი თავის კლასში ყველაზე დიდია და 8 კილომეტრს შეადგენს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პლატფორმიდან, რომელსაც MIL-STD-1760 ინტეფეისი გააჩნია.


დაწვრილებით რაკეტის შესახებ – Cirit 2.75 Cirit 2.75” Laser Guided Missile

საბერძნეთის ТОР-М1 – ეფექტური ჰსთ კომპლექსი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება?

ამ დღეებში დააკავეს საბერძნეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი აკის ჯოხაჯოპულოსი, მიუყენეს კორუპციის მუხლი და 20 წლით ჩააყუდეს ციხეში. მას მიჰყვა მისი თანამოაზრე – 16 წელი, ბუღალტერი – 13 წელი და ყოფილი ცოლი – 6 წელი.
სადავო საკითხებს შორის იყო ქვეყნის თავდაცვისთვის მიყენებული ტექნიკური და ფინანსური ზარალი. აქედან ჩვენ გვაინტერესებს რუსეთში ნაყიდი ჰსთ კომპლექსები და კერძოდ ТОР-М1–ები.
როგორც ცნობილი ხდება ეს კომპლექსები საბერძნეთის სახმელეთო ჯარების შტაბმა დაბლოკა, მაგრამ თავდაცვის მინისტრის მცდელობის შედეგად მათი შესყიდვა მაინც მოხდა. ქვემოთ მოყვანილია ის მიზეზები თუ რატომ მოხდა რუსული კომპლექსების დაბლოკვა:

როგორც ცხრილებიდან ჩანს რუსული კომპლექსის ძირითადი პრობლემას მისი ნატოს ჰსთ სისტემებში ინტეგრაციის სირთულე წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც დღეს ეს სისტემები ბაზების დაცვაზეა გადაყვანილი და დამოუკიდებლად ახორციელებენ საჰაერო სივრცის კონტროლს, ანუ მათი შესაძლებლობების რეალიზაცია მსაკმაოდაა შემცირებული.
ასევე ჯოხაჯობულოს მინისტრობის დროს მოხდა ამერიკული კომპანია Raytheon–ის მიერ წარმოებული ანტისაარტილერიო რადიოლოკაციური სადგურების, TPQ-37-ების შესყიდვა, რომლებიც ასევე ვერ პასუხობდა ბერძნული არმიის მიერ დასმულ ვერც ერთ მოთხოვნას. თუმცა ამ რადარის შესახებ შემდე სტატიაში ვისაუბრებთ.

Monday, October 7, 2013

გამანადგურებელ F-16–ის წარმოების გრაფიკი

ინტერნეტ რესურს www.f-16.net–ზე გავრცელდა საკმაოდ საინტერესო გრაფიკული ცხრილი, რომელზეც Lockheed Martin–ის (ადრე General Dynamics–ის) F-16 Fighting Falcon–ის წარმოების ტემპები მთელი მისი წარმოების პერიოდში.
F-16–ის წარმოება 2017 წლამდე გაგრძელდება. ამჟამად ეგვიპტის შეკვეთების რეალიზაცია ხდება, ასევე არსებობს ხელშეკრულება ერაყთან და ომანთან. ასევე არაა გამორციხული რომ კოლუმბიასთანაც გაფორმდეს ახალი F–16–ების შესყიდვის ხელშეკრულება.


Saturday, October 5, 2013

JMR–ის პროგრამაში მონაწილე 4 კომპანია

Bell Helicopter–სის კონცეპტი
ამერიკის არმიამ, როგორც პროგრამა JMR–ის (Joint Multi-Role) ხელმძრვანელმა, საწყისი ხელშეკრულება ოთხ კომოპანიასთან გააფორმა, ესენია – AVX Aircraft Company, Bell Helicopter, Karem Aircraft და Sikorsky Aircraft.

Karem–ის კონცეპტი
JMR–ის პროგრამა ამერიკის არმიის პერსპექტიულ ხრახნიან საფრენ აპარატს ეხება და მას უნდა ჰქონდეს როგორც თვითმფრინავის ასევე ვერტმფრენის მახასიათებლები (პროგრამის შესახებ უკვე ვწერდი – საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის).
პროგრამის მომდევნო ფაზაში მონაწილეებმა უკვე პროტოტიპები უნდა ააწყიონ, რომელთა მეშვეობითაც იმ ტექნოლოგიის დემონსტრირებას მოახდენენ, რომლებითაც ძირითად პროგრამაში, FVL–ში (Future Vertical Lift) მიიღებენ მონაწილეობას.

AVX–ის კონცეპტი
  Sikorsky–ის კონცეპტი



"Black Hawk Down" - ბრძოლის რალური ვიდეო კადრები

კინო ფილმი "Black Hawk Down"–ის წყალობით ბევრმა იცის თუ რა მოხდა სომალიში, როდესაც ამერიკის შეიარაღებული ძალები ალ ქაიდასთან პირველ ბრძოლაში ჩაება. ამჟამად ჟურნალისტმა Lara Logan–მა ამ ბრძოლის აქამდე უცნობი ვიდეო მასალა გაავრცელა. 

Thursday, October 3, 2013

დღის ფოტო – ირანული "ტომი"

ირანული F-14 Tomcat-ი რუსული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Р-27Р–ით

Monday, September 30, 2013

ტელეპროგრამა "ქართული ჯარი"


ხუთშაბათს, პირველ არხზე, 19:00 საათზე ეთერში გავა სამხედრო თემატიკის გადაცემა სახელწოდებით "ქართული ჯარი". გადაცემის ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

წარმატებას ახალ პროექტს და სასიამოვნო ყურება თქვენ სამხედრო საქმის მოყვარულებო!!!

Sunday, September 29, 2013