Thursday, July 9, 2015

"წადი შენი დედაც მოვ....ან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"


სერიალი "ტიფლისის" გადამღებისგან ახალი ქართული პატრიოტუსლი ფილმი "დაკარგული გმირები", რომელიც ქერჩის პლაცდარმზე დაღუპილ ათეულობით ათას ქართველს ეძღვნება.

დამბურძგლა – "წადი შენი დედაც მოვტყან, გაუმარჯოს საქართველოს!!!"

P.S. ფილმი სავარაუდოდ სხვა ფილმებზე დაყრდნობითაა გადაღებული, პირველივე შეხედვით იგივე რიგითი რაიანის გადასარჩენად გაგახსენდება ადამიანს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა რომ ასეთ საინტერესო და საჭირო საქმეს მოჰკიდეს საქართველოში ხელი.

Monday, July 6, 2015

Tuesday, June 23, 2015

ქართველები ავღანეთში – პატრულირება ბალხის პროვინციაში

დიდი ხანია ავღანეთის თემას არ შევხებივართ და თან პლიუს ეს საინტერესო ტენდენცია შევნიშე ჩვენი МОD–ის საიტზე.
ბალხის პროვინციაში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში პატრულირება განახორციელეს.
ქვეითად გადაადგილების დროს ქართულმა ქვედანაყოფმა მიწაში ჩაფლული ძველი საბრძოლო ნივთიერებები შეამჩნიეს, რის შემდეგაც სტანდარტული პროცედურის თანახმად საინჟინრო ჯგუფის გამოძახება მოხდა. გამნაღველებმა საეჭვო ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და გაწმინდეს. პატრულირება 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ქართული ასეულის პატრულიების მიზანი ბაზა "მარმალის" დაცვა, საპატრულო რაიონის კონტროლი, მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ქართველმა სამხედროებმა ბაზა "მარმალზე" გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლეს.


წყარო:
პატრულირება ბალხის პროვინციაში

P.S. რომელ ტენდენციაზეა საუბარი – თავდაცვის სამინისტრო უფრო მეტ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას და ეს ყველაფერი კაია. მაგრამ ასე დეტალურად – პატრულირება განხორციელდაო :) ? ყოველ დღე ორი პატრულირება ხდებოდა და მესამე ღამით, პლიუს ამას Q.R.F.–ის გასვლები და სხვადასხვა ოპერაციები. ნაღმების თაობაზე კიდევ – 4 თუ 5 ტვეში მარტო ჩემს ასეულზე იყო 40–მდე I.E.D. აღმოჩენილი.
ყველა ეს რუტინული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს გვერდზე რო გამოჩენილიყო ალბათ ინტერნეტმწერლების დამატებით რამდენიმე შტატი უნდა შემოეღოთ.
ბიჭებს კიდევ დიდი პატივისცემა, მშვიდობიტ დაბრუნებას გისურვებთ.

P.P.S. იმედია ავრანეთის მისიის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მოგვცემს საშუალებას სტატისტიკას გავეცნოთ – განხორციელებული ოპერაციები, პატრულირებები, ნაღმების აღმოჩენა და მთელი ის საინტერესო ციფრები რომლებიც ყველა სამხედრო საქმის მოყვარულს დააინტერესებს.

Thursday, June 18, 2015

გამოფენა "Армия-2015"

16-დან 19 ივნისის ჩათვლით რუსეთში, მოსკოვის ოლქში კულტურის სამხედრო პატრიოტულ ბანაკ  "Патриот"–ში მიმდინარეობს სამხედრო–ტექნიკური გამოფენა ფორუმი "Армия-2015". გამოფენაზე ბევრი სიახლე პირველად იქნა წარმოდგენილი:

მოდერნიზირებული 2С25М (Объект 952М) "Спрут-СДМ1"

მოდერნიზირებული БМД-4М

მოდერნიზირებული РХМ-5М

მოდერნიზირებული БМП-2М

БМП-3-ის მოდერნიზაციის სხვადასხვა ვერსიები 
№1 - БМП-3М

 №2 - БМП-3 დამატებითი ჯავშნით და ცხაურებით

ასევე მოხდა Ка-52-ის საზღვაო ვერსიის, Ка-52К-ს პირველი ოფიციალური ჩვენება

ასევე წარმოდგენილი იქნა ცეცხლსასროლი იარაღის ფართო ასორტიმენტი

კონცერნ Калашников-ის მერ წარმოდგენილი ახალი, 9x19მმ პისტოლეტი ПЛ-14 (Пистолет Лебедева)

АК-15

Саига-ს სხვადასხვა ვარიანტები (მაგალითად უკანა პლანზე 9მმ–ნი Саига–9)

АК-12

А-545

ფოტოების წყარო ბლოგი u_96 და ფორუმ otvaga2004–ის იუზერი VLAS.