AUSA-2014–ზე კომპანია Boeing–მა გაუმჯობესებული Avenger წარადგინა. გაუმჯობესება საბრძოლო გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა. ახალი კომპლექსი ჰაერი–ჰაერი ტიპის AIM-9X Sidewinder–ითა, ტანკსაწინააღმდეგო Hellfire–ბითა და უმართავი (მართვადი) რაკეტებითაა აღჭურვილი.
Boeing–მა შეიმუშავა ღია არქიტეკტურის მქონე სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შეიარაღების უნივერსალური ინტერფეისის კონცეფციაზე და საშუალებას იძლევა კომპლექსში ინტეგრირებული იქნას სხვადასხვა სახის შეიარაღება (მართვადი და უმართავი რაკეტები, ქვემეხები და პერსპექტიული შეიარაღება), რაც ერთ პლატფორმაზე მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. ეს კონცეფცია კომპლექსს მოქნილობას სძენს და საშუალებას იძლევა მოხდეს მისი შეიარაღებას ადაპტირება საფრთხეების მიხედვით.
Boeing–ის Avenger პასუხობს ყველა იმ საფრთხეს, რაც დრეს აშშ–ს არმიის წინაშე დგას – დაწყებული უპილოტო საფრენი აპარატებით და დამთავრებული სახმელეთო საფრთხეებით, ისეთების, როგორიცაა სარაკეტო/არტილერიის/ნაღმტყორცნის (RAM – Rocket/ Artillery/Mortar) ცეცხლი.
Boeing-ის კომპლექსი იარაღის უნივერსალური ინტერფეისი კონცეფციას (universal weapons interface (UWI) ეფუძნება. UWI საშუალებას იძლევა მოხდეს შეიარაღების საჭირო მიქსი და ურთიერთ შეთავსება–შევსება საჭიროებისდა მიხედვით.
აშშ–ს Avenger–ების მოდერნიზაციის ეს ღონისძიება ეკონოიური და ეფექტურია. მოდერნიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კომპლექსის Stinger–ებით, ტყვიამფრქვევ XM-293–ით, ავტომატური ქვემეხით, Hellfire–ბით, AIM-9X Sidewinder–ბითა და პერსპექტივაში მაღალენერგეტიკული კლაზერით აღჭურვა.
წყარო:
No comments:
Post a Comment