ვინ დგას მალაზიური Boeing–ის MH-17–ის ჩამოგდების უკან, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა – გერმანული გაზეთის, Der spiegel–ის თანახმად გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური BND (Der Bundesnachrichtendienst) სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებაში პრო რუს ტერორისტებს ადანაშაულებს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს უკრაინული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი Бук, რომლის გამოყენებითაც შესძლეს მალაზიური თვითმფრინავის ჩამოგდება.
ამის შესახებ გერმანიის პარლამენტს, BND–ს პრეზიდენტმა, გერჰარდ შინდლერმა (Gerhard Schindler) სპეციალური მოსმენის დროს აუწყა. მან მოხსენების დროს ასევე წარმოადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები – სხვადასხვა ფოტოსურათები და თანამგზავრული ფოტოების ანალიზი.
წყარო:
No comments:
Post a Comment