Showing posts with label Бронницы. Show all posts
Showing posts with label Бронницы. Show all posts

Monday, June 9, 2014

ჯავშანმანქანა "Ансырь" ბრონიცაზე

მოსკოვთან მდებარე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 21–ე სამეცნიერო–კვლევით გამოსაცდელი ინსტიტუტის საცდელ პოლიგონ "ბრონცაზე", 29 მაისს, სამხედრო მძღოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განხორციელდა ჯავშანმანქანა "Ансырь"–ის პრეზენტაცია (ბრონიცაზე გამართულ გამოფენაზე უკვე ვწერდი – ჯავშანმანქანების გამოფენა ბრონიცაში)
ტენდერი შიფრით "Ансырь" რუსეთის შსს–მ 2008 წელს გამოაცხადა, ტენდერის პირობებიდან გამომდინარე ბევრი სპეციალისტი მას ფრანგულ VBR–ზე მორგებულად თვლიდა და არ გამორიცხავდნენ ამ მანქანის რუსეთში წარმოებასაც კი:

მაგრამ როგორც ვხედავთ მხოლოდ კონცეპტუალური მსგავსებაა, ბაზა რისია გაურკვეველია, თუმცა ფოტოებიდან ჩანს მანქანა УАЗ–ის დროშების ქვეშ დგას

მცირე კლასის საიერიშო ამფიბიური ჯავშანმანქანის, შიფრი "Ансырь", წონა 4 ტონამდეა, ტვირთამწეობა 800კგ, ეკიპაჟი 3 კაცი. მანქანა შექმნილია ФКУ НПО СТиС МВД და ბაუმანის სახელობის მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ

ასევე БТР-82А1–ს დამატებით ფოტოები, მის შესახებ უკვე ვწერდი – БТР-82А1

მანქანა შიგნიდან


წყარო:

Friday, May 30, 2014

ჯავშანმანქანების გამოფენა ბრონიცაში

მოსკოვთან მდებარე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 21–ე სამეცნიერო–კვლევით გამოსაცდელი ინსტიტუტის საცდელ პოლიგონ "ბრონცაზე", 29 მაისს, სამხედრო მძღოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. გამოფენილი იქნა სამხედრო და სპეციალური დანიშნულებსი ავტოტექნიკა და ასევე განხორციელდა საჩვენებელი შემოვლები.
სამხედრო საწარმოებმა წარმოადგინეს საევაკუაციო საშუალებები, რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, ძარა–კონტეინერები, ძარა–ფურგონები, მულტილიფტები, ტექნიკური დაზვერვის სატრანსპორტო საშუალებები, პოლარულ პირობებში და არქტიკაში ექსპულატაციისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ტექნიკა.
ასევე გამოფენილი იქნა ჯავშანტექნიკა – "Тайфун-У", "Тайфун-К", "Скорпион", "Тигр-М", БТР-82А1, შეჯავშნული მანქანა "Булат", "Федерал-М".

"Скорпион"–ის სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შესახებ არა ერთხელ ვწერდი:
 მანქანაზე ეკიპაჟის ქონების გადასატანი თაროები გაჩნდა

წარმოდგენილი იქნა მოდერნიზირებული БТР-82А1 – მოდერნიზაცია საცეცხლე შესაძლებლობებს შეეხო, თუმცა კონკრეტულად რა ღონისძიებებია გატარებული ჯერ–ჯერობით უცნობია

"Тайфун-К"–ს კაბინით (კაბინა დამატებითი ჯავშნის გარეშეა) აღჭურვილი КАМАЗ-6560 "Торнадо" 

КамАЗ "Тайфун" შიგნიდან

არქტიკული შეწყვილებული შეჯავშნული ყველგანმავალი ДТ-3ПБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი МТ-ЛБ

დამატებითი კერამიკული ფილებით აღჭურვილი  БТР-82


წყარო:


Thursday, June 7, 2012

Бронницы-2012

Скорпион ЛША და Скорпион ЛТА










КамАЗ Выстрел




МТЛБ