Showing posts with label ინსტრუქტორები. Show all posts
Showing posts with label ინსტრუქტორები. Show all posts

Friday, April 18, 2014

რუსული ВДВ–ეს სპეცდანიშნულების რაზმის საცეცხლე მომზადება

რუსეთის საჰაერო–სადესანტო ჯარების სპეცდანიშნულების ჯგუფის საცეცხლე მომზადების ვიდეო–რგოლი
ვიდეოში სპეცრაზმელები შემდეგ შეიარაღებას იყენებენ – ავტომატი АК-74М, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ГП–25 და პისტოლეტები ПБ / 6П9, АПБ / 6П13 და ПЯ.
P.S. იმას გარდა რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა დასავლეთის მეთოდიკის და მოქმედების ტქატიკის ფართო გამოყენება დაიწყეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საცეცხლე მომზადებისთვის კერძო კომპანიის ინსტრუქტორებს ქირაობენ – ესეც დასავლეთური პრაქტიკაა და საკმაოდ ეფექტურიც. 

ვიდეოს მიხედვით ინსტრუქტორებად კერძო დაცვის კომპანიის, კონკრეტულად კი CENTER-Т–ის  წევრები არიან მიწვეულნი

Monday, January 21, 2013

თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორებმა ტრენერთა მომზადების კურსი გაიარეს. ოცდაცამეტი კურსდამთავრებული 11 იანვარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
“ტრენინგის მიზანი აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. მათ მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაგეგმონ სასწავლო პროგრამა, როგორ უნდა მოემზადონ ლექციებისთვის და როგორ ჩაატარონ სასწავლო კურსები, იყვნენ უფრო ინტერაქტიულები, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და უფრო კარგად მართონ მსმენელთა ჯგუფი” - განაცხადა თამარ ქაროსანიძემ.
სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სწავლების დაგეგმვის, ტრენინგის მიზნების განსაზღვრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების და პროცესის ორგანიზებისთვის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს გაეცნენ. სპეციალური ორდღიანი კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა ინდივიდუალური და გუნდური დავალებების, ასევე კრეატიული მეთოდებით როლური სავარჯიშოების შესრულება მოუხდათ.
ტრენერთა მომზადების კურსი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრატეგიისა და ლიდერიზმის ცენტრისა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.







წყარო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

Friday, December 21, 2012

ამერიკელი მრჩეველ-ინტრუქტორების დაჯილდოება/U.S. Advisor-Instructors Awarded


დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორები დააჯილდოვა. მედლები „გენერალი კვინიტაძე“, ქართული ბატალიონების ISAF-ის მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სერჟანტ-მაიორ გრეგორი რაიტს, უფროს სერჟანტ ვინსენტ ჰელერს და უფროს სერჟანტ ანტონი კუკურისს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საწვრთნელ ბაზაზე „სამხრეთ ვაზიანი“ (ალგეთი) გაიმართა.
„დღეს, ჩვენ მოვინახულეთ 33-ე ბატალიონი, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გადის წვრთნებს და უახლოეს მომავალში წავლენ ავღანეთში. ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი მეომრები მორალურადაც, ფიზიკურადაც და რაც მთავარია, სამხედრო ცოდნით მზად არიან ყველა ამოცანა გადაწყვიტონ და შეასრულონ. მათ ყველა ამოცანის შესრულებისას უნდა ახსოვდეთ მთავარი - გადაირჩინონ საკუთარი თავი და ამით შეასრულონ ძირითადი ამოცანა -საერთაშორისო და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორების დაჯილდოების ცერემონიალს ასევე, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა დაესწრო. ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. ამერიკელმა მრჩეველ-ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს ქართველი სამხედროების მომზადების დონე. უფროსი სერჟანტის ვინსენტ ჰელერის თქმით, ქართველი სამხედროები ძალიან მოტივირებულნი არიან და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.


21 December 2012 05:06 
Today Georgian Defence Minister Irakli Alasania has awarded the American advisor-instructors. Sergeant Major Gregory Wright, 1st Sergeant Vincent Heller and Gunnery Sergeant Anthony Cuccurese were granted with Medals “General Kvinitadze” for their special contribution to pre-deployment training the Georgian soldiers for ISAF mission. The awarding ceremony was held at the training base “Sounth Vaziani”, Algeti.
“Today we have visited the 33rd Battalion currently undergoing the trainings with our American partners.  They will depart for Afghanistan in the nearest future. Our soldiers are morally and physically ready and the most important is that they have relevant military knowledge to solve every task successfully. They should always be aware to save themselves and carry out the most important task - to provide international and national security”, declared Defence Minister.
The leadership of the GAF also attended the awarding ceremony. After the ceremony, Defence minister had a tour around the training base and the infrastructure.
U.S. advisor-instructors have positively assessed the preparedness of Georgian soldiers. According to 1st Sergeant Vincent Heller, the Georgian soldiers are highly motivated and distinguished for their professionalism. 
















წყარო: