Showing posts with label წიგნები. Show all posts
Showing posts with label წიგნები. Show all posts

Monday, June 12, 2017

ზბიგნევ ბჟეზინსკი - ამონარიდი წიგნიდან "დიდი საჭადრაკო დაფა"

ამონარიდი წიგნიდან "დიდი საჭადრაკო დაფა" - უკომენტაროდ, უბრალოდ წაიკითხეთ:
ისტორიამ გვაჩვენა, რომ ერთხელ მოპოვებული ეროვნული დამოუკიდებლობა ინფექციურია და მხოლოდ უზომო გარეშე ძალის გამოყენებით შეიძლება მასზე უარი ათქმევინო ვინმეს.
არადა დღევანდელ რუსეთს ძველი იმპერიის ძალადობრივი მეთოდებით აღდგენის თავი ნამდვილად არ აქვს. ის ძალიან სუსტია, ჩამორჩენილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალზე ღარიბიც კი ამ ურთულესი მისიისთვის.
მხოლოდ დროის საკითხია, როდის გააცნობიერებს რუსეთის სოციალური ელიტა, რომ პუტინის რკინის ხელის პოლიტიკას წარმატების შანსები არ აქვს. ადრე თუ გვიან მას მოუწევს დათმოს პრეზიდენტის პოსტი. ამის შემდეგ კი, დიდი ხანი არ გავა და თავად რუსი ხალხი დაასკვნის, რომ თუ წინსვლა სურთ, მოუწევთ გახდნენ თანამედროვე, დემოკრატიული და, შეიძლება წამყვანი ევროპის ქვეყანაც კი.
THE FINANCIAL TIMES, 2014


ფაქტობრივად, საბჭოთა სამხედრო ძალა და შიში, რომელსაც ის უნერგავდა დასავლეთ წარმომადგენლებს ხანგრძლივი დროის მანძილზე, ფარავდა მეტოქეთა შორის არსებულ ასიმეტრიას. ამერიკა იყო გაცილებით მდიდარი, გაცილებით დაწინაურებული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, გაცილებით მოქნილი და მოწინავე სამხედრო სფეროში და გაცილებით შემოქმედებითი და მიმზიდველი სოციალურ ურთიერთობაში. იდეოლოგიური ხასიათის შეზღუდულობა, ასევე ძირს უთხრიდა საბჭოთა კავშირის შემოქმედებით პოტენციალს, რომელიც მის სისტემას ხდიდა სულ უფრო და უფრო უძრავს, ეკონომიკას კი სულ უფრო მფლანგველსა და ნაკლებკონკურენტუნარიანს სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში. მშვიდობიანი შეჯიბრის მსვლელობაში სასწორის პინა აუცილებლად ამერიკის სასარგებლოდ უნდა გადაწეულიყო.
საბოლოო შედეგებზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა კულტურულმა მოვლენებმაც. კოალიცია, რომელსაც ამერიკა მეთაურობდა, ძირითადად დადებითი სახით აღიქვამდა ამერიკის პოლიტიკური და სოციალური კულტურის მრავალ ატრიბუტს. ამერიკის ორმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოკავშირემ ევრაზიის კონტინენტის დასავალეთ და აღმოსავლეთ პერიფერიებში - გერმანიამ და იაპონიამ - თავისი ეკონომიკა აღადგინეს ამერიკელებისადმი თითქმის თავშეუკავებელი აღტაცების კონტექსტში. ამერიკა ფართოდ აღიქმებოდა, როგორც მომავლის წარმომადგენელი, როგორც საზოგადოება, რომელის აღტაცებასა და ღირსეულ მიმბაძველობას იმსახურებდა.
მისგან განსხვავებით, რუსეთი კულტურულ ურთიერთობებში იწვევდა ზიზღს ცენტრალური ევროპის თავისი ვასალების უმრავლესობის მხრიდან და კიდევ უფრო მეტს თავისი მთავარი და სულ უფრო დაუყოლიებელი აღმოსავლეთელი მოკავშირის - ჩინეთისგან. ცენტრალური ევროპის წარმომადგენლებისათვის რუსეთის ბატონობა ნიშნავდა დასავლეთ ევროპისა და მისი ქრისტიანულ-რელიგიური ტრადიციებისგან იზოლაციას, იმისგან, რასაც ისინი, ფილოსოფიისა და კულტურის თვალსაზრისით, თავიან სახლად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ეს ნიშნავდა ხალხის ბატონობას, რომელსაც ცენტრალური ევროპის მაცხოვრებლები, ხშირად უსამართლოდაც, კულტურული თვალსაზრისით, თავისზე დაბლა მდგომებად თვლიდნენ.
ჩინელები, რომელთათვის სიტყვა „რუსეთი“ ნიშნავდა „მშიერ მიწას“, კიდევ უფრო აშკარად ავლენდნენ ზიზღს. მართალია, თავდაპირველად ისინი მხოლოდ ხმადაბლა ედავებოდნენ მოსკოვის პრეტენზიას საბჭოთა მოდელის უნივერსალურობის უპირატესობაზე, მაგრამ ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის ათწლედში, მოსკოვის მეთაურობის აკვიატებული იდეოლოგიის უარყოფის დონემდე ამაღლდნენ და აშკარადაც კი, დაიწყეს ჩრდილოელი მეზობლის - ბარბაროსისადმი ზიზღის დემონსტრირება.
და ბოლოს, თავად საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 50%, რომელიც არ ეკუთვნოდა რუს ეროვნებას, ასევე უგულებელყოფდა მოსკოვის ბატონობას. არარუსი მოსახლეობის თანდათანობითი პოლიტიკურიუ გამოფხიზლება ნიშნავდა, რომ უკრაინელებმა, ქართველებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა დაიწყეს საბჭოთა ხელისუფლების, როგორც უცხო იმპერიული ბატონობის იმ ხალხის მხროდან თავზე მოხვეულად მიჩნევა, რომელსაც ისინი, კულტურული თვალსაზრისით, არ თვლიდნენ თავისზე მაღლა მდგომ ხალხად. შუა აზიაში ეროვნული მისწრაფებები შეიძლება სუსტი იყო, მაგრამ ხალხთა განწყობილება იქ თანდათანობით ღვივდებოდა იმის შეგნებით, რომ ისინი ისლამურ სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, რასაც საფუძველს უმტკიცებდა დეკოლონიზაციაზე საყოველთაოდ გავრცელებული ცნობები.
ადრე არსებული, საკმაოდ მრავალი იმპერიის მსგავსად, საბჭოთა კავშირი საბოლოოდ აფეთქდა შიგნიდან და ნაწილებად დაიყო, იქცა იმდენად არა სამხედრო დამარცხებისა, რამდენადაც დეინტეგრაციის პროცესის მსხვერპლად, რომელიც დაჩქარებულ იქნა ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით. მისი ბედი, მეცნიერების იმ ფრთიანი გამოთქმის დამამტკიცებელ საბუთად იქცა, რომ:

„იმპერიები“, თავისი არსით, არასტაბილურები არიან, რადგან დამორჩილებული ელემენტები, თითქმის ყოველთვის, უპირატესობას ანიჭებენ ავტონომიის უფრო მაღალ დონეს, კონტრელიტები კი, ასეთ ელემენტებში, შესაძლებლობის გაჩენის დროს, თითქმის ყოველთვის, ნაბიჯებს დგამენ უფრო მეტი ავტონომიის მისაღწევად. ასეთი თვალსაზრისით, იმპერიები არ ინგრევიან, ისინი ნაწილებად იშლებიან, ჩვეულებრივ, ძალიან ნელა, თუმცა კი, ზოგჯერ არაჩვეულებრივად სწრაფად“¹.

1 Donald Puchala – The History of the Future of International Relations/Ethics and International affairce – 1944 №8 p. 183.

Friday, November 7, 2014

ჩემი ბიბლიოთეკა

დღეს ბიბლიოთეკას ზბიგნევ ბრეჟინსკის (Zbigniew Brzezinski) წიგნი "დიდი საჭადრაკო დაფა" შეემატა. წავიკითხავ, შთაბეჭდილებებსა და საინტერესო ადგილებს გაგიზიარებთ



Thursday, April 10, 2014

ჩემი ბიბლიოთეკა

მოკლედ ჩემი ბიბლიოთეკა ორი საკმაოდ ახალი და ძვირფასი (ფასით არა, შინაარსით) წიგნით შეივსო.

პირველი – გენერალ–პოლკოვნიკის, 1938–1942 წლებში გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ფრანს ჰალდერის "დღიურები"



პოლკოვნიკ ჰაუსის არქივი – აშშ–ს პრეზიდენტის მრჩევლის არქივი პირველი მსოფლიო ომის შესახებ, წიგნს რუსულად გამოცემის თარიღი 1939 წელი

 P.S. წიგნებს სულ შემთხვევით გადავაწყდი ერთი ძველი წიგნების გამყიდველთან და საკმაოდ იაფადაც შევიძინე. როგორც აღმოჩნდა გერმანელი გენერლის წიგნის მე–2 ტომიც აქვს, მომიტანს ამ დღეებში. შთაბეჭდილებებს წაკითხვის მერე გაგიზიარებთ.

Friday, April 26, 2013

წიგნი "One Bullet Away"

ალბათ ბევრს გინახავთ ამერიკული ტელესერიალი "მკვლელების თაობა" (სერიალის სანახავი ბმული – Generation kill), რომელიც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა გადაღებული – მოკლედ რომ ვთქვათ ფილმში ასახულია რეპორტიორ ევან რაიტის თვალით დანახული მოვლენები. ასევე ყველას გეხსომებათ ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი, ლეიტენანტი ნათანიელ ფიკი (Nathaniel Fick), რომლის როლსაც მსახიობი სტარკ სანდსი (Stark Sands) ასრულებს.

კადრი სერიალიდან "მკვლელების თაობა" – მარჯვნივ სტარკ სანდსი ლეიტენატნ ნათანიელ ფიკის როლში
სწორედ ამ გმირზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას რომ, მისი ავტორობით გამოსულია ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "One Bullet Away", რომელიც რუსულად "Морпехи"–ს სახელით არის ნათარგმნი. წიგნში მოთხრობილია ლეიტენანტ ნათანიელ ფეიკის ავტობიოგრაფდია სამხედრო სამსახურის დაწყებიდან მის დასრულებამდე და ასევე საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი ერაყში შეჭრის ოპერაციას, რომელშიც სერიალშია საუბარი, მაგრამ ამჯერად არა რეპორტიორის თვალით არამედ უშუალო მონაწილის გადმოსახედიდან.

წიგნის გადმოსაწერი ბმული:

წიგნის ავტორი ნათანიელ ფეიკი