Showing posts with label Full Scale Aerial Target. Show all posts
Showing posts with label Full Scale Aerial Target. Show all posts

Saturday, May 12, 2012

ამერიკული გამანადგურებლის ახალი კარიერა, თუ კარიერის დასასრულის დასაწყისი

F-16, რომელიც Lockheed Martin-ის ერთ-ერთ best seller-ს წარმოადგენს, რომლის წარმოებაც 1975 წელს დაიწყო და გაყიდული იქნა 26 ქვეყანაში, მალე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში ახალ კარიერას დაიწყებს - საუბარია ავიაციისთვის განკუთვნილ საჰაერო სამიზნეებზე.

საჰაერო მიზნის როლს, როგორც წესი, ძველი გამანადგურებლები ასრულებენ და როგორც ჩანს ამჯერად F-16-ის დროც მოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ  F-16-ი ჯერ კიდევ სერიულად იწარმოება და 70 ერთეული ასეთი გამანადგურებელი უნდა მიეწოდოს მაროკოს, ეგვიპტეს, თურქეთს და ერაყს.

დაკონსერვებაში მყოფი F-16-ბი
ამჟამად  აშშ-ს ავიციიდან მოხსნილია და Davis-Monthan AFB-ში (არიზონას შტატი) დაკონსერვებაზე დაყენებულია ასობით F-16. ამ გამანადგურებლების უმეტესობა წარმოადგენს საწყისი Block-ების მოდელებს, თუმცა დაკონსერვების ადგილზე უკვე უფრო თანამედროვე Block-30-ებმაც მიაღწია, რომლებსაც რესურსი უკვე გასული აქვთ და ამ მიზეზით მოხსნილი არიან აქტიური სამსახურიდან. როგორც ბოლო დროს გახდა ცნობილი, აშშ, ამ დაკონსერვებული Fighting Falcon-ებიდან 30 ცალს უფასოდ გადასცემს ინდონეზიის მხარეს. 
დანარჩენი ჩამოწერილი გამანადგურებლები ეტაპობრივად გადაკეთდება საჰაერო სამიზნედ (QF-16). კონტრაქტი ამის შესახებ 2010 წელს გაფორმდა. საჰაერო სამიზნედ გადაკეთებული F-16-ს პირველი საცდელი ფრენა ამ წლის 4 მაისს შესდგა. QF-16, სახელწოდებით Full Scale Aerial Target აფრინდა Boeing-ს საცდელი ბაზა Cecil Field-დან, რომელიც განლაგებულია ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯეკსონვილში. ფრენის დროს, ან კი დაგეგმილი იყო უპილოტო ფრენა, მას მაინც პილოტი მართავდა. ფრენა 66 წუთს გაგრძელდა, რომლის დროსაც მიღწეული იქნა 12,5 კმ. სიმაღლე. 



QF-4 Phantom-ი ზემოთ და მისი შემცვლელი QF-16 Viper Drone ქვემოთ



ახალი QF-16 Viper Drone-ბი მალე ძველ QF-4 Phantom-ებს შეცვლიან.

P.S. ჩვენი ავიაციის არ არსებობის ფონზე უფასოდ გადმოცემული რამოდენიმე ათეული F-16 Block-30 საკმაოდ წაგვადგებოდა, თუნდაც საწყის ეტაპზე, როგორც ავიაციის  საბრძოლო ერთეულად ჩამოყალიბებაში, ასევე პილოტების მოსამზადებლად.