Showing posts with label Otokar. Show all posts
Showing posts with label Otokar. Show all posts

Thursday, March 4, 2021

Otokar Cobra II MRAP

Turkish company Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi unveiled its new Cobra II MRAP vehicle.




COBRA II - MRAP is a next generation MRAP vehicle which unites high level of survivability and mobility in a modular package. 

COBRA II - MRAP provides superior protection for the crew against ballistic, mine and IED threats while maintaining high cross-country mobility with its independent suspension system. The vehicle is specifically designed to provide high reliability, ease of maintenance and quick removal / installation of power pack.




With its modular design, COBRA II - MRAP provides high payload and spacious internal space for integration of weapon systems and mission equipment. COBRA II - MRAP can be configured with alternative seating layouts for up to 11 personnel with 3 or 5 door configurations as per specific user requirements.







Sunday, May 31, 2020

Nigerian "indigenous" hybrid armored vehicles

Nigerian Army creating the hybrid homemade armored vehicles - they put the armored personnel carriers and armored vehicles on trucks.

Most likely they do not have spare parts for engines, transmission and chassis, so they found a way out. 

MOWAG Piranha APC of the Nigerian Army on truk

Otokar Cobra of the Nigerian Army on truk

Monday, April 29, 2019

თურქული Otokar-ის სპეცოპერაციების მანქანა Ural SOV

ამა წლის 30 აპრილს ქალაქ სტამბულში გამოფენა IDEF'19-ზე, თურქული კომპანია Otokar სპეცოპერაციების მანქანა Ural SOV-ს (Special Operation Vehicle) წარადგენს. მანქანა 4x4 სავალი ფორმულის მქონე Otokar Ural-ის  ბაზაზეა შექმნილი. 

 

Ural SOV მოდულური კონცეფციას ეფუძნება  და შესაძლებელია მისი შეჯავშნილი და შეუჯავშნავი კონფირგურაციის სხვადასხვა მისიებზე ადაპტირება.

მაღალი გამავლობის Ural SOV უზრუნველყოფს ბალისტიკურ და გაზრდილ ნაღმდგრადობას, მისი ეკიპაჟი 5 კაცისგან შესდგება (მძღოლი, მეთაური და 3 მებრძოლი), ის აღჭურვილია ცენტრში განთავსებული 12,7 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და წინ და უკან განთავსებული ორი ცალი 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევებით - ყველა ამ მახასიათებელით ის იდეალურია სიღრმისეული დაზვერვისა და ტაქტიკური რეიდებისთვის.


Ural SOV აღჭურვილია 168 ცხენისძალიანი ძრავითა და 106 ლიტრიანი საწვავის ავზით, მას შეუძლია განავითაროს 110 კმ/სთ სიჩქარე და ერთი გამართვით გაიაროს 600 კილომეტრი.

Ural SOV 6,4 ტონას იწონის და მისი ტრანსსპორტირება შესაძლებელია როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ასევე საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით.

მანქანა შემკვეთის მოთხოვნით შეიძლება აღიჭურვოს ჯალამბარით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, შენიღბული განათებითა და ინფრაწითელი ფარებით.

Friday, April 26, 2019

თურქული ჯავშან ელექტროავტომობილი Otokar Akrep II

ცნობილმა თურქულმა კომპანიამ - Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi-მ, 2019 წლის 24 აპრილს თავისი საწარმოოს ტერიტორიაზე ახლად შექმნილი, 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ჯავშანმანქანა  Akrep II წარადგინა. მანქანის გამნასხვავებელ ნიშნად მისი სრულიად ელექტრონული ამძრაობა გვევლინება - გასაგებ ენაზე რო ვთქვათ Akrep II ელეტრომობილს წარმოადგენს. მანქანაის დეტალური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება - მისი ოფიციალური წარდგენა სტაბმულში, სამხედრო გამოფენა IDEF-2019-ზე მოხდება.



მანქანა Akrep II-მა თავისი სახელი Otokar-ის მიერ ადრე წარმოებული 3,5 ტონიანი ჯავშანმანქანა Akrep-ისგან ("მორიელი") მიიღო, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული Land Rover Defender-ის შასიზე იყო შექმნილი - თუმცაღა  Akrep-ის ამ რო მოდიფიკაციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მწარმოებელმა Akrep II წარადგინა როგორც ახალი თაობის ჯავშანმანქანა, რომელმაც თურქეთის არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში უნდა ჩაანაცვლოს ისეთი მანქანები, როგორებიცაა - Akrep და Otokar Cobra I.

Akrep II შექმნილია როგორც მოდულური, ნაღმედეგი მანქანა და მას შეუძლია შეიარაღდეს საკლმაოდ მძლავრი როგორც დისტანციური ასევე დასახლებული საბრძოლო მოდულებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მოდელზე  Otokar-ის მძიმე მოდული BOZOK ეყენა, რომელიც 25 მილიმეტრიანი ავტოქვემეხითა და 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული.



მანქანის წონასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თანახმად - ის Otokar Cobra II-ის წონაზე ნაკლებია, რომელიც თავის მხრივ სრულ საბრძოლო კომპლექტაციაში 13 ტონას იწონის. ერთი დატენვით მანქანა მოასვალტებულ გზაზე 250 კილომეტრს გადის (ან სამი საათი გზაში, რომლის მერეც 15-20 წუთიანი მარაგი კიდევ რჩება). 

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენილი Akrep II, სრულიად ელექტრონულია, ის აკუმულიატორებით იკვებება, მის ყველა თვალი დამოუკიდებელი ელექტრო ძრავით მოდის მოქმედებაში. მწარმოებლის განცხადების თანახმად - გეგმაშია ასევე ჰიბრიდული ვარიანტის შექმნაც (დიზელ-გენერატორით), მანქანის ორივე ვარიანტი სერიული წარმოებისთვის ერთ წელიწადში უნდა იყოს მზად.

Wednesday, October 16, 2013

Otokar URAL Testdrive

Pakistan Defence Forum–ზე გავრცელდა თურქული კომპანია Otokar–ის 4x4 სავალი ფორმულის მქონე ჯავშანავტომობილის, URAL–ის ავარიის ფოტოსურათები (ამ მანქანის პრეზენტაციის შესახებ ამ წლის მაისში უკვე ვწერდი – ახალი თურქული ჯავშანმანქანები).

ან მძღოლმა გამოცდებზე მანანის მართვას თავი ვერ გაართვა და გზის იქეთ გადავიდა და ან კიდევ მანქანას რაიმე ხარვეზი აღმოაჩნდა (მანქანა ჯერ საცდელ სტადიაშია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა) და მძროლმა ის ვეღარ დაიმორჩილა.

Friday, May 3, 2013

ახალი თურქული ჯავშანმანქანები

თურქეთმა სამი ახალი ჯავშანმანქანა წარმოადგინა:

30 ტონიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა TULPAR

Otokar Cobar-II

 Otokar Ural

Sunday, April 29, 2012

აზერბაიჯანმა თურქეთიდან 123 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო სატრანსპორტო საშუალება მიიღო

თურქულმა კომპანია «Otokar»-მა, შარშან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებს მიაწოდა 123 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. ამის შესახებ საუბარია თურქეთის თავდაცვითი წარმოების მდივნის 2011 წლის მოხსენებაში.
კომპანია «Otokar»-მა 20,7 მილიონი დოლარის ოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში მიაწოდა აზერბაიჯანულ მხარეს 35 ცალი ჯავშანმანქანა  «Cobra», 37 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი და 51 ცალი ავტომანქანა «Land Rover».
მოხსენებაში ასევე საუბარია იმის შესახებ რომ, სამმა სამხედრო სტრუქტურამ, რომლებიც ფუნქციონირებს თურქეთში, «Otokar»-ის ჩათვლით, 2010 წელს ხელი მოაწერა აზერბაიჯანულ მხარესთან 300 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო ტექნიკის მიწოდება ამჟამად ხორციელდება.