Showing posts with label RM-70. Show all posts
Showing posts with label RM-70. Show all posts

Sunday, September 8, 2019

ზცრს-ისა და საზენიტო კომპლექსის ჰიბრიდი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

მორიგი თვითშემოქმედება ლიბიიდან - გაუგებარია რისი მიღწევა უნდოდათ, მაგრამ აშკარაა რომ ზცრს RM-70-ის შასიზე დაყენებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ОСА-ს 9М33 ტიპის რაკეტები. რადარის გარეშე რაკეტების დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ გამოვა, როგორც ჩანს მათ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ - უბრალოდ მტრის მხარეს ისვრიან.




Tuesday, September 19, 2017

აზერბაიჯანმა ჩეხეთში 152მმ-ნი თსდ DANA-M1 CZ და 122მმ-ნი ზცრს RM-70 Vampir შეიძინა

18 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სტრატი აიღო მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფართომაშტაბიანმა სწავლებამ.
სწავლებაშ ჩართულია 15 000 სამხედრო მოსამსახურე, 150-ზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 120-მდე სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი, ზცრს-ები და ნაღმტყორცნები, ასევე საბრძოლო ავიაციის 20 ერთეული საფრენი აპარატი, რადიოელექტრონული დაზვერვის სახალი საშუალებები და უპილოტო საფრენი აპრატები.
ამ სწავლებაზე აზერბაიჯანულმა მხარემ პირველად გამოაჩინა 122 მილიმეტრიანი ზცრს RM-70 Vampir და 152 მილიმეტრიანი თსდ DANA, რომელიც ფოტოების მიხედვით, ჩეხური კომპანია Excalibur Army-ს მიერ, ექსპორტზე შეტავაზებული, მოდერნიზირებული DANA-M1 CZ უნდა იყოს (მწარმოებლის ოფიციალური საიტი - DANA-M1 CZ).

DANA-M1 CZ

RM-70 Vampir




წყარო: