Showing posts with label Skunk Works. Show all posts
Showing posts with label Skunk Works. Show all posts

Tuesday, September 17, 2019

F-35-ის უნიკალური შესაძლებლობები (ქსელურცენტრული პარადიგმა)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

2019 წლის 16 სექტემბერს, კალიფორნიის შტატში, პალმდეილში, "Skunk Works"-მა (წარმოადგენს კომპანია Lockheed Martin-ის პერსპექტიულ ტექნოლოგიებზე მომუშავე გუნდს), აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტომ (MDA) და აშშ-ს საჰაერო ძალებმა ერთობლივად განახორციელეს  F-35-ის, U-2-ისა და სახმელეთო მულტიდომენური სადგურის რევოლუციური ტესტი, რომლის დროსაც მულტიდომენური მუშაობა და რამდენიმე პლატფორმაზე კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხო გავრცელების დემონსტრირება განხორციელდა.



დემონსტრაციას "Project Riot" (პროექტი არეულობა) ეწოდა, მისი მსვლელობის დროს F-35-მა, თავისი საბორტე სენსროებით, მოახდინა შორი მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის აღმოჩენა და ინფორმაცია ამის შესახებ, სადაზვერვო თვითმფრინავ U-2-ის გავლით, ხმელეთზე მდებარე ჰსთ-ს სამეთაურო პუნქტს გადასცა, რამაც მეთაურს საფრთხეზე სწრაფი რეაგირების მოხდენის საშუალება მისცა. შემდეგი დონის ეს კავშირი რეაგირების დროს წუთიდან წამებამდე ამცირებს, რასაც თანამედროვე მოწინააღმდეგესთან და მის მეწინავე საფრთხეებთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.

ჰანსკომის ავიაბააზაზე მდებარე საჰერო ძალების საციცოხლო ციკლის მართვის ცენტრთან (Air Force Life Cycle Management Center) და ანტისარაკეტო თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელებული Skunk Works-ის პროექტი "Project Riot", ღია სისტემების სადემონსტრაციო არქიტექტურის სერიას ეფუძნება, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ უცბად შეიძლება შესაძლებლობების გაზრდა, როდესაც ხდება საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, კოსმოსური და კიბერ დომენების ერთიან ქსელში ინტეგრირება.



 Lockheed Martin Skunk Works-ის ISR & UAS-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯონ კლარკის, განცხადების თანახმად  - "ეს დემონსტრაცია განავრცობს ჩვენს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვიყოთ სრულიად ინფორმირებულნი ბრძოლის ველის შესახებ და ვუზრუნველყოთ მულტიდომენური ოპერაციების შეუფერხებელი თავსებადობა. U-2, რომელიც ფლობს შორ მანძლზე მოქმედ სენოსრებს, ინფომრაციის დამუშავების ინტეგრირებულ შესაძლებლობებსა და კონკურენტულ გარემოში მოქმედების უნარებს, თამაშობს წამყვან როლს ახალი შესაძლებლობების დემონსტრირებაში და ამავდროულად ახორციელებს ოპერაციების გარდაქმნას მომავლის საბრძოლო სივრცესთან მოსარგებლად".

წარმოებაში მიღებული ხარჯვისა და დროის შემცირების სტანდარტების გამოყენებით, გუნდმა ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოთხ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია:

  • დადასტურდა F-35-ის სენსორების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში გამოყენების შესაძლებლობა.
  • დადასტურდა პირდაპირი ხედვის არის იქეთ, U-2-ის მოდერნიზირებული, გაზრდილი გამტარობის მოდულური კონსტრუქციისა და ღია არქიტექტური შესაძლებლობების გამოყენებით, F-35-სა და მულტიდომენურ სახმელეთო სადგურს შორის კავშირის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
  • შეიქმნა მონაცემთა გადაცემის ორი ახალი არხი, რომლებიც უსაფრთხოების რამდენიმე დონით უზრუნველყოფენ მე-5 თაობის სენსორების მონაცემების გადაცემას გამანადგურებლებზე, რაც მოძველებული და მე-5 თაობის სისტემების გამოყენებით მულტი დომენური ქსელის შექმნის საშუალებას იძლევა.
  • სარდლობის უნივერსალური სტანდარტების, საჰაერო ძალების მართვისა და სისტემა Open Mission Systems-ის გამოყენებით, მე-5 თაობის ინფორმაციის გავრცელება, რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობების უფრო სწრაფ გაშლასა და სისტემებს შორის შეუფერხებელ კავშირს.
«F-35-ს, მისი მეწინავე სენსორებით და ჩართვის შესაძლებლობით, შეუძლია მოაგროვოს და შეუფერხებლად განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლა, რითაც ზრდის გაერთიანებული ძალების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას» - განაცხადა Lockheed Martin-ის ვიცე პრეზიდენტმა და F-35-ის გენერალურმა მენეჯერმა, გრეგ უილმერმა. «არცერთი სხვა გამანადგურებელი მსოფლიოში, არ ფლობს მსგავს შესაძლებლობებს - და ეს გამოცდები გახდა მულტი დომენურ ოპერაციებში მისი პოტენციალის გახსნისთვის კრტიკულად მნიშვნელოვანი».


Sunday, February 25, 2018

პენტაგონი მე-6 თაობის გამანადგურებლის დაფინანსებას ზრდის


Lockheed Martin-ის ქვედანაყოფი, სახელწოდებით Skunk Works, რომელმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისეთი ლეგენდარული თვითმფრინავები შექმნა, როგორებიცაა სადაზვერვო SR-71, ბომბდამშენი F-117 და უახლესი F-35, უკვე რამდეიმე წელია ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობს, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს მოწინააღმდეგეზე გარანტირებულ უპირატეობას მიანიჭებს.

Lockheed Martin-ის წარმოებული, F-35 ტიპის, მე-5 თაობის გამანადგურებელმა, ჯერ კიდევ ვერ მიაღწია წარმოების სრულ სიმძლავრეს, მაგრამ აშშ-ს საჰაერო ძალები უკვე აჩქარებენ მე-6 თაობის გამანადგურებლის შექმნას, ამი მზეზად ჩინეთის შეიარაღებული ძალების წრაფად განვითარება სახელდება.

აშშ-ს მთავრობა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ახალი თაობის, საჰაერო ბატონობის სისტემის პროგრამისთვის თითქმის 10 მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც 2,7 მილიარდით მეტია ვიდრე აქამდე იყო გათვალისწინებული. ამ სისტემაში შევა გამანადგურებელიც, რომელმაც სავარაუდოდ F-35 და F-22 უნდა ჩაანაცვლოს.

საჰაერო ძალების მდივანმა, ჰიზერ უილსონმა (Heather Wilson), ოთხშაბათს, ორლანდოში გამართულ კონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სისტემა აქცენტს გააკეთებს ელექტრონულ ბრძოლაზე.

Lockheed-ის ქვედანაყოფმა, Skunk Works-მა, გასულ ზაფხულს IBD-ს აცნობა რომ,  რადარების შესაძლებლობების განვითარების მიზეზით, მე-6 თაობის გამანადგურებელი წინამორბედებთან შედარებით სავარაუდოდ უფრო შეუმჩნევადი იქნება, ასევე ექნება გაზრდილი ავტონომია, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და ლაზრეული დამცავი სისტემები.

გასულ თვეს, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში, პენტგონმა ხაზი გაუსვა გლობალურ კონკურენტებზე ყურადღების კონცენტრირებას. და მიუხედავად იმისა რომ რუსეთი აგრძელებს ძალების მოკრეფას და უფრო საშიში ხდება, ჩინეთი მაინც "საჰაერო ძალების საფრთხეს" წარმოადგენს, რასაც მისი ინოვაციების სისწრაფერ განაპირობებს.
როგორც ელიან, მომავალში ჩინეთს გაუჩნდება ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც ბგერაზე ხუთჯერ სწრაფად იფრენს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ჩინეთის ეს წინსვლა, საკუთარ ჰიპერბგერით იარაღზე მუშაობის ფორსირების სტიმულს აძლევს აშშ-ს საჰაერო ძალებს.

Saturday, November 2, 2013

SR-72 – ჰიპერბგერითი სადაზვერვო თვითმფრინავის პროექტი

ჟურნალმა "Aviation Week & Space Technology"–მ 2013 წლის 1 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში Guy Norris "Exclusive: Skunk Works Reveals SR-71 Successor Plan" წარმოადგინა მისთვის, კომპანია Lockheed Martin–ის მიერ მიწოდებული ექსკლუზიური ინფომრაცია ამ კორპორაციაში შემავალი, საკმაოდ ცნობილი პერსპექტიული სამუშაოების ქვედანაყოფის, Skunk Works–ის მიერ შემუშავების სტადიაში მყოფი პერსპექტიული ჰიპერბგერითი სადაზვერვო–დამრტყმელი თვითმფრინავის, SR-72–ის პროექტის შესახებ, რომელიც ცნობილი Lockheed SR-71–ის მემკვიდრე უნდა გახდეს.

SR-72-სა და SR-71–ის შედარებითი გამოსახულება 
თვითმფრინავი SR-72 Lockheed Martin–ის (Skunk Works) საინიციატივო პროგრამაა, რომელიც აშშ–ს საჰაერო ძალებისს და DARPA–ს მიერ, "სწრაფი დარტყმის" პლატფორმის შესაქმნელად წამოყენებული მოთხოვნების მიხედვით იქმნება. SR-72–ის ძირითად ამოცანად დაზვერვა სახელდება, მაგრამ მას ასევე შეეძლება დამრტყმელი ამოცანების შესრულება. ორძრავიანი თვითმფრინავი SR-72–ის სიგრძე 100 ფუნტზე მეტი, ხოლო მისი კრეისერული სიჩქარე იქნება. 
პროექტის წარმატების საფუძვლად ითვლება პროგრესი, რომელიც Skunk Works–მა და Aerojet Rocketdyne–მ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, კომბინირებული ძალური დანადგარის შესაქმნელად ერთობლივი მუშაობით მიაღწიეს. ძალური დანადგარი წარმოადგენს  ტურბორეაქტიული ძრავისა და ჰიპერბგერითი პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავის ნაზავს – ამგვარი სქემა ამერიკაში Тurbine-based Сombined Сycle (TBCC) იწოდება. ტურბორეაქტიული ძრავა ასაფრენ–დასაფრენი რეჟიმების დროს იმუშავებს და ასევე უზრუნველყოფს 3M სიჩქარემდე აჩქარებას, რაც საკმარისია პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის უპრობლემო მუშაობისთვის. თავის მხრივ პირდაპირი დინების საჰაერო–რეაქტიული ძრავა თვითმფრინავს 6M–მდე ააჩქარებს.
ამასთან მთავარ "know how" წარმოადგენს პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობა "წევის ჩავარდნის" (thrust chasm) დიაპაზონში, რომელიც ტურბორეაქტიული ძრავის მაქსიმალური სიჩქარისა (3M-მდე) და პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მყარი მუშაობის მინიმალურ (მიახლოებით 4M) ზღვრებს შორის მდებარეობს. როგორც ჩანს შემქმნელებმა პირდაპირი დინების რეაქტიული ძრავის მუშაობის მინიმალური ზღვარის დაწევა მოახერხეს, თუმცაღა Skunk Works არ ამხელს თუ როგორ მიაღწია ამ შედეგს.

SR-72–სთვის შემუშავებული ძრავაის კონცეფცია (Тurbine-based Сombined Сycle (TBCC))
ძალური დანადგარის ამგვარი კონცეფცია პირველად წარმოდგენილი იქნა DARPA ეგიდით წარმოებულ Skunk Works, Вoeing, Pratt & Whitney და АТК მიერ ერთობლივი ექსპერიმენტალური ჰიპერბგერითი საფრენი აპარატის, HTV-3X Blackswift–ის პროექტში. ეს პროგრამა 2009 წელს იქნა ანულირებული. როგორც მწარმოებელი იუწყება SR-72–ზე, "ტურბო–რეაქტიული საფეხურად" გამოყენებული იქნება "გამანადგურებლის მოდერნიზირებული ძრავა" (სავარაუდოდ Pratt & Whitney ნაწარმი).
ამჟამად Skunk Work–ი ძრავა ТВСС–ის დაბალი სიმძლავრის დემონსტრატორის სახმელეთო გამოცდებს ანხორციელებს. როგორც Skunk Works იუწყება, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შემოთავაზებული ძრავის, TBCC–ის ტექნოლოგია გამოცდილი იქნება გამანადგურებელ F-22–ის ზომის საცდელ "თვითმფრინავ–დემონსტრატორზე", რომელსაც "შეეძლება რამდენიმე წუთის განავლობაში 6М სიჩქარით ფრენა".
შემდეგ 2018 წელს უნდა დაიწყოს "ოფციონალურად–პილოტირებადი" შემცირებული ზომის დემონსტრატორის, FRV–ეს (Flight Research Vehicle) საფრენოსნო გამოცდები. ამ დემონსტრატორის ფიუზელაჟის სიგრძე 60 ფუნტი იქნება და აღჭურვილი იქნება სრული ზომის ძრავით. სრულმაშტაბიანი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ფინანსების მიღების შემთხვევაში თვითმფრინავ SR-72–ის შეიარაღებაზე მიღება სავარაუდოდ 2030 წლისთვის მოხდება. 

SR-72

წყარო: